გართობაკულტურა

ანტიქრისტე

null

ლარს ვონ ტრიერის ფილმი, რომელიც თითქმის ყველა უცხოურ საიტზე აკრძალულია..

ეს იმიტომ არ ხდება, რატომაც თქვენ ფიქრობთ.. ანუ, ამ სათაურს რელიგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.. “ანტიქრისტე”, გადატანითი მნიშვნელობით ჰქვია ამ ფილმს..
საქმე ისაა, რომ ფილმი არის ენით აღუწერლად მძიმე.. ფილმში ძალიან რეალურად არის აღბეჭდილი ისეთი კადრები, რომლის ყურების დროსაც, წარმოუდგენილია სიმწრისგან თვალები არ დაგეხუჭოს..
მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ ფილმმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა.. შემაძრწუნებელი, თუმცა ულამაზესი კადრები მაყურებელზე საოცრად მოქმედებს..
მისი მოკლე შინაარსი კი ასეთია: ახალგაზრდა ცოლქმარს, სექსის დროს ბავშვის გაღვიძება გამოეპარებათ, ბავშვი კი შემთხვევით ფანჯრიდან ვარდება და იღუპება.. ამის შემდეგ ცოლი აშკარად გონებრივად ირევა. ქმარი კი, ფსიქოთერაპევტია და მის განკურნებას თავის თავზე იღებს.. ისინი თერაპიის გასავლელად, ტყეში, მათ დაჩაზე მიდიან, მაშინ როცა ცოლს ტყის სააშინელი ფობია აქვს.. მისი მდგომარეობა გაუსაძლისი ხდება.. მითუმეტეს, როცა მან იცის, რომ ბავშვი, ამქვეყნიური ვნების, სექსის გამო დაკარგა..

ესეც კადრები ფილმიდან:

null

null

null

null

null

null

null

null

null
ეს მაკრატელი რა ცუდად მახსოვს.. :shock:

ესაც თრეილერი:

 

ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ, თავი შეიკავეთ ყურებისგან, მარა ვისაც გიყვართ მძიმე და სერიოზული ფილმები, ჩემი რჩევა იქნება ეს შედევრი არ გამოტოვოთ..)

P. S.  allmovies.ge -ზე დევს..)

მსგავსი ამბები

Back to top button