გასართობისაკითხავისასარგებლო

ნარკომანია


ნარკომანიაზე და ნარკოტიკებზე მცირე ინფორმაცია ვისაც გაინტერესებთ შედით გაგრძელებაში…

წამალდამოკიდებულება არის ქრონიკული დაავადება, რომელიც გამოწყვეულია ნარკოტიკის,
ან ნარკოგენული ეფექტის მქონე ან ფსიქოაქტიური ნივთიერებების განმეორებითი მოხმარებით.
წამალდამოკიდებულებას ახასიათებს პათოლოგიური ლტოლვა და ნარკოტიკის მიღებისა
დაუძლეველი სურვილი.

ნარკოტიკულ ნივთიერებებს შეუძლიათ გამოიწვიონ:

ტოლერანტობა (დოზასთან შეგუება)
პათოლოგიური ლტოლვა
– კონტროლის დაკარგვა
– დამოკიდებუება (ფსიქიკური და ფიზიკური)

ყველა ნარკოტიკული თუ სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ძირითადი სამიზნე არის თავის ტვინი .

თავის ტვინს აქვს დამაჯილდოვებელი სისტემა. ნატურალური დამაჯილდოვებელი აგენტები (იგივე სიამოვნების შეგრძნება):

საკვების მიღება;
წყურვილის დაკმაყოფილება;
სქესობრივი ურთიერთობა;
გამარჯვება, წარმატება, შექექბა და სხვ.

ნარკოტიკული ნივთიერებები იწვევენ დოპამინის ან სეროტონინის რეცეპტორების ბლოკირებას. სინაპსებში ხდება დოპამინის დიდი რაოდენობით გამოყოფა, რაც თავდაპირველად იწვევს ეიფორიას, სიამოვნების შეგრძნებას, ხოლო შემდგომში იწყება ე.წ. “ტვინის შიმშილი” და ნარკოტიკული ნივთიერება საჭირო ხდება არა სიამოვნების მიღებისათვის, არამედ აღკვეთის სინდრომის (ე.წ. “ლომკა”) დაძლევისათვის.

ნარკოტიკებისა და მათზე დამოკიდებულების კლასიფიკაცია:


ოპიოიდებში შედის: მორფიუმი, ჰეროინი, კოდეინი, სუბოტექსი.

მალე ვითარდება ტოლერანტობა. საჭირო ხდება დოზის გაზრდა. ხშირია ზედოზირებით სიკვდილი.
ოპიოიდური აღკვეთის სინდრომი: 8-12სთ-ს შემდეგ.

I ფაზა – დაძაბულობა, გუგების გაფართოება (ზემოქმედების დროს – პირიქით, ნემსისწვერივით ვიწროვდება), მთქნარება, თვალცრემლიანობა, ცხვირის ცემინება, ე.წ “ცივი ინდაური” (საერთაშორისო ტერმინი).

II ფაზა – უძილობა, უმადობა, კუნთების დაძაბვა.

III ფაზა – ვერ ჩერდებიან ერთ ადგილზე.

IV ფაზა – სიცხე, ფაღარათი, ღებინება, ტახიკარდია. სისხლში მატულობს შაქარი.
იპიომანები შედარებით მოდუნებულები არიან.

– დეპრესანტები (ბარბიტურატები, დამამშვიდებლები, საძილე საშუალებები)

ხანგრძლივი მოხმარება იწვევს ჰალუცინაციებს. დამახასიათებელია გულის ცემის მოდუნება.

აღკვეთის სინდრომი:
II-III დღეს არტერიული წნევი დაცემა. ეპილეფსიის მსგავსი კრუნჩხვა, ბოდვა, ღრმა დეპრესია.

– სტიმულატორები (კოკაინი, ეფედრინი, ამფეტამინი, “ვინტი”, “ჯეფი”, “ექსტაზი”)

ტოლერანტობა ნაკლებად ვითარდება. ხანგრძლივი მოხმარება იწვევს ფსიქოზურ მდგომარეობას და აგრესიას.

დღეს მოიხმარენ კუსტარულად დამზადებულ “ვინტს” და “ჯეფს”. ცოტა ხნის წინ, იყიდებოდა კლუბებში და მოტყუების მიზნით ერქვა კოქტეილი.  მზადდება კალიუმის პერმანგამანატით, აქტიფედით, ეფედრინით. იწვევს პარკისონისმაგვარ დაავადებას.

ექსტაზი მოქმედებს თავის ტვინში ნეირომედიატორ სეროტონინის ცვლაზე. ზემოქმედებს ლიმბურ სისტემაზე.

– კანაბოიდები (მარიხუანა – “პლანი”, იგივე კანაბისი)

მარიხუანა შეიცავს ტეტრაჰიდროკანაბინოლს, რაც იწვევს კოორდინაციისა და მეხსიერების მოშლას, ჩასისხლიანებული თვალები დიდი გუგებით.

– აქროლადი გამხსნელები (წებოები, საღებავები, აეროზოლები)

იწვევს ჭკუასუსტობას, ჰალუცინაციებს, არღვევს აღქმას. დამახასიათებელია ხშირი პირღებინება.

– ჰალუცინოგენები (LSD…)

დამახასიათებელია მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი ჰალუცინაციები, პანიკა, თვალის გუგების გაფართოება.

– ფსიქოდელიტები (მესკალინი, ფრილობინი…)

დამახასიათებელია ადამიანის გაორება. მისი მომხმარებელი საკუთარ თავს ხედავს ცხოველში, რაღაც ნივთში. შეიძლება თითით “გააჩეროს” ავტომობილი ან თავი ჩიტად წარმოიდგინოს და “გაფრინდეს”.

დასკვა: ყველა ნარკოტიკული ნივთიერება იწვევს მიჯაჭვულობას.
ჩნდება პათოლოგიური ლტოლვა. იცვლება ტვინის ბიოქიმია და მორფოლოგია.
ზიანდება ღვიძლი, არსებობს ძალიან დიდი რისკი შიდსითა და სხვა
სისხლით გადამდები დაავადებებით დასნებოვნებისა.

თერაპია: 1. დეტოქსიკაცია
2. მედიკამენტური მკურნალობა
3. ფსიქოლოგიური დახმარება
4. რეციდივის პრევენცია
5. სულიერებაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია
6. დაკავშირება მოძღვართან და მონასტრებთან.

იმედია ყველაფერი გასაგებია : )) მადლობა თუ არ დაგეზარათ და წაიკითხეთ : ))

წყარო:  ჩემით ავკრიფე. ნარკომანიაზე ერთჯერადი ლექცია მქონდა არსაიდან დამიკოპირებია.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close