მისტიკასაკითხავიუცნაური

ყველაზე საშიში ადგილები (ნაწილი მეორე)

დღეს ერთ სახლზე გვექნება საუბარი,რომლის ირგვლივ უამრავი ლეგენდა თუ ჭორი ტრიალებს, ამ ყველაფერს კი სარჩულად ერთი ქალის მიერ ჩადენილი შავ-ბნელით მოცული საქმეები უდევს.

როუზ ჰოლი იამაიკის ერთ-ერთი ცნობილი სახლია, გარეგნულად ძალიან ლამაზია და ბუნებაც შესანიშნავია, ხედი კარიბის ზღვას გადაჰყურებს. როუზ ჰოლს სახლ ,,კალენდარსაც” უწოდებდნენ, რადგანაც 365 ფანჯარა, 52 კარი და 12 საძინებელი აქვს. რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ ქალს, ის ანა პალმერი გახლდათ, თუმცა ამაზე მოგვიანებით.

სახლის ისტორიის დასაწყისი ჰენრი ფენინგსა და მის ახალგაზრდა,ირლანდიელ ცოლს როზას უკავშირდება. 1746 წლის 16 ივლისს ისინი დაქორწინდნენ,ჰენრის კი დიდი გეგმები ჰქონდა,მას ლამაზი სახლის აშენება უნდოდა, თანაც ზღვასთან ახლოს. მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართა, ჰენრი 1 თვეში გარდაიცვალა და როზა ქვრივად დარჩა. ქონებაც მას ერგო წილად,მათ შორის შაქრის ლერწმის პლანტაცია,რომელიც იმ ნაკვეთზე იყო გაშენებული,სადაც ჰენრი სახლის აშენებას გეგმავდა. 1750 წელს ქალი მეორედ გათხოვდა,ამჯერად ის ჯორჯ ეშს გაჰყვა ცოლად და სახლის მშენებლობაც დაახლოებით ამ დროისთვის დასრულდა. სხვათაშორის მართლაც ულამაზესი გამოვიდა,ალბათ ისეთი,როგორიც თავდაპირველ პატრონს ჰქონდა ჩაფიქრებული. ხელით მოჩუქურთმებული წითელი ხის კიბეები, უზარმაზარი ასევე წითელი ხის კარებები, ეს ყველაფერი მდიდრულ ელფერს აძლევდა გარემოს. მაგრამ კვლავ ერთი ტრაგედია დატრიალდა, ჯორჯი ავად გახდა და გარდაიცვალა. როზა კი უზარმაზარ სახლში მარტო დარჩა. 1753 წელს როზას ცხოვრებაში კვლავ გამოჩნდა კაცი, ნორვუდ ვითერი,ოჯახიც შექმნეს,თუმცა არც ისე ბედნიერი ქორწინება ჰქონიათ. ნორვუდი უფრო ცოლის სიმდიდრით იყო დაინტერესებული და მოხიბლული,ვიდრე მისი პიროვნებით. არც ამ კაცს უცოცხლია დიდხანს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა და რაც ებადა,თითქმის ყველაფერი როზას დარჩა. ამ დროს ქალს მამა,ჯონ ბოიდიც მოუკვდა,რომელმაც თავისი ქალიშვილის მეურვედ როზა დანიშნა,ალბათ საწყალი ქვრივის დარდის გასაქრობად. თუმცა 1767 წელს როზამ მიაგნო ნამდვილ ბედნიერებას,ამ კაცს კი ჯონ პალმერი ერქვა, ის ქვრივი იყო და ინგლისში 2 ვაჟი ჰყავდა. 1790 წელს როზა გარდაიცვალა და ყველაფერი ჯონს დაუტოვა. 7 წლის შემდეგ კონმა ცოლად 20 წლის გოგონა, რებეკა ენ ჯეიმსი მოიყვანა, თუმცა იმ წელსვე გარდაიცვალა. ასე რომ სახლი და ქონება ფაქტიურად ინგლისში მცხოვრებ მის ორ ბიჭს დარჩა, მაგრამ 1818 წელს ორივე ბიჭი მოკვდა, ისინი არც კი ჩამოსულან იამაიკაში, არც შვილები ჰყავდათ. ამიტომ სახლი ჯონ პალმერის უფროს ბიძაშვილს, ჯონ როუზ პალმერს გადაეცა.

თუ ატყობთ,ამ სახლში აქამდე არავის გაუხარია, ვნახოთ რას იზავს ჯონი…

ახალი მფლობელი თითქმის მაშინვე გაემგზავრა სახლის მოსანახულებლად, 1820 წელს კი მან რემონტიც გააკეთა და ცოლიც მოიყვანა, ვინმე ანა მარია პეტერსონი, იგივე ანა პალმერი. როუზ ჰოლის ისტორიაში კი დაიწყო მკვლელობების, ვუდუსა და სისასტიკის ხანა.

ცოტა რამაა ცნობილი მათი ქორწინების შესახებ,ის კია,რომ ჯონი მოულოდნელად მალევე გარდაიცვალა. (სხვათაშორის არსებობს მოსაზრება,რომ იგი ანამ მოკლა) მთელი ქონება კი ცოლს დაუტოვა სახლის ჩათვლით.

ამის შემდეგ დაიწყო ანას მბრძანებლობა. მას საკმაოდ ბევრი მონა ჰყავდა,რომლებზეც ჯავს შესანიშნავად იყრიდა. ყოველ დილას გადმოდგებოდა აივანზე და იძლეოდა ბრძანებებს, თუკი რაიმე ისე არ შესრულდებოდა,როგორც თავად სურდა,მონებს საშინელი სასჯელი არ აცდებოდათ, ეს სასჯელი კი წამების გარდა,ზოგჯერ სიკვდილითაც სრულდებოდა. ანა ამბობდა,რომ მოსწონდა,როდესაც მონების გამათრახებას აივნიდან უცქერდა. ერთხელ,როცა ერთ-ერთი მოსამსახურე რაღაცით უკმაყოფილო დარჩა, ანამ მას თავი მოაჭრა და ბამბუკის სარზე ჩამოაცვა, გარეთ გამოდგა, რათა სხვა მსახურებს დაენახათ, საშინელი სახე და მყრალი სუნი, დიდი ხნის განმავლობაში შიშის ძრწოლას გვრიდა დანარჩენ მონებს.

ახირებული ხასიათისა და განუწყვეტელი ბრძანებების გარდა, ქალბატონი არც სექსს იკლებდა. მას სასიყვარულო ურთიერთობები მონებთან ჰქონდა. როცა ერთი მობეზრდებოდა დაუფიქრებლად კლავდა და გადადიოდა შემდეგზე. რომელ მონასაც მიაქცევდა ყურადღებას, იმის დღეები ფაქტიურად დათვლილი იყო.

მალე ანამ ახალი გატაცება გამონახა,ეს მაგია იყო. მონები იმ დროს აქტიურად მისდევდნენ პრაქტიკულ მაგიას, განსაკუთრებით კი ვუდუს, სწორედ მათ შეასწავლეს ანას ყველაფერი, ადამიანის მსხვერპლშეწირვაც კი, ამბობენ რომ ანა ბავშვებს წირავდა და მათ ძვლებს შავ მაგიაში იყენებდა. ასეა თუ ისე,როგორც ჩანს კარგი მოსწავლე გამოდგა,რადგან მალე სახელი გაითქვა და იამაიკის თეთრ გრძნეულსაც ეძახდნენ.

ანა ამის შემდეგ ორჯერ გათხოვდა, ქმრები კი სავარაუდოდ თვითონვე მოიცილა, რადგან ისინი ყოველგვარი ავადმყოფობის გარეშე გარდაიცვალნენ.

ანას ბატონობა და საშინელი ტერორი 1830 წელს დასრულდა. ერთ-ერთი ზედამხედველი (სახლში მოსამსახურე) ვუდუს პრაქტიკაში საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი გახლდათ. ისე მოხდა,რომ ამ ქალის შვილს ახალგაზრდა მონა შეუყვარდა,საკმაოდ კარგი გარეგნობის. ამ მონას კი თვალი ქალბატონმა დაადგა და რა თქმა უნდა საძინებელშიც შეიტყუა. ზედამხედველი ყველანაირად ცდილობდა ქალიშვილის საქმრო დაეცვა ანას ზემოქმედებისგან, მაგრამ ერთ კვირაში ანამ ეს ბიჭი მოკლა. შეყვარებული გოგონა საშინელ დღეში ჩავარდა და შეიშალა. გამწარებულმა დედამისმა კი გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა ანა მოეკლა.
მართლაც მან ვუდუს რიტუალი ჩაატარა, შემდეგ კი ქალბატონს ეწვია, ზედამხედველმა თავისი სიცოცხლე შესწირა, ანასთვის სასიკვდილო ჯადოს გასაკეთებლად, ანა მართლაც გარდაიცვალა… მონებმა კი მისი სხეული აკლდამაში დაასვენეს და რიტუალის ჩატარებას შეუდგნენ,რომელიც ,,გრძნეულის” სულს აქ ხეტიალის საშუალებას არარ მისცემდა, მაგრამ მათ ყველაფერი სწორად ვერ გააკეთეს. ამ დღიდან სახლში ანას სული დაძრწოდა.

1960 წლამდე სახლი მიტოვებული იყო, შემდეგ კი ის გაიყიდა და მუზეუმად გადაკეთდა, ამისთვის კი რემონტი ჩატარდა. მუშებმა აქ უამრავი უცნაური მოვლენა დააფიქსირეს, ქრებოდა სამუშაო იარაღები და განუწყვეტლივ ძებნა ხდებოდა საჭირო, შემდეგ კი იმ ადგილას აღმოჩნდებოდა,სადაც თავდაპირველად იდო. ზოგი ირწმუნებოდა,რომ ღამე ხმები ესმოდათ, თითქოს ვიღაც მათ სახელებს იძახდა, ზოგი კი ღამე ხედავდა როგორ ჩნდებოდა იატაკზე სისხლის ლაქები..

სახლის ძველი ნივთები თითქმის აღარაა შემორჩენილი, მაგრამ რაც შემორჩა მათ შორი სარკე გამოირჩევა, ის ანას ეკუთვნოდა და ტურისტებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, აქ მუდამ სურათებს იღებენ და ხშირად უცნაური შემთხვევაც დაფიქსირებულა.

სახლის ფოტოები


აქ არის დასაფლავებული ანა

ამ ვიდეოში ორი ვიდეოა გაერთიანებული,ასე რომ ერთი რომ მორჩება,მეორეს დაელოდეთ. აქ იხილავთ უშუალოდ როუზ ჰოლს, იქ მცხოვრებლებს და გაიგებთ,თუ რა ხერხებს მიმართავენ ბოროტი სულისგან თავის დასაცავად.

ყველაზე საშიში ადგილების პირველი ნაწილი იხილეთ ამ ბმულზე დაწკაპუნებით

…………………………………………………………………………………………………………………..

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close