არქივი

ფოტოგრაფიის ხელოვნება

7a37a4df5f0b

გვარები ნიეფსი,დაგერი,ფრისი და ბისონი შესაძლებელია თქვენთვის ნაცნობი არ იყოს,თუმცა სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ ფოტოგრაფიის შექმნას,რომელიც ხელოვნების დარგს წარმოადგენს და ნებისმიერი ჩვენგანისთვის სასიამოვნო საქმიანობაა.

1826 წელს ფრანგმა ჟოზეფ ნისეფორ ნიეფსიმ მისი სტუდიის ფანჯრიდან შექმნა ხედის რეპროდუქცია,რომელზედაც წარმოდგენილი იყო ფარდულის დაქანებული სახურავი,მსხლის ხე,რომლის ტოტებს შორის ცის კამარა მოჩანდა და მტრედის სახლი.ეს უხეში და გაურკვეველი გამოსახულება კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში პირველ წარმატებულ ფოტოსურათს წარმოადგენდა.ნიეფსიმ ამ სურატს ჰელიოგრაფია(მზე-წერა) უწოდა.

ფოტოაპარატის პრინციპი საუკუნეების განმავლობასი იყო ცნობილი.ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა კამერა-ობსკურას ილუსტრაცია,რომელიც ოპტიკურ ხელსაწყოს წარმოადგენდა.იგი შედგებოდა შუქშეუვალი ყუთისაგან,რომლის წინა კედელზე პატარა ნახვრეი იყო მოპირდაპირე კედელზე საგნის შებრუნებულ გამოსახულებას აჩენდა.რენესანსის დროინდელი მხატვრები ამ საშუალებას მათი ნახატების ჰორიზონტის მოსანიშნად იყენებდნენ.კამერა-ობსკურა ბერძნებმა გამოიგონეს.ისინი ამ ხელსაწყოს შუა ხანებში მზის დაბნელებაზე დაკვირვებების საწარმოებლად იყენებდნენ.

თუმცა ნიეფსის მიერ სუქმგრზნობიარე მასალაზე ხანგამძლე გამოსახულებათა მიღების მეთოდების გამოგონება მეცხრამეტე საუკუნემდე არ მოხერხდა.გამჟღავნების პროცესი 8 საათს მიმდინარეობდა.ნიეფსი 1833 წელს გარდაიცვალა.მის მიერ მიღწეული გამოგონება,რომელსიც დიდი წვლილი 1829 წლიდან მის კომპანიონ დაგერსაც მიუძღოდა,მეცნიერების მიერ სათანადოდ დაფასდა.სწორედ დაგერმა აგმოაჩინა რომ ვერცხლისწყლის ორთქლით თითქმის გამჩირვალე გამოსახულების მიღება იყო შესაძლებელი. ამან გამოსმჟღავნებელი დრო 20-30 წუთით შეამცირა.1837 წლის მაისში კი დაინერგა გამოსახულების მისაღებად ჩვეულებრივი მარილის ხსნარის გამოყენება.

დაგერის პროცესი-დაგეროტიპია,როგორც იგი მოიხსენიებდა ამ პროცესს,სახალხოდ 1839 წლის 19 აგვისტოს გამოქვეყნდა.ეს ითვლება ფოტოგრაფიის გამოგონების ოფიციალურ თარიღად.საფრანგეთის ინსტიტუტის ეზოსი უანრავი ხალხი შეიკრიბა.თანამედროვე მოხსენების მიხედვით, “საზოგადოებაში ისეთივე აღელვება სუფევდა,როგორც ძლევამოსილი ბრძოლის შემდეგ”.

დგეს ფოტოგრაფიის არსებობა იმდენად ჩვეულებრივად მიგვაჩნია,რომ ძნელი წარმოსადგენია რამდენად სასწაულად მიიჩნია იგი დაგერის თანამედროვე საზოგადოებამ.ყოველდღიური ცხოვრების რეალისტური გამოსახულების შექმნის შესაძლებლობა,რომელსაც მხატვარი არ ესაჭიროებოდა,იმდენად მომხიბვლელი იყო,რომ ფრანგმა პორტრეტისტმა ფერმწერმა პოლ დელაროშიმ აღფრთოვანება ვერ დაფარა: “დღეის მერე მხატვრობა აღარ იარსებებს!” რა თქმა უნდა მხატვრობა არ ჩამკვდარა,ხოლო ფოტოგრაფია,როგორც ხელოვნების ფორმა და მეცნიერება,უფრო განვითარდა.

002781b133e9

დაგერის მერე გაკეთებული აღმოჩენიდან წლების შემდეგ.ფოტოგრაფიასი მნისვნელოვანი ტექნიკური პროგრესი აგინიშნა,მაგალითად გაუმჯობესებული ლინზებითა და განათებიტ,ქაღალდზე,მინასა და ფირზე ბეჭვდის შემოღებით,ასევე ფერადი ფოტოგრაფიის განვითარებით.ფოტოგრაფიამ შესაძლებელი გახადა მსოფლიოს ოთხივე კუთხე ბუხართან მოეთავსებინა.ინიციატივიანი და მამაცი ფოტოგრაფები აფიქსირებდნენ სცენებს,რომლებიც აქამდე მოგზაურთა მიერ გაზვიადებულად და არაზუსტად იყო აღწერილი.ერთ-ერთი შესანისნავ ტოპოგრაფიულ ფოტოგრაფს წარმოადგენდა ფრანცის ფრისი,რომელმაც უმალ წარმატებას მიაღწია იმ სურათებიტ, რომლებიც 1856-1860 წლებს შორის სუა აღმოსავლეთში სამჯერ მოგზაურობის შედეგად გადაიგო.მესამე ექსპედიციაზე ყოფნისას ფრისმა მდინარე ნილოსზე ბევრად უფრო შორს შესტოპა ,ვიდრე რომელიმე ფოტოგრაფს ოდესმე გაებედა.მან შEქმნა დაუვიწყარი სურათები,რომელთა შორისაც ზოგიერთი 43X51 სმ-ია,ამავდროულად,გმირობისა და ამტანობის შთაბეჭდილებას ტოვებს.ფრისმა გამოიყენა ტექნოლოგიური პროცესი,რომელიც კოლოიდის სახელითაა ცნობილი.ფრისის ვეებერთელა ტომი :”ეგვიპტე”, “სინაი”და “იერუსალიმი” მსოფლიოში უდუდეს ფოტოგრაფიულად ილუსტრირებულ წიგნს წარმოადგენს.

6db682b8dd8c
ეს ფოტო გადაგებულია ფრანსის ფრისის მიერ ეგვიპტის ექსპედიციის დროს.

პიონერ ფოტოგრაფებს შორის აღსანისნავია ოგუსტ ბისონი,რომელიც 1860 წლის ივლისში პირველი იყო,ვინც ევროპის უმაღლესი მწვერვალიდან გადაიღო ფოტოები;ასევე სემუელ ბურნე,რომელმაც ევროპელ ხალხს ფოტოების საშუალებით ინდოეთის სილამაზე აჩვენა.

ერთ-ერთი ყველაზე ნიციერი და ნოვატორული სასცენო ფოტოგრაფი იყო გუსტავ ლე გრეი.ლე გრეის ზღვის პეიზაჟებმა,რომლებიც პირველად ლონდონში 1856 წელს გამოფინეს,დიდი სენსაცია გამოიწვია.ამფოტოებზე დეტალურად იყო აღწერილი ცის კამარა და ტალღები.ამ დრომდე უკიდურესად ძნელი იყო ცის სილაჟვარდის ბუნებრივი სახით წარმოჩენა.ლე გრეიმ ეს სირთულე ორი ნეგატივის_ცისა და ზღვის_ შერწყმით დაძლია.
მეცხრამეტე საუკუნეში ფოტოგრაფიის პოპულარულ ფორმას პორტრეტები წარმოადგენდა.ეს იყო მანია,რომელიც 1859 წლის მაისით თარიღდება,როდესაც ტავისი ჯარის წინ ცხენზე ამხედრებული ნაპოლეონ მესამე იტალიისკენ მიემართებოდა,მან ჯარი პარიზში შეაჩერა და ფოტოსურათის გადასაღებად ანდრე დისდერის სტუდიაში შევიდა.

e1fef3b70263

მოდას აყოლილმა პარიზელებმა იმპერატორის მაგალითს მიბაძეს,რამაც დისდერი ძალიან მდიდარ კაცად აქცია.სახელგანთქმულ პირთა ფოტოსურათები,ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა ინგლისში და მაღაზიებში ისევე იყიდებოდა,როგორც დღეს მხატვრული საფოსტო ღია ბარათები.

ამ პერიოდში ზოგიერთი ფოტოგრაფი ფოტოკამერას ასევე იყენებდა ომის რეპორტაჟებისა და სოციალური დოკუმენტაციის გადასაღებად.მსოფლიოს პირველი პრეს-ფოტოგრაფი როჯერ ფენტონი 1855 წელს ყირიმსი გაემგზავრა და მომდევნო წელს ყირიმის ომის 300 ნეგატივთან ერთად დაბრუნდა.

dd82f23741dc

16c23c27c787

ომის მასალებს იღებდა ასევე მეთიუ ბრენდი. მან დატოვა საკუთარი წარმატებული პორტრეტების სტუდიები,რომლებიც ვასინგტონსა და ნიუ-იორკსი მდებარეობდა და ამერიკის სამოქალაქო ომის მასალების გადაღებას შეუდგა.ბრედის სასტიკი და ულმობელი ფოტოები ახლა ამერიკის ყველაზე ფასეულ ისტორიულ დოკუმენტებს შორისაა მოთავსებული.

სხვა ფოტოგრაფები ღარიი ქალაქური საზოგადოების გასაჟირს ასახავდნენ.სასამართლოს რეპორტიორის იაკობ ავგუსტ რიისის,მწვავე ფოტოებმა :ნიუ-იორკის ტრიბუნის” შესახებ,ნიუ-იორკის გუბერნატორი თეოდორ რუზველტი აიძულა უამრავი სოციალური რეფორმა გაეტარებინა.

ამ რეალისტური მიდგომის საპირისპიროდ,ფოტოგრაფიის ხელოვნებად აღიარების მიზნით,სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა.ეს მიზნად ისახავდა ფოტოგრაფიის ხსნას სტატუსის დაკარგვისაგან,რაც კომერციული ფოტოგრაფების მიერ დაინერგა.თავი იჩინა ფოტოების შექმნის და არა გადაღების ტენდენციამ. ამ მიმდინარეობის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი იყო ჰენრი პიჩ რობინსონი.მისი მეტოდის თანახმად,ფოტო ეტაპების გავლის შედეგად იქმნებოდა.წინასწარი მონახაზისა და დიზაინის შექმნის შემდეგ,იგი ინდივიდუალური პირების ფოტოებს იღებდა,ამოჩრიდა მათ გამოსახულებებს და ცალკე გადაღებულ ფონებზე სვამდა.

უამრავმა ფოტოგრაფმა პროტესტი გამოთქვა ასეთი ხელოვნურად შექმნილი ფოტოების შესახებ.ადამიანი,რომელმაც მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ჭეშმარიტი ფოტოხელოვნების აღდგენას შეეცადა,იყო ალფრედ სტიგლიცი.

4657b09e2423

1890-იან წლებსი ნიუ-იორკის ქუჩებში გადაღებული მისი ფოტოები აშკარად ამტკიცებდა იმ ფაქტს,რომ ეფექტური ფოტოების გადაღება ხელოვნური მეთოდების გამოყენების გარეშეც შესაძლებელია.

d239d222ca8e

1920-იანი წლები აბსტრაქტულ ფოტოგრაფიაში ექსპერიმენტების ეპოქას წარმოადგენდა.კუბიზმის წარმომადგენელი ფერმწერების გავლენით,ფოტოგრაფმა ლასლო მოჰოინადიმ ფოტოგრაფიულ ფირფიტაზე სამგანზომილებიანი ობიექტების მოთავსების შედეგად ფოტომონტაჟები და “ფოტოგრამები” შექმნა.

ფოტოგრაფიის ევოლუციის განმავლობაში უფრო მნიშვნელოვანი იყო მოძრაობა “ახალი ობიექტურობა”.ეს ტერმინი გამოიყენა 1924 წელს გუსტავ ჰარლთაუბმა გერმანელი ნეო-რეალისტი ფერმწერის ახალი სტილის მისათითებლად. გერმანიაში “neue sachlichkeit” სახელით ცნობილი მიმდინარეობა სენტიმენტალობის წინააღმდეგ მიმართულ რეაქციას წარმოადგენდა.

1930-1940-იან წლებში ილუსტრირებული ჟურნალებისა და გაზეთების გაზრდილმა რაოდენობამ ფოტოფოტოჟურნალისტიკა სწრაფად გაავრცელა მთელს ევროპასა და ამერიცაში.ადრეული მეოცე საუკუნის ორი წამყვანი ფოტოგრაფი იყო რობერტ კაპა და ჰენრი კარტიე-ბრესონი.ბრესონის ცნობილმა რეპორტაჟმა საფრანგეთში ყოველგღიურ ცხოვრებაზე და კაპას დრამატულმა სურატებმა ესპანეთის სამოქალაქო ომზე ფოტორეპორტაჟის ხელოვნების ფორმად დანერგვას შეუწყო ხელი. კაპა მსოფლიოსი ომის სიუჟეტების საუკეთესო შემქმნელად აღიარეს.მან 18 წლის განმავლობაში 5 ომის გადაღება შEძლო და საბოლოოდ სიმამაცისთვის სათანადოდ დააფასეს კიდეც.

d4e911036717
რობერტ კაპა

3914a84b67d0
ჰენრი კარტიე

539939b75194

b592cc3bbed2

4c952699011b

7ebe39ad2ce3

მეოცე საუკუნის მოდური ფოტოგრაფიის სფეროსში უამრავი ახალი სახელი გამოჩნდა.ნორმან პარკინსონის პირველ ფოტოებზე წარმოდგენილია ჰაიდ პარკში მოსეირნე გოგონები.ფოტოგრაფიის მიზანს მოძრაობის ფოტოაპარატით დაფიქსირება წარმოადგენდა.

33a244b3c174

კიდევ ერთ ნოვატორს წარმოადგენდა ამერიკელი რიჩარდ ავედონი,რომელიც პარიზის სცენაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოჩნდა.ავედონის ნატურის კადრები აღწერდნენ მოდელებს,რომლებიც იცინოდნენ,კეკლუცობდნენ,გადმოდიოდნენ ტაქსებიდან და შედიოდნენ ღამის კლუბებში.

edd37da3f1f0

მოდურ ფოტოგრაფიაში ყველაზე ბრწინვალე და გამომწვევი სახეები შექმნილია გერმანული წარმოშობის ავსტრალიელი ჰელმუთ ნიუტონის მიერ.მის კომპოზიციებსი წარმოდგენილი ეროტიკა და ცინიზმი სოკსი აგდებდა მნახველთა დიდ ნაწილს.ეროტიკასა და ფოტოგრაფიას შორის მკაფიო საზღვრის გავლების უარყოფით,მან თავიდან აიცილა ბრალდება ცუდი გემოვნების შესახებ.იგი აღიარებდა,რომ ვულგარული ელემენტები მას ძალიან ხიბლავდა და მათ ნამუშევრებისათვის პიკანთურობის შესამათებლად იყენებდა. ნიუტონმა განავითარა მკაფიო და ბუნებრიობას მოკლებული სტილი,რომელიც დღესაც უამრავ მიმბაძველის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

5895b05791ca

დღეს ფოტოგრაფია ერთ-ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნისაა.იმ მომენტიდან,როდესაც პირველმა დეგეროტიპიამ საზოგადოების ყურადღEბა მიიპყრო,თავბრუდამხვევმა ტექნიკურმა პროგრესმა ფოტოგრაფებს საშუალება მისცა კიდევ უფრო ფართო მაშტაბების მსოფლიოს უნიკალური გამოსახულებები აღებეჭდათ.
ამავე დროს,საკამათო საკითხები სტილის,ტექნიკისა და თემის შესახებ,რაც ფოტოგრაფიის დაბადებიდან დაიწყო და ახლაც გრძელდება,ამ სფეროს წარმომადგენლებისათვის შთAგონების გამომწვევია.ფოტოპორტრეტი,მოდური ფოტოგრაფია, თუ ფოტორეპორტაჟი მხატვრულ ფოტოგრაფიაში მიღწეულ ფოტოშემოქმედების გარკვეულ ფორმებს წარმოადგენს.

ეს ჩემი პირველი პოსტი იყო და იმედია ძაან არ მოგაწყინეთ თავი.. =))

მსგავსი ამბები

Back to top button