გართობაუცნაური

ჩვენთვის აქამდე უცნობი და გადაშენებული სახეობები

გადაშენებული სახეობების 4 მთავარი ინდივიდი
მოგესალმებით , მინდა წარმოგიდგინოთ 4 მთავარი გადაშენებული ცხოველებისა და ფრინველების სახეობები, რომლებიც არაერთი ცდის შედეგად, ასე თუ ისე ზოგიერთი მათგანი აღადგინეს.
მინდა წარმოგიდგინოთ მოხეტიალე მტრედი (სურათზე პირველი).  ერთ დროს ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ცას მილიარდობით ასეთი ფრინველი ფარავდა. უკანასკნელი მტრედი მართა 1914 წელს ცინცინატის ზოოპარკში დაიღუპა. გენეტიკოსები ვარაუდობენ, რომ შეძლებენ ამ სახეობის აღდგნენას.
ბეწვიანი მამონტი (სურათზე მეორე). ბეწვიანმა მამონტებმა აღმოსავლეთ ციმბირისაკენ 10 000 წლის წინ დაიხიეს, შემდეგ კი ამოწყდნენ. სუროგატი დედა-სპილოების მეშვეობით მუზეუმის დიორამები ახალი დაბადების კანდიდატები არიან.
 ჩანთოსანი მგელი(სურათზე მესამე) მას ტასმანიურ ვეფხვსაც ეძახდნენ ( ცნობისათვის , კუნძული ტასმანია ავსტრალიის შემადგენლობაშია. მას და ავსტრალიას შორის არის ბასის სრუტე). ის სინამდვილეში ჩანთოსანი ცხოველი იყო – კენგურუებისა და კოალების ნათესავი. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ნადირობის გამო გაწყდა.
ხმალკბილა კატა (სურათზე მეოთხე). ისინი გამყინვარების პერიოდის შემდეგ გადაშენდნენ. პალეოანთროპოლოგებმა არ იციან მათი გადაშენების მიზეზი. ამ კატას სიცოცხლე მეთოჯინემ დაუბრუნა. ჯიმ ჰენსიონის ქმნილებათა მაღაზიიდან.

იმედია მოგეწონათ ჩემი სტატია :)

წყარო: ჟურნალი National Geographic საქართველო

lasha

მე ვარ ლაშა, ვარ აქტიური პიროვნება :) მე ჩემს ბლოგში შემოგთავაზებთ ყველაზე უცნაურ ფოტოებს სტატიებსა და მასალებს.
Back to top button