საკითხავისასარგებლოსურათები

ციმბირული ვეფხვი

bizq3

ციმბირული ვეფხვი ერთ-ერთია კატისებრთა ოჯახიდან, რომელიც დღესდღეობით სამწუხაროდ გადაშენების პირას დგას ადამიანთა დაუფიქრებელი საქციელის გამო.

on1ac

ციმბირული ვეფხვები ყველაზე დიდი ‘კატები’ არიან. მათ ასევე ეძახიან ამურის ვეფხვს, ჩრდილო-აღმოსავლურ ჩინურ ვეფხვსა და მანჯურიულ ვეფხვს. თუმცა მე ციმბირული ვეფხვი უფრო მომწონს და ამ სახელს გამოვიყენებ ხოლმე. საბინადრო არეალია აღმოსავლეთ რუსეთის არყის ტყეები, რამოდენიმე წარმომადგენელი არის ჩინეთსა და კორეაშიც. დღესდღეობით მათი რაოდენობა ველურ ბუნებაში 300-დან 400-მდეა, ზოოპარკებში კი 490 (აქედან 226 ევროპაში, 151 ჩრდ. ამერიკაში, 93 იაპონიაში, 20 აზიაში). ბოლო 100 წლის განმავლობაში ზოგადად ვეფხვების 8 სახეობა არსებობდა, მაგრამ მეოცე საუკუნეში 3 მათგანი სრულად გადაშენდა. ტყეების გაკაფვამ და ნადირობამ ვეფხვების რაოდენობა 100 000-ობით წარმომადგენლიდან 7 000-ზე დაიყვანა. მათზე ნადირობენ ტყავისა და ზოგჯერ ორგანოების გამოც, რომელიც ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში გამოიყენება. ციმბირული ვეფხვის შემცირებაში ლომის წვლილი მიუძღვით რუსულ თეთრ და წითელ არმიებს. თუმცა იმედს იძლევა ის ფაქტი, რომ 1940-იან წლებში მთელს მსოფლიოში მხოლოდ 24 (!) ციმბირული ვეფხვი იყო დარჩენილი, და ადამიანების ჩარევის შედეგად ისევ გამრავლდნენ.

g6rhb

ციმბირული ვეფხვები წონაში ზოგჯერ 350-400 კგ-ს აღწევენ, სიგრძეში კი 3 მეტრს. გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ყველაზე მძიმე ციმბირული ვეფხვი იყო ჯაიპური – 465 კგ, რომელიც 1999 წელს მოკვდა. ყველაზე გრძელი კი მანჯურიაში მოკლეს 1943 წელს – 3 მ და 35 სმ. მათი შეფერილობაა ღია ფორთოხლისფერი შავი ზოლებით. თუმცა არიან თეთრი ციმბირის ვეფხვებიც, რომლებსაც თეთრი ტყავი აქვთ და შოკოლადისფერი ზოლები.

bhzwf

ზოლების რაოდენობა ხშირად 100-ს ცდება. სიმწიფის ასაკს 3-დან 5 წლამდე პერიოდში აღწევენ და გამორჩეული სეზონი შეწყვილებისთვის არ აქვთ. შეწყვილებისთვის მზადყოფნას მდედრი გამოხატავს მიწაზე (თოვლზე) შარდის კვალის დატოვებით. :lol2: თუ ტერიტორია დიდია და ვეფხვები იშვიათობა, მდედრი შეიძლება მეწყვილეს საძებრად წავიდეს და რამდენიმე კმ გაიაროს. დედალი 2 ან 6 ბოკვერს აჩენს, რომელთა აღზრდაშიც მამრს ან მცირე წვლილი შეაქვს, ან საერთოდ არ შეაქვს. როგორც წესი, ბოკვერების გაჩენისთანავე მამრი სხვა მეწყვილეს ძებნას იწყებს, ანუ ისინი არ ცხოვრობენ ოჯახებად. ბოკვერები ბრმები იბადებიან და ამიტომ 8 კვირის განმავლობაში მათ დედა არ სცილდება. 1 წლის ასაკში პატარები ზრდასრულ ვეფხვებს ეხმარებიან ნადირობაში, 3 წლიდან კი მარტო იწყებენ ნადირობას. დედასთან 2-3 წლის მანძილზე რჩებიან. შემდეგ საკუთარ ტერიტორიას პოულობენ და ცალკე სახლდებიან. ცოცხლობენ დაახლოებით 25 წელი. ტყვეობაში გაზრდილი დედა ვეფხვი არ ზრუნავს ბოკვერებზე, რადგან ის ადამიანების გაზრდილია და არ იცის, რომ თავის შვილებს თავად უნდა მიხედოს.

cja1z

ციმბირული ვეფხვები შესანიშნავი მონადირეები არიან, შეუძლიათ კილომეტრების მანძილზე ეძებონ მსხვერპლი, განსაკუთრებით ცხენირემი და ტახი. თუმცა საშუალოდ, 10 მცდელობიდან 1 ნადირობაა წარმატებული. დაფიქსირებულია რეკორდად, რომ ერთხელ ერთმა მათგანმა დაახლოებით 620 მილი (997 კმ) გაიარა 22 დღის განმავლობაში საკვების ძიებისას. მათი გარეგნობა ბუნებასთან მშვენიერ კამუფლაჟს ახდენს. ამასთან, არ არსებობს ორი ვეფხვი, რომლებსაც ერთნაირი ზოლები აქვთ.

uk84b

8vege

o6uyr

როგორც კი საკბილოს შეამჩნევს, მიწაზე წვება და ნელ-ნელა ეპარება მას, შემდეგ ნახტომს აკეთებს, ეწევა და ერთი თათით ზურგში მაგრად ეჭიდება, მეორე თათს კი თავში შემოსცხებს და თიშავს ან კლავს. არაჩვეულებრივი სისწრაფის მიუხედავად (80 კმ/სთ – მხოლოდ ავაზას ჩამორჩება) ის საკბილოს 10-25 მეტრის მანძილზე ნელ-ნელა უახლოვდება და მხოლოდ მერე გადადის შეტევაზე. ამის შემდეგ კისერში კბენს უზარმაზარი და ბასრი კბილებით, რაც გარდაუვალ სიკვდილს იწვევს. მოკლული მსხვერპლი წყლის პირას მიაქვს და ნადიმობს. მშიერ ციმბირულ ვეფხვს შეუძლია ერთ ღამეში 60 ფუნტამდე (27 კგ) მიირთვას, თუმცა როგორც წესი, უფრო ნაკლებს ჭამენ – საშუალოდ დღეში 10 კგ-მდე. ცხენირმის, ირმისა და ტახის გარდა, ზოგჯერ არ ამბობენ უარს მაიმუნებზე, გარეულ ფრინველებზე, ბაყაყებსა და თევზებზე.

შედარებისთვის: სამი ცხოველის ეშვი

ციმბირულ ვეფხვებს უყვართ თავისუფლება და შესაბამისად იკავებენ საკმაოდ დიდ ტერიტორიებს, რეკორდად 10 000 კვ. კმ-ია დაფიქსირებული. თუკი ტერიტორია საკვებად და საცხოვრებლად ვარგისია, ზოგჯერ წლების განმავლობაში რჩებიან ხოლმე. ტერიტორიის მონიშვნას ახდენენ ხეების მოფხაჭვნით და მიშარდვით. ვეფხვს არ უყვარს დაუპატიჟებელი სტუმრები მის ტერიტორიაზე. როცა ის ორთაბრძოლისთვის ემზადება და შეტევაზე გადასვლას აპირებს, მეტოქეს ყოველთვის ატყობინებს ამას კუდის მიწაზე ბათქუნით. მაგრამ ტერიტორიის დაცვაზე თუ მიდგა საქმე, მხოლოდ მამრი იცავს. გამონაკლისის სახით, ვეფხვი არასდროს ერჩის მის ტერიტორიაზე შემოსულ ბოკვერებიან მდედრს. ანუ შეიძლება მამრისა და მდედრის ტერიტორიებმა ერთმანეთი გადაკვეთონ, მაგრამ არამც და არამც ორი მამრისამ.

k09k4

fnade

0ppe4

ხშირად ყოფილა შემთხვევები, რომ ციმბირულ ვეფხვს დათვი მოუკლავს. ყავისფერი დათვი უფრო უსუსურია მის მიმართ, ვიდრე შავი დათვი, რადგან ამ უკანასკნელს ხეზე აბობღება და ამგვარად, თავის არიდება შეუძლია. ცუდი რეპუტაციის მიუხედავად, ციმბირული ვეფხვი ძირითადად ცდილობს, ადამიანს გაერიდოს. იშვიათია შემთხვევა, როცა ისინი ადამიანის ხორცით იწყებენ კვებას. მეოცე საუკუნეში მხოლოდ 6 ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული. კაციჭამია ვეფხვი როგორც წესი, ბებერი და/ან ავადმყოფია. ხოლო თუ ახალგაზრდაა, ე.ი. წარსულში ადამიანებისგან წყენა ახსოვს. ციმბირულ ვეფხვს შეუძლია დიდ მანძილზე ათრიოს იმხელა ნადავლი, რომლის წაღებასაც 10-12 კაცი სჭირდება. მისი ღრიალი კი 1-2 კმ-ის მოშორებითაც ისმის.

l9ru2

ციმბირული ვეფხვი უკანა ფეხებს იყენებს ნახტომისთვის, რადგან ისინი უფრო გრძელია. მისი თათების ზომები (სიგრძე-სიგანე) შეიძლება 11-13 სმ-იც კი იყოს. როგორც ყველა ‘კატას’, მასაც შეუძლია ბრჭყალების უკან შეწევა და თათში ჩამალვა. კუდი სხეულის სიგრძის დაახლოებით ნახევარს შეადგენს – ზომით 0.9-1.2 მეტრი. კუდი საჭის მოვალეობას ასრულებს სწრაფი სირბილისა და მკვეთრი მოხვევების დროს, ეხმარება მას სხეულის მოძრაობების რეგულირებაში. აგრეთვე სჭირდება სხვა ვეფხვებთან კომუნიკაციისთვის. ბეწვი საკმაოდ ფაფუკი და გრძელია, ეს აუცილებელია, რათა საშინელ ყინვაში გაძლოს. იგივე ფუნქცია აქვს კანქვეშ არსებულ ცხიმის სპეციალურ ფენას. მის საბინადრო არეალში, ციმბირში ტემპერატურა რიგ შემთხვევებში -45 გრადუსზე ეცემა.

ციმბირში რკინის ხანაში უნაგირზე გამოსახავდნენ ციმბირულ ვეფხვს ნადირობისას.

hfzpn

ტუნგუსკელი ხალხი ამ ცხოველს დიდ პატივს სცემდა, თითქმის ღვთაებად ჰყავდათ და “ბაბუას”, ასევე “მოხუც კაცს” უწოდებდნენ. უდეგეს და ნანაის ტომები კი ტყის ღმერთად მიიჩნევდნენ. მანჩუს ტომი მას მეფეს ეძახდა. ქინგის დინასტიაში ჩინეთის არმიის ყველაზე ელიტარულ ნაწილს ერქვა “ვეფხვ-ღმერთის არმია”.

არსებობს სპეციალური პროგრამა, “სახეობების გადარჩენის გეგმა” (SSP), რომელთა მფარველობის ქვეშ არის ასევე ციმბირული ვეფხვი და იძლევიან პირობას, რომ ეს ცხოველი მალე ისევ გამრავლდება და საფრთხის ქვეშ აღარ იქნება.

djko4

lzukg

n0rnt

o6niz

3mvl1

cfrzy

kvnyj

plijp

el8i2

az9eg

tshay

7kvd1

kesrs

pgt1l

glhlr

dnfq6

djtk8

w8hwu

ზი ენდ :mamao:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close