გასართობისასარგებლოსურათები

კენგურუ

d329356953fa

მაშ დავიწყეთ….

რატომ არის ბევრისთვის კენგურუ საყვარელი ცხოველი…. ბევრს არც უნახავს იიგი მაგრამ, სახელის ხსენებაც კი დადებიც ემოციას იწვევს,მათ შორის ჩემშიც. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ცხოველია კენგურუ..
მაშ ასე ცხოველთა სამყარო წარმოგიდგენთ : ავსტრალიის სიმბოლიზმის და ეგზოტიკური ცხოველთა საზოგადოების შემქმნელებისაგან …. ასრება რომელიც ბევრში დიდი ინტერეს იწვევს და სიყვარულს ერთი დანახვით… დიახ დიახ… კენგურუ :)

18e9f1e562c1

ესე იგი და ამგვარად, ზოოლოგიური ნიშნით კენგურუ ნამდვილი მხეცების ქვეკლასში გაერთიანებული ჩანთოსნების რიგის წარმომადგენელია. საერთოდ ჩანთოსნები (ამერიკული ოპოსუმების გარდა) გავრცელებულნი არიან ავსტრალიაში, ახალ გვინეასა და ახლომდებარე კუნძულებზე.

ჩანთოსნების რიგი აერთიანებს 9 გვარს და 200-მდე სახეობას. მათ შორის გვხვედბიან მწერიჭამიები, მტაცებლები და მცენარეჭამიები. ზომებით ისინი მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მათი ტანის სიგრძე კუდის ჩათვლით შეიძლება მერყეობდეს 10სმ-დან (ჩანთოსანი თაგვი – კიმბერლი) 3მ-მდე (დიდი ნაცრისფერი კენგურუ).

b85b0cc6ab04

0f4347d1189e

კენგურუს ოჯახი

თავდაპირველად იმით დავიწყებ, რომ საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს ამ ცხოველის სახელს. პირველად ეს სიტყვა გამოთქვეს კვისლენდის აბორიგენებმა. ეს მოხდა 1770 წელს. გემმა “ენდევორმა” დაზიანება მიიღო ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს დიდ რიფზე. სანამ გემს არემონტებდნენ ჯეიმს კუკი და ჯოზეფ ბენფსი – ნატურალისტი და მეცნიერი ნაპირზე სანადიროდ გავიდნენ. მოგვიანებით კუკმა ადგილობრივებს კითხა, თუ რას უწოდებდნენ ისინი ცხოველს, რომელიც 2 ფეხზე ხტუნავდა. ამ დროს კუკმა ინგლისურად მიმართა: “Can You Tell Me!..” (შეგიძლიათ მითხრათ?) ეს სიტყვები ადგილობრივებმა თავისებურად გაიგონეს, გაიმეორეს და ასე უპასუხეს : კენ-გუ-რუ? იგივენაირად ჩაეკითხა კუკი, სწორედ გაიგო თუ არა, რაზედაც მან დასტური მიიღო. ასე და ამგვარად, გაფუჭებული ტელეფონის მეთოდით, ზრდილობიანი ინგლისური ფრაზიდან დაიბადა უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი სიტყვა – კენგურუ. არის კიდევ ერთი მოსაზრება… თითქოს კუკი კიდევ ერთხელ ჩაეკითხა და რაღაც კენგურუს მსგავსი უპასუხეს, რაც ავსტრალიურ ენაზე ნიშნავს “არ მესმის”. სამწუხაროდ, რომელი კენგურუები ნახეს მაშინ კუკმა და ბენქსმა ზუსტად ცნობილი არ არის.

a0eb1e0617af

მას შემდეგ 20 წელიც არ გასულა, რაც კუკის კვალდაკვალ ავსტრალიის ნაპირებს პირველი ბრიტანული ფლოტი მიადგა. და სწორედ მაშინ გუბერნატორმა და მისმა ოფიცრებმა მეფე გეორგ III-ეს გაუგზავნეს …. ცოცხალი კენგურუ. ათასობით ლონდონელი ესწრებოდა მის ნახვას, ათასობით აფიშა დაიბეჭდა, რომელიც ამცნობდა მოსახლეობას ახალი, ორიგინალური ცხოველის შესახებ. და ასე გაიცნეს ევროპელებმა ავსტრალიის ბინადარი.

df293ee11597

ზომების მიხედვით კენგურუს ოჯახი შეიძლება დაიყოს სამ სახეობად :
1) ყველაზე პატარები – კენგურუსნაირები
2) საშუალო ზომის – ვალაბი
3) ყველაზე დიდი – დიდი კენგურუ

2e4738c8b4f2

ხის კენგურუ კენგურუს ოჯახში ერთადერთი სახეობაა, რომელიც ხეზე ცხოვრობს. ზომით 60სმ-მდეა ყავისფერი ბეწვით. მას დღისით ძინავს და საკვებისა და წყლის მოსაძიებლად საღამოს დაბლა ჩამოდის. იკვებება ფოთლებითა და ლიანებით. საყვარელი საკვებია ტყის ხილი.

50369318adf0

ტიპიური ვალაბი ანუ საშუალო კენგურუ ზოოლოგიური პარკების ძირითადი მკვიდრია.

გიგანტური კენგურუ – ავსტრალიის სავანების მკვიდრია. იგი ავსტრალიის ოფიციალური სიმბოლოა. მისი გამოსახულება ემუსთან ერთად გამოსახულია ავსტრალიის გერბზე. ხოლო ავსტრალიური დოლარის ერთ გვერდზე კი მარტო კენგურუს გამოსახულებაა.

0b78f70391de

ზომით ყველაზე დიდია სიგრძე კუდის ჩათვლით 3მ-მდე, ხოლო იწონის დაახლოებით 80კგ-ს.

f94aa94ef516
საერთოდ კენგურუ არააგრესიული ცხოველია, განსაკუთრებულ შემთხვევებში იძულებულია თავი დაიცვას. ამ დროს ძირითადი იარაღი უკანა კიდურებია. ყველაზე საშიში მტერი კენგურუსთვის ქვიშის ბუზებია. ისინი მასიურად წვიმის მერე ჩნდებიან ხოლმე. ვრცელდებიან წყალსატევის გარშემო და წყლის დასალევად მისულ კენგურუს პირდაპირ თვალში უვარდებიან და ნაკბენის შემდეგ კენგურუ ბრმავდება. ახალგაზრდა კენგურუების მტერია ძაღლი დინგო, მელიები და მტაცებელი ფრინველები. ყველაზე საშიში მტერი კი არის ადამიანი, რომელიც ნადირობს მასზე ტყავისთვის, ხორცისთვის (იყენებენ მხოლოდ კუდს). მასზე ნადირობენ ძაღლი დინგოს დაგეშვით. მდევარი ძაღლებისგან კენგურუ თავს წყალში გადახტომით შველის. თავდაცვა სხვაგვარადაც იცის ნახტომის შემდეგ თითქოს წინა კიდურებით მიიხუტებს მოწინააღმდეგეს, დახრჩობის მიზნით.

2833aee68412

გიგანტური კენგურუს 12 სახეობაა გავრცელებული. მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია დიდი ნაცრისფერი და დიდი წითური კენგურუები.

არ შეიძლება განსაკუთრებული ყურადღებით არ ავღნიშნოთ კენგურუს გამრავლების თავისებურება, გამრავლების პროცესზე დაკვირვება საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა მეცნიერერბისთვის. საბოლოოდ ეს ფაქტი გამოკვლეული იქნა XX საუკუნის 60-იან წლებში. იმის გამო ნაშიერი ძალიან პატარაა, მეცნიერებს გაუჩნდათ კითხვა: ხომ არ იბადებიან ისინი პირდაპირ ჩანთაში “ძუძუდან”? ამ წარმოდგენის თანახმად, თითქოს ნაშიერი იზრდება ძუძუზე მიმაგრებული, ისევე როგორც ვაშლი ხის ტოტზე. ცხადია დაუჯერებელია, მაგრამ ამის გამოკვლევა ძალინ რთული იყო.

a83e0218650e

XIX -ში მეცნიერებს სხვადასხვა მოსაზრება ჰქონდათ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეხლა კი თამამად შეგვიძლია აღვწეროთ თუ როგორ ყალიბდება, ვითარდება და შემდგომ იბადება ჩანთოსანის ნაშიერი.

c88b15752fd6

ზოგიერთი კენგურუს ახალშობილი ნაშიერი სულ 750 მლგ-ს იწონის! 30 000-ჯერ ნაკლებს, ვიდრე დედამისი.

400ae0433b4c

41edef8fcd42

02208c56ef5e

035cc0a13b9c

19f0b15333a4

6d3634dd59bb

1e9ad74a733a

8e295305cc7a

2fe1a8af481c

და ბოლოს … ყველაზე მაგარი ფილმი
3fc73337e38b

18a9c56df399

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close