არქივი

Hayao Miyazaki – ჰაიაო მიაძაკი

39095d5b5407

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჰაიაო მიაძაკი იყო წამყვანი იაპონელი მულტიპლიკატორი. ერთ-ერთი მისი დამფუძნებელი, ის დღეს ითვლება ნამდვილ ოსტატად….

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჰაიაო მიაძაკი იყო წამყვანი იაპონელი მულტიპლიკატორი. ერთ-ერთი მისი დამფუძნებელი, ის დღეს ითვლება ნამდვილ ოსტატად. მისი შემოქმედება გვიჩვენებს საოცრად ერთიან სამყაროს, არაჩვეულებრივ ვარიაციას თემებისა თუ სიუჟეტების. შესაძლოა ესაა მისი საოცარი წარმატაბის პასუხი. პროდიუსერი, მხატვარი, რეჯისორი, ჰაიაო მიაძაკი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ნათელ წარმომადგენლად თავისი თაობისა. მისი კარიერის 39 წლედის განმავლობაში, ის შეეხო უამრავ თემას, გამოიყენა უამრავი ტონალობა, უამრავი რეგისტრი. მიმართა სატირას, ეპოსს, ელიგიას, გადავიდა პორტრეტიდან ჯანრულ სურათზე, წარმოაჩინა თავისი თავი დიდი ვნებების სამაგალითო უბრალოებით, იყო ლირიკული,  სრულიად ეძლეობა ფანტაზიის მომხიბლავ თამაშს….

ჰაიაო მიაძაკი დაიბადა 1941 წლის 5 იანვარს. ომის დროს მშობლები გაექცნენ ტოკიოდან ამერიკულ ბომბდამშენებს და დამკვიდრდნენ უცუნომში – დედაქალაქიდან 100 კილომეტრში. მიაძაკი გაიზარდა ქვეყანაში, რომელიც ცდილობდა მოძლიერებას, საერთაშორისო კონფლიქტის შედეგებიდან.  ის აკნინებს ცხოვრების ამ პერიოდს, თუმცა ამ ყველაფერმა მაინც დატოვა მასში კვალი. კინო, მიაძაკის შეუყვარდა 1958 წელს, როცა იხილა „თეთრი გველის მომაჯადოვებელი“ – პირველი იაპონური ფერადი მულტფილმი, რომელიც გადაიღო მულტიპლიკატორულმა კომპანია „ტოეიმ“. მაშინვე გადაწყვიტა ხატვა თავის პროფესიად ექცია. ასევე ცადა თავისი ბედი მანგების შექმნაში, თუმცა მისი პირველი ყმაწვილური გამოცდილება სრულიად არ აკმაყოფილებდა მის ჯინს. არადა უნივერსიტეტში 4 წლის განმავლობაში სწავლობდა ეკონომიკას, მაგრამ იმავდროულად ავითარებდა  გრაფიკულ ხელობას და ცდილობდა მარქსისტული ფოლოსფიის წვდომას. 1963 წელს დაიწყო მუშაობა სტუდია „ტოეიში“. ის იყო ერთ-ერთი იმ იაპონელ მულტიპლიკატორთა შორის, რომელთაც არ გააჩნდათ სპეციფიკური გამოცდილება კომიკსებზე მუშაობისა. მხატვრულმა ხარისხმა და მისი პროდუქციის სიუხვემ მალევე გამოარჩია სტუდიის მულტიპლიკატორთა შორის.

თავიდან მიაძაკის უხდებოდა ყველა მოქმედ პროექტზე თანაბრად მუშაობა. თუმცა მიაძაკის ძალიან უნდოდა ისეთი ფილმის დახატვა, რომელიც არ იქნებოდა ორიენტირებული მხოლოდ ბავშვებზე, ფილმი, რომელიც იქნებოდა საკმაოდ რთული და ღრმა ნებისმიერი ასაკის მაყურებლისათვის. 1965 წელს თავის მოაზრეებთან და მეგობრებთან (ისაო ტაკახატა, იასუაო ოცუკა) ერთად დაიწყო სწორედ ამგვარ პროექტზე მუშაობა. მიუხედევად მისი ურთიერთობისა „ტოეის“ მიმართ, რომელიც ნელ-ნელა უარესდებოდა, მან მაინც გადაიღო ფილმი სახელწოდებით – „ხორუსის, მზის პრინცის, თავგადასავალი“. ეს იყო პირველი იაპონური მსხვილბიუჯეტიანი პროექტი, რომელიც იყო რეჯისორების მიხედვით გადაღებული. ფილმმა მიიღო მაღალი შეფასებები კინოკრიტიკოსების მხრიდან, დაიპყრო მულტიპლიკაციური სამყარო, ფილმის რეჯისორი იყო ტაკახატა, მთავარი მთხრობელი – მიაძაკი, ხოლო მთავარი მხატვარი – მორი, ფილმი მოხსნა კინოგაქირავებიდან Toei Douga-მ გამოსვლიდან 10 დღის შემდეგ. ამის შემდეგ ადმინისტრაციამ ტაკახატა დაადანაშაულა ფილმის კომერციულ კრახში, დააქვეითა წოდებით და ყველა ამ იდეის ავტორს შეუქმნა გაუსაძლისი პირობები მუშაობისთვის (გაურთულა სამუშაო). რეჯისორის თვალწინ გაიხსნა ახალი ჰორიზონტები. „ჩვენ გვსურდა ისეთი ფილმის შექმნა რომელიც მოგვეწონებოდა ჩვენ – 30 წლის ადამიანებს“, – იხსენებს ისაო ტაკახატა. – „რასაკვირველია, ეს ამას არ ნიშნავდა რომ ფილმი არ უნდა ყოფილიყო მიმართული უფრო ახალგაზრდა მაყურებელთაკენ. პირიქით. სამწუხაროდ „ხორუსი“ წარუმატებელი აღმოჩნდა კომერციული თვალსაზრისით. „ტოეიმ“ ძალიან ცუდი ორგანიზება გაუკეთა ფილმის პიარ-კამპანიას. თუმცა ფილმს არ დაუტოვებია „ტოეის“ ადმინისტრაცია იმედგაცრუებული, ისინი მიხვდნენ, რომ ეს ნიშნავდა რაღაც ახალს“.

b7772b223666

1969 წელს მიაძაკი, ტაკახატა და ასევე მათი კოლეგა ოტაბე იოიტი წამოვიდნენ „ტოეიდან“ და 2 წლის შემდეგ 1971-ში დაარსეს თავიანთი სტუდია რომელმაც შემდგომში მიიღო სახელწოდება – A Pro. ოცუკასა და ტაკახატასთან ერთად ჰაიაოს სურდა „პეპი – გრძელი წინდა“ – წიგნის ანიმაციური ეკრანიზაცია, თუმცა წიგნის ავტორმა, ასტრიდ ლინგრენმა არ მისცა უფლება, ამიტომ პროექტი ვერ შედგა. საბოლოოდ არშემდგარი „ბიზნესმენები“ იძულებულნი გახდნენ ემუშავათ სტუდია TMS-ში, სადაც დაიწყეს ტელე-სერიალ „ლიუპენ III-ზე მუშაობა (ფრანგი მწერლის მორის ლებლანის მოთხრობათა მოტივების მიხედვით) (1971-1972), რეჯისორი იყო ტაკახატა და მიაძაკი. პროექტზე მუშაობის დროს მათ გაიცნეს თავიანთი მომავალი კოლეგა და მეგობარი – კონდო იოსიფუმი.

1972 წელს მიაძაკიმ დაწერა სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის – „დიდი პანდა და პატარა პანდა“, რეჯისორი გახლდათ ტაკახატა. ეს არცთუისე დიდი, მაგრამ საკამოდ პოპულარული ფილმი გავიდა ტალღაზე „პანდა-ბუმი“, რომლითაც მოცული იყო იაპონია 1970-იან წლებში. ეს ბუმი დაკავშირებული იყო, ორი პანდის სტუმრობასთან ტოკიოს ზოოპარკში, რომლებიც სპეციალურად ჩამოყვანილნი იყვნენ ჩინეთიდან. შემდგომ იყო „ნიპონ ენიმეიშენი“, სტუდია რომელიც სპეციალიზირებული იყო სატელევიზიო მულტიპლიკაციებზე, – აქ მიაძაკის სამხატვრო ხელმძღვანელობის ქვეშ შეიქმნა ბავშვებისთვის ცნობილი რომანების ეკრანიზაციები („კლასიკური წიგნების მთელი მსოფლიოდან“). მიუხედავად კომერციული წარმატებისა, მიაძაკი, ადამიანი რომელიც ამუშავებდა საერთო კონცეფციას მთელი ამ პროქეტისა, ამბობდა რომ უმჯებესი იქნება თუ ფინანსურად დამოიკიდებელი იქნებოდა, რადგან ეს მისცემდა მას საშუალებას ამ სამსახურისთვის უარი ეთქვა. 1978 წელს პირველად რეჯისორის რანგში, მან შექმნა მულტიპლიკაციური სერიალი „კონანი – ბიჭი მომავლიდან“, რომელიც შექმნილი იყო ალექსანდრა კეიას წიგნის „დაუჭერებლი მოქცევა“-ს მოტივებზე. ამასთან, მან გამოიყენა მხოლოდ სამყარო, რომელიც წიგნში იყო და რამოდენიმე პერსონაჟი – სიუჟეტი სრულიად გადამუშავებული იყო მის მიერ. ამ მომენტისთვის უკვე დაიწყო თავისჩენა, სიმამაცისა და რომანტიზმის ორიგანულ თემებში მიაძაკის სტილმა. მიუხედავად შეზღუდვებისა, სატელევიზიო ფომრატთან დაკავშირებით, მან მაინც შეძლო შთამბეჭდავი ტექნიკის მიღწევა. მისმა ნიჭმა დაიწყო ზრდა.

ერთი წლის შემდეგ მან დატოვა „ნიპონ ენიმეიშენი“, აზრთა სხვადასხვაობისა და გაუგებრობის გამო და მოაწერა ხელი კონტრაქტს სტუდია „ტელეკომ ენიმეიშენ ფილმ“-თან. აქ შეიქმნა ფილმი, რომელსაც ბევრი მიიჩნევს მის პირველ შედევრად, – „მხიარული თავგადასავლები ბატონი ჯადოქარი ჩიტის“. ამას მოყვა 90 – წუთიანი „კალიოსტროს ციხე-სიმაგრე“, რომელმაც მიიქცია ამერიკელ პროდიუსერთა ყურადღება. თუმცა ყველა მათ მოწვევას მან უარით უპასუხა. როგორც რეჯისორი და პროდეიუსერი მონაწილეობს მულტ-სერიალ „დიადი დეტექტივი ჰოლმსი“-ს შექმნაში (იტალიისა და იაპონიის კო-პროდუქცია). მიაძაკი დაუბრუნდა თავის ძველ ოცნებას, მანგას შემქმნელის კარიერას. 1982 წელს ჟურნალმა Animage-მა  დაიწყო მიაძაკი მანგის Nausicaa of the Valley of the Winds“-ის პუბლიკაცია (1982-1994). კომპანია Tokuma Shoten-მ, შესთავაზა მიაძაკის „Nausicaa of the Valley of the Winds“ის ეკრანიზაცია. მიაძაკი დათანხმდა და პროდიუსერის რანგში მიიწვია ტაკახატა, დაიქირავა სტუდია Topcraft.

1cc91f3c0506

1984 წელს ეკრანებზე გამოდის მისი ფილმი „Nausicaa of the Valley of the Winds“. ეს არის პრინცესას ისტორია, რომელიც იბრძვის სიცოცხლისთვის, სამყაროში, რომელშიც ქაოსია და სავსეა ფათერაკებით, სურათი გასაგები აღმოჩნდა მსოფლიო აუდიტორიისთვის. ფილმი დაჯილდოვდა მრავალრიცხოვანი პრემიებით სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალების მხრიდან, თუმცა საზღვარგარეთ, ის მარტო საფრანგეთში იყო გაშვებული, ისიც მარტო ვიდეოზე და 30 წუთით შეკვეცილი. „ეს იყო ფილმი, რომელმაც მიიპყრო მაყურებელთა ყურადგება დიდი მაესტროსკენ, და მე მას ძალიან დიდი პატივს ვცემ“ – ამბობდა აკირა კუროსავა. – „მე მგონია, ჩვენ ორივე ვეკუთვნით ერთსადაიმავე სკოლას, რაც აერთიანებს ჩვენ ინტერესს დიდი ადამიანური ისტორიებისადმი. თუმცა როცა კრიტიკოსები აფასებენ ჩვენ ფილმებს, მე უხერხულ მდგომარეობაში ვარდები ხოლმე. არ შეიძლება მიაძაკის ფილმების მნიშვნელობის დაპატარავება, ჩემ ფილმებთან შედარების დროს.“ „Nausicaa of the Valley of the Winds“-ის ტრიუმფმა მიაძაკის საშუალება მისცა 1985 წელს შეექმნა სტუდია „გიბლი“, რასაც ის შრომობდა როგორც რეჯისორი, ისე პროდიუსერი. სტუდიაში შეიქმნა სრულმეტრეჟიანი ფილმები: „ლაპუტის ზეციური სასახლე“ (ჯონათან სვიფტის წიგნის „გულივერის მოგზაურობის“ მოტივების იხედვით), „ჩემი მეზობელი ტოროტო“, „მიტანის ალქაჯური სამსახური“, „პორკო როსო“. „მე არ უნდა ვთქვა“ – აღიარა კინოსტუდია  „უოლტ დისნეის“ პრეზიდენტმა მაიკლ აისნერმა – „მაგრამ, „ტოროტო“ დიდი ხნის განმავლობაში იყო ყველაზე საყვარელი ფილმი ჩემი შვილების. მასში არის რაღაც სიტყვებით რთულად ასახსნელი ჯადოსნურობა. იქამდე სანამ ფილმი გამოვიდა ამერიკაში ვიდეოზე, მე მქონდა სახლში მისი ერთ-ერთი  ასლი იაპონურ ენაზე. ერთხელაც ის იპოვნეს ჩემმა შვილებმა. მიუხედავად იმისა  რომ გაუგებარი იყო მათვის იაპონური დიალოგები, ფილმა შეიპყრო ისინი. არც კი შემიძლია დავთვალო, რამდენჯერ უყურეს“.

825d339ef160

უჩვეულოდ მაღალი შეფასებები მიიღო მთელ მსოფლიოში მიაძაკის ფილმა „პრინცესა მონონოკემ“ (1997). აი რას ამბობს მის შესახებ ენდი ვაჩოვსკი („მატრიცა“): „“პრინცესა მონონოკეს“ ნახვის შემდეგ თქვენ მხოლოდ ერთ რამეს შეძლებთ – გიჯივით გავარდეთ ტელეფონთან და შეუკვეთოთ ყველა მისი ფილმი. „პრინცესა მონონოკე“ ეკუთვნის ისეთი ფილმების რიცხვს, რომლებიც ამართლებენ კინოს არსებობას. ეს ფილმი იბეჭდება ცვენს წარმოსახვაში და რჩება იქ, – ნამდვილი შედევრია“. მიაძაკიმ გადაწყვიტა კომერციული ანიმაციიდან წასვლა, დატოვა სტუდია „Studio Ghibli“. ის აპირებდა დაკავებულიიყო ექსპერიმენტატორული არაკომერციული ანიმაციური პროექტებით. თუმცა კომერციული ანიმაცია ძალიან ძლიერი „ნარკოტიკი“ აღმოჩნდა, რომ მასზე ესე იოლად შეიძლებოდეს უარის თქმა.

0631e9152d80

ამიტომ 2001 წელს მიაძაკიმ გამოუშვა ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი „სენი და ტიხირო, მოჩვენებებით გატაცებულნი“. 2001 წელს მსოფლიო ეკრანებზე გამოდის ოსტატის ახალი ქმნილება მოჩვენებებით გატაცებულნი“, ის მალევე ხდება წარმოუდგენლად პოპულარული, ამას ამტკიცებს ის ფაქტი რომ 2001 წელს ფილმა მიიღო ბერლინის კინოფესტივალის გრან-პრი, როგორც საუკეთესო ანიმაციური ფილმი. ამერიკულ კინოგაქირავებამდე ფილმის სალარო მოგება წარმოადგენდა 260 მილიონ დოლარს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მიაძაკის საოცარ და ხარიხოვან მუშაობას. ბერლინის კინოფესტივალის შემდეგ ამერიკაში ფილმის გაქირავებას თავის თავზე იღებს სტუდია „უოლტ დისნეი“, გაუგონარი გადაწყვეტილება „სხვათა“ პროექტის შესახებ, ამართლებს და 2002 წლის შემოდგომაზე ფართო ეკრანებზე გასულ კინოფილმს ელოდება გამაოგნებელი წარმატება. ბევრი თანამემამულისათვის მიაძაკი – ისეთივე დიდი რეჯსორია როგორც კუროსავა. მიუხედავად იმისა რომ ის იშვიათად გამოდის ტელევიზიით ან გაზეთების საშუალებით, იაპონიის საერთო ყოფაში მისი სიტყვა საკმაოდ ფასეული და წონადია. მის აზრს ითვალისწინებენ. ის აქტიური და ზეგავლენიანი ეკოლოგია, თუმცა კი ცდილობს მიჩქმალოს თავისი როლი გარემომცველი სამყაროს დაცვაში.

f6d5dd47727b

მიაძაკის კარიერა ფანტასტიური იყო. მან შეძლო გათავისუფლებულიყო სტუდიური სისტემისაგან და რეალობად ექცია თავისი ოცნებები დიდ ეკრანზე. მის ყველა ფილმში იგრძნობა, მისი ჩვეული ჰუმანიზმი. თუმცაღა მიაძაკის ფილმები სპეციფიკურად იაპონურია, გრძნობებითა და აზროვნების თავისებურებებით, მათი ესტეტიკა და დაძაბული დრამატიკა უნივერსალურია მისი მოქმედების მიხედვით. მიაძაკი აოცებს მკვეთრი ირონიითა და დაუოკებელი ფანტაზიით, რომელთაც ის გადმოგვცემს დიდ ეკრანზე თავის საოცარი, გამომგონებლური დრამებით. ეს მულტიპლიკაციის პატრიარქი ითვლება ერთდროულად დიად მღვდლად, უკანასკნელ იმპერატორად და პატარა პრინცად. მიაძაკის შეუძლია შექმნას დამაინტერესებელი ისტორია, რომელიც როგორც წესი, არა ძალიან მიმაგრებული იაპონულ კულტურასთან, და რომელიც შემდეგ იპყრობს არამარტო იაპონიის არამედ მსოფლიოს მაცხოვრებლებს. მიაძაკის ძალიან უყვარს ფრენები და ყოველგვარი საფრენი მოწყობილობები, ამიტომაც ისინი გვხვდებიან მის ყოველ ფილმში. მიაძაკის ფილმების გრაფიკა, გამოირჩევა დიდი სიზუსტით, რეალიზმითა და  დამოწმებულობით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პეიზაჟებისა და ლანდშაფტების შექმნას.

_____________________________________________________________________________________________________
One Summer’s Day by XyliaWillow

Gugusha

Forza Bionconero, Inter Merda

მსგავსი ამბები

Back to top button