გასართობისაკითხავისურათები

ბუუ – ანუ ვინ მიყვარს მე


შენიშვნა: სანამ პოსტს არ წაიკითხავთ გთხოვთ არ ნახოთ სურათები, ჯერ წაიკითხეთ : )
მე და ბუმ ერთმანეთი ფეისბუქის დახმარებით გავიცანით. როცა მისი სურათები ვნახე, ერთი ნახვით შემიყვარდა, კი ამბობენ გარეგნობა არაა მთავარი, შინაგანს მიაქციე ყურადღებაო, მაგრამ ბუს დანახვისას ასეთი სიტყვები არ ჭრის, ის ხომ ასეთი საყვარელია,როგორ შეიძლება შინაგანადაც იგივენაირი არ იყოს?

მოკლედ შემიყვარდა და მის გადაყვარებასაც არ ვაპირებ, თანდათანობით კი უფრო მეტი რამ გავაანალიზე და გადავხარშე. ბუუ არის ის, ვინც არასოდეს მიღალატებს,მიუხედავად იმისა,რომ ყველას ზედმეტად თბილად შეჰყურებს, ბუუ არის ის, ვისი წყლიანი თვალებისა და მხიარული გამოხედვის წყალობით მაშინვე მეცვლება ხასიათი და კარგ განწყობაზე ვდგები, ამიტომ საკმაოდ ხშირად მიწევს ხოლმე მისი სურათების დათვალიერება. (თვითმკურნალობის მიზნით).

ბუუ არის ის, ვინც უსიტყვოდ გამიგებდა და სულ ჩემთან იქნებოდა, ბუუ ძალიან ლამაზია, მისი პროფილის სურათზე 1.133 ლაიქია, ის პოპულარული და ყველასთვის სასურველია, მის სურათებზე ათობით კომენტარი იწერება და აქედან უარყოფითი არცერთი არაა, ბუ ასაკით ჩემზე პატარაა,მაგრამ რა მოხდა მერე,პატარასთან პატარა უნდა იყო, დიდთან დიდი,დროა ეს ვისწავლო.

ბუ სიმაღლეშიც ჩემზე დაბალია, არაუშავს ჯერჯერობით არც მარილები მაწუხებს და არც წელკავი, დახრას კი წინ არაფერი უდგას. ბუს განუწყვეტლივ ჭირდება მზურნველობა, მერე რა მზრუნველობა ყველას ჭირდება, იმასაც კი, ვინც ფიქრობს რომ არ ჭირდება. ბუ განებივრებულია, მაგრამ მე უფრო გავანებივრებდი :(

ბუუ მოუსვენარი და ცელქია, ალბათ ჩემი ბავშვობის წლებსაც გამახსენებდა. ბუს კურნოსა ცხვირი აქვს, არადა არცერთი სამედიცინო კლინიკის რინოპლასტის ოპერაციით არ უსარგებლია. ბუს როცა დაუძახებ სიხარულით მოდის და რაღაცნაირი თვალებით გიყურებს. ბუუს ფუმფულა სათამაშოები უყვარს,ადრე მეც მიყვარდა,მაგრამ რომ გავიზარდე მიმავიწყდა კიდეც, ის ალბათ ბავშვობის წლებს დააბრუნებდა ჩემში. ბუს ლამაზი მაისურების ჩაცმა უყვარს, მოსწონს,როცა ფორმაშია.

ბუუს ცეკვაც უყვარს, სულ ტრიალებს აკეთებს და ჩემგან განსხვავებით თავბრუ არ ეხვევა.. უბრალოდ პატარა გული აქვს და ასეთი ცეკვების შემდეგ ქოშინი აწუხებს. ბუმ ჩემი სიყვარულის შესახებ არაფერი იცის.. მე მხოლოდ ერთხელ დავულაიქე ფოტო,ან შეამჩნია და ან არა.. თან დედაჩემმა მითხრა მაგას ოჯახში არ შემოვუშვებ,იცოდე ჩვენს შორის შავი კატა გაირბენს თუ მაგას იზამო.. რაღა შავი კატა დედა, არ სჯობს ჩვენს შორის ბუმ გაირბინოს?

მე იმედი მაქვს, რომ ბუ ჩემს ცხოვრებაში გაირბენს.. დამავიწყდა მეთქვა,რომ ბუ ძაღლია : )

ყველაზე საყვარელი ძაღლი რაც კი მინახავს.. ამ ბმულის საშუალებით შეგიძლიათ დაუმეგობრდეთ ბუუს ფეისბუქზე

თუ მოგეპოვებათ ბუუსნაირი ძაღლი, შეგიძლიათ ჩეთვის გამოიმეტოთ : (

ვიდეოები

…………………………………………………………………………………………………………………..

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close