არქივი

უცნობი ფაქტები წყლის შესახებ

2bb58019738b

წყალი– რა თქმა უნდა ყველამ ვიცით მის შესახებ, ისიც ვიცით რომ მის გარეშე სიცოხლე ვერ იარსებებდა, მაგრამ არსებობს ფაქტები, რომლის შესახებაც ალბათ უმეტესობამ არ იცის .

cc7fe58b7f2a

1.ცხელი წყალი უფრო მალე იყინება ვიდრე ცივი

თუ თქვენ საყინულეში მოათავსებთ ორ კოლბას,ერთ ერთში ჩაასხამთ ცხელ წყალს ხოლო მეორეში ცივს და დააკვირდებით აღმოაჩენთ რომ ცხელი წყალი უფრო მალე გაიყინება ვიდრე ცივი. მართალია ეს შეიძლება ეწინააღმდეგება საღ აზრს მაგრამ ეს ასეა. ეს ფაქტი პირველად დაადგინა სტუდენტმა Erasto B. Mpemba -მ 1963 წელს, ამ ფენომენს ეწოდა Mpemba-ს ეფექტი და მას მეცნიერები დღესაც ვერ ხსნიან.

2.სწრაფი გაყინვა
როგორც ყველამ ვიცით წყალი ყინულად იქცევა მაშინ როცა ტემპერატურა 0°C ზე დაბალია.მაგრამ წყალს აქვს საოცარი თვისება “ზეგამყინვარება” ამ მოვლენას იწვევს ის ფაქტი რომ წყალს გაციებულსაც კი 0°C -ზე ნაკლებ ტემპერატურაზე შეუძლია იყოს თხევადი და ეს ფიქსირდება ისეთ გარემოში რომელიც არ შეიცავს ცენტრს და კრისტალიზაციის ბირთვებს-რომელიც იწვევს ყინულის კრისტალების ფორმირებას. ხოლო როცა ეს ყველაფერი მომენტალურად წყდება ანუ გარემოში იქმნება ბირთვი წყალი მომენტალურად (წამებში) იქცევა ყინულად.

3.წყალს შეუძლია იყოს “მინისებური”
როგორც ყველამ ვიცით წყალი შეიძლება ვიხილოთ 3 მგომარეობაში- თხევად,მყარ და აირად.მაგრამ სინამდვილეში ეს სხვაგვარადაა. მეცნიერები ადასტურებენ რომ არსებობს თხევადი წყლის 5 მდგომარეობა და ყინულის 14 მდგომარეობა. თქვენ ალბათ გახსოვთ ზემოთ ხსენებული “ზეგამყინვარება” მიუხედავად ამისა რაც არ უნდა ვეცადოთ -38°C_ზე წყალი მაინც იყინება ,-120°C_ზე წყალი ხდება წებვადი ხოლო -130°C_ზე ის გარდაიქმნება მინისებრ გამჭირვალე მყარ ნივთიერებად.

4.წყლის მეხსიერება

ითვლება რომ წყალს შეუძლია “დაიმახსოვროს” მასში გახსნილი სითხის თვისებები მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ამ ხსნარში არაფერი დარჩეს წყლის მოლეკულების გარდა წყალი მაინც იმახსოვრებს ამ ნივთიერების თვისებებს.ამ ფაქტის დადასტურებას შეეცადა მეცნიერთა ჯგუფი სამეფო უნივერსიტეტიდან რომელსაც ხელმძღვანელობდა Medelin Ennis-ი 2002 წელს.გამოკვლევებმა ცხადყო რომ წყლის მეხსიერების ეფექტი ნამდვილად არსებობდა ,თუმცა მოგვიანებით ჩატარებულმა დამოუკიდებელი ექსპერიმენტების კვლევებმა შედეგი არ გამოიღო.მიუხედავად ამისა ეს ფენომენი დღემდე შესწავლის პროცესშია.

Lika Medzmariashvili | შექმენი შენი ემბლემა
100000669112211.1769.245004031

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button