საკითხავისამხედროსასარგებლო

რანდევუ ნიუფაუნდლენდზე, ანუ როგორ დასრულდა იმპერიების ხანა

b70682b4b9c0
იდგა 1941 წლის აგვისტოს დასაწყის, სერ ვინსტონ ჩერჩილი სახაზო გემის “უელსის პრინცის” გემბანზეა და გერმანელების წყალქვეშა ნავებით “გატენილ” ატლანტიკის ოკეანით მიემართება შორეულ ნიუფაუნდლენდზე, მიუხედავათ დიდი რისკისა მას სულაც არ ადარდებს გერმანელებთან შეხვედრა.

მისი აზრები სულ სხვაგან არის, რას მოუტანს ეს ისტორიული შეხვედრა დიდი ბრიტანეთის იმპერიას? რას მოითხოვს ექს-კოლონია ექს-მეტროპოლიისგან? რას მოსთხოვს ფრანკლინ დელანო რუზველტი “ცბიერი ბულდოგისგან” დახმარების საფასურად? ალბათ რაღაცა დიდის, მაგრამ ჩერჩილი იძულებული იყო შეკროდა შეერთებულ შტატებს, სხვა რა გზა ქონდა? ამ მოგზაურობამდე ერთ წლით ადრე ადოლფ ჰიტლერმა 45 დღეში ქარიშხალივით გადაურა ნიდერლანდებს, ბელგიას და რაც ყველაზე ცუდია დიდი ბრიტანეთის მთავარ მოკავშირეს საფრანგეთს! და ეს კიდევ არაფერი დუნკერკთან დიდი ბრიტანეთის საექსპედიციო კორპუსი სასწაულით გადაურჩა სრულ განადგურებას, დიდი ბრიტანეთის სამხრეთ ნაწილი, დედაქალაქის ჩათვლით ნანგრევებად არის ქცეული, “ბრძოლა ბრიტანეთისთვის” დასრუდა მაგრამ ვინ თქვა რომ ლუფტ ვაფე არ დაბრუნდება და თან ქვეით ჯარს არ მოიყვას ალბიონზე? ევროპა ან დაპყრობილი იყო ან “ვასალობა” გამოუცხადა III რაიხის დიქტატორს, რჩებოდა მხოლოდ საბჭოთა კავშირი რომლთანაც გერმანია უკვე იბრძვის, უნდა შეკვროდა ჩერჩილი სტალინს რომლის ჯარებიც 2 თვეა უკან მოუხედავათ იხევენ? არავითარ შემთხვევაში, მას ხომ ფაშისტების შემდეგ ყველაზე მეტად ბოლშევიკები ეზიზღება, მისი ერთადერთი გზა ექს – კოლონიასთან შეთანხმებაა.

935003c496b1

9 აგვისტოს დილა, “უელსის პრინცმა” შეცურა პლაცენტიას ყურეში ამერიკული გემის “აუგუსტასთან” შესახვედრათ. ოპერაცია “რივიერა” გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. პრეზიდენტიც და პრემიერ მინისტირც სრულიად საიდუმლოთ ხვდებოდნენ ერთმანეთს ამ მიყრუებულ ადგილას რადგან პირველ რიგში გერმანელები მოურიდებლად ჩაძირავდნენ “უელსისი პინცს” რომ ცოდნოდათ ამ პაემანის შესახებ და მეორეც შეერთებულ შტატებში ბევრს სულაც არ სურდა შვილების გაშვება ევროპულ სასაკლაოზე როგორც ეს გააკეთეს I მსოფლიო ომის დროს. ორი ქვეყნის მართველები მეგობრულად შეხვდნენ ერთმანეთს თუმცა ყველასათვის ნათელი იყო რომ მათი პირადი მეგობრობა აქ არაფერ შუაშია, წყდებოდა არა დიდი ბრიტანეთის ან ა.შ.შ-ს ბედი არამედ მთელი მსოფლიოსი.

10 აგვისტოს აუცილებელი ცერემონიების შემდეგ ორი ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ელიტა მიუჯდა მოლაპარაკებების მაგიდას… ჩერჩილის ყველაზე ცუდი მოლოდინები გამართლდა, გუშინდელმა კოლონიამ ყველანაირი დახმარება აღუთქვა “მშობელს” ოღონც ერთი პირობით მას უნდა დაეთმო იმპერიის სტატუსი და ყოველი კოლონია რომელიც მოითხოვდა დამოუკიდებლობას უნდა დაკმაყოფილებულიყო. რამხელა დარტყმა იქნებოდა ეს სერ ვინსტონ ჩერჩილისთვის, მალბოროს გრაფისთვის, დიდი ბრიტანეთის იმპერიის სადიდებლად მან სამ ომში პირადა მიიღო მონაწილეობა ხოლო I მსოფლიო ომის დროს განთქმულ ბრიტანულ ფლოტს ედგა სათავეში. მას მთელი გულით უყვარდა იმპერია რომელსაც 200 წელია ემსახურებოდნენ მისი წინაპრები და ახლა ერთი ხელის მოწერით ასრულებდა იმას რასაც 500 წლის განმავლობაში მიაღწიეს მისმა წინაპრებმა და რაც იკავებდა მთელი ხმელეთის მეოთხედს, ალბათ სისხლი გაყინული ქონდა ამ მომენტში “ბულდოგს” მაგრამ სხვა რა გამოსავალია? მტერი ერთი ხელის გაწვდენაზეა, დედაქალაქი ცოტახნის წინ ნაცარტუტად აქციეს, ქვეყანა ნაწილობრივ ბლოკადაშია და სულ მალე დაიცლება რესურსებისგან, სამშობლო იმპერიის სანაცვლოდ, ბრძნული არჩევანია. ფრანკლინ დელანო რუზველტი კი კმაყოფილი უნდა იყოს თავისი თავით 6 თვის წინ მას მიაწოდეს ინფორმაცია რომ მზადდება იაპონელების მასირებული თავდასხმა, ჰიტლერი კიევს და მინსკს უახლოვდება, შემდეგ სმოლენსკი და მოსკოვი უკვე ახლოსაა, შეერთებულ შტატებს ჭირდება მოკავშირე ამ ომში თუ არ სურს რომ იაპონურ – გერმანული ზეგავლენის ქვეშ მოექცეს, თან აჰა ამ უშველებელ იმპერიასაც დაშლის რომ შემდეგ თვითონ მოიპოვოს მათზე ზეგავლენა. ხელი მოწერილია ატლანტიკური ქარტია ხელ მოწერილია ისმის შამპანიურების საცობების სალიუტი, ყველას უხარია ზოგს მეტად, ზოგსაც ნაკლებად. საბოლოოდ ის გაფორმდება 1941 წლის 14 აგვისტოს მაგრამ ეს უკვე დეტალებია.

9dcf00244e30

თუმცა ქარტიის არცერთი მუხლი არ ითვალისწინებდა იმპერიების ჩამოშლას ეს ასევთქვათ უთქმელად იყო ჩადებული. ის მიიღო ყველა სახელმწოფომ რომელსაც არ სურდა “ღერძის” ბანაკში ყოფნა, თვით საბჭოთა კავშირმაც კი.

ატლანტიკური ქარტიის მნიშვბელობის გადაფასება ძალიან რთულია, ევროპის კოლონიური იმპერიები ერთი მეორის მიყოლებით დაიშალნენ, სწორედ აქ ჩაისახა იმ მსოფლიო რომელიც ჩვენ ვიცით, გაეროს შექმნა, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის შექმნა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ამოქმედება სწორედ აქედან იღებს სათავეს.

მსგავსი ამბები

Back to top button