გართობაკულტურა

TJF 2010 ბოლო კონცერტი Blues Brothers & L’image

558c0
ფოტოს ავტორი: ethnorevaz

30 ოქტომბერი, თბილისის მე-13 ჯაზ ფესტივალის ბოლო დღე, ტრადიციულად ყველაზე გამორჩეული და მოულოდნელობებით აღსავსე. ორი საუკეთესო ჯგუფი და ორი დაუვიწყარი წარმოდგენა.

პირველი იყო ჯგუფი l’image ,რომელიც დაკომპლექტებული იყო მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლებით. დევიდ სპინოზა (სოლო გიტარა) რომელსაც უმუშავია ლეგენდარულ ჯონ ლენონთან და პოლ მაკარტნისთან, ლეგენდარული დრამერი სტივ გადი, რომელსაც დაუკრავს როკ და ბლუზ სამყაროში ისეთ ცნობილ ადამიანებთან, როგორებიც არიან ჯო კოკერი, ერიკ კლაპტონი, ჩიკ კორეა, პოლ მაკარტნი, ჯონ ბონ ჯოვი და სხვა.

ყველაზე ორიგინალური იყო ვიბრაფონის ხმა, რომელიც ძალიან მელოდიურ ბგერებს გამოსცემდა.

L’image-ს მელოდიური მუსიკის მოსმენა ძალიან სასიამოვნო განწყობას უქმნიდა ადამიანს და ეს ყველაზე მეტად ვიბრაფონის დამსახურება იყო. წარმოდგენა შედგებოდა როგორც წყნარი პასაჟებისგან ასევე ენერგიული იმპროვიზაციებისგან სხვადასხვა ინსტრუმენტზე.

BluesBrothersPoster

შემდეგი და უკანასკნელი წლევანდელი ჯაზ ფესტივალისთვის იყო ყველასათვის კარგად ნაცნობი blues brothers. ალბათ ბევრ თქვენგანს აქვს ეს განუმეორებელი ფილმი ნანახი, რომელსაც წელს 30 წელი შეუსრულდა და სწორედ ამ სადღესასწაულო თარიღს მიეძღვნა მათი ევროპული ტურნე. ფილმი სადაც მონაწილეობენ რეი ჩარლზი, არეთა ფრანკლინი, ჯონ ლი ჰუკერი, ჯეიმს ბრაუნი და სხვები. ეს კონცერტი ნამდვილად იყო ყველაზე განუმეორებელი წარმოდგენა წლევანდელ ფესტივალზე, საოცარი იმპროვიზაცია და მსახიობური შესრულება, თავი იმ ფილმში მეგონა, მომღერლები პირდაპირ და უშუალოდ ურთიერთობდნენ მაყურებლებთან, პირდაპირ სცენიდან იღებდნენ ფოტოებს, ერთხელ სცენიდანაც კი ჩამოვიდნენ და მაყურებლებს შორის დაჯდნენ, ამ ყველაფრის აღწერა პოსტში შეუძლებელია.

იხილეთ ვიდეო და თავად დარწმუნდით.

მთელი დარბაზი ცეკვავდა და მღეროდა მათთან ერთად, დაახლოებით როგორც ფილმში. მათი ენერგიული შესრულება კი არ გღლიდა არამედ პირიქით ძალას გმატებდა და ემოციურად გტვირტავდა,რათქმაუნდა დადებითად.

ასე საინტერესოდ ჩაიარა წლწვანდელმა ჯაზ ფესტივალმა, უმაღლესი კლასის შემსრულებლებით, დიდი ემოციებით და რაც მთავარია ძალიან ხარისხიანი მუსიკით რომლის ნაკლებობასაც ნამდვილად განიცდის 21-ე საუკუნის საქართველო და არამარტო საქართველო.

მსგავსი ამბები

Back to top button