არქივი

საინტერესო ფაქტები ცხოველებზე #2

9ea70a71c8dc

საინტერესო ფაქტები ცხოველებზე… მეორე ნაწილი :)

  • კანადურ მაჩვზღარბას დაახლოებით 30 000 ეკალი აქვს და თითოეული 13 სანტიმეტრი იზრდება. ყველა მათგანი ერთმანეთს რომ გადააბა, ევერესტის მთის სიმაღლეს სამჯერ გადააჭარბებს.
  • საფრთხის დროს მახრჩობელა გველი თავს სხეულში მალავს და კუდს აჩენს. თავდამსხმელს კუდი თავი ჰგონია (რა დებილი თავდამსხმელები ყავს :lol2: )
  • მარტივკბილას მხოლოდ ორი კბილი აქვს. მამლის მეორე კბილი სპირალური ეშვივით იზრდება და მისი სიგრძე 2.5 მეტრს აღწევს.
  • გველთევზები გეგონება, ზღვის ფსკერზე ამოზრდილან, სინამდვილეში, ქვის სოროებში ცხოვრობენ, თავი მაღლა აქვთ ამოყოფილი და იქვე მოტივტივე საკვებს იჭერენ.
  • რწყილი თავის სიგრძეზე 200–ჯერ მეტ მანძილზე ხტება. ეს იგივეა, შენ რომ 350 მეტრზე გადახტე. თვითონ რჭყილი, სინამდვილეში აი ამხელაა:  c17415a9dadb
  • არჩვი მთის თხების ერთ–ერთი სახეობაა. ის ძალიან სწრაფი ცხოველია. 15 წუთში კლდეზე დაახლოებით 915 მეტრის გავლა შეუძლია
  • სისხლისმწოველი ღამურები ყოველღამე თავიანთ წონაზე, დაახლოებით, 70%–ით მეტ სისხლს სვამენ. ამ სისხლს მძინარე ცხოველებს სწოვენ.
  • ფურთხია ბაღლინჯოები იფურთხებიან და თავს ამ ქაფის საზღვრით იცავენ (ფუუ..)
  • ჰოაცინი ცნობილია, როგორც მყრალი ჩიტი, რადგან საკვების მონელების თავისებურობის გამო მას ძროხის ფუნის სუნი ასდის ( :guli: )
  • მტკნარი წყლის ნაჯახა თევზს შეუძლია ჰაერში აფრინდეს. ის წყლიდან ხტება და შენდეგ ფარფლების მეშვეობით მოძრაობს.
  • ბუნაგორიები ცხოველების ექსკრემენტებით იკვებებიან, რომელსაც აგორგლებენ და შიგვე დებენ კვერცხებს.

და ბოლოს: ბონუსი (?)

თუ გინდა, გაიგო საოცარი ამბები ცხოველების შესახებ და ნახო ფოტოსურათები, მაშინ:

1. აკრიფე მისამართი: Www.Usborne-QuickLinks.Com

2. ამოირჩიე სასურველი ენა (მაგალითად: USA)

3. ძიებაში აკრიფეთ: World Of Animals

4. აკრიფე რიცხვი 6–დან 110–მდე

5. და შენ შეგეძლება:

  • მოისმინო ჩიტების გალობა
  • ითამაშო: მაგ. შეუსაბამო ერთმანეთს ფეხები, თავი და სხეული და შექმნა ცხოველის გამოსახულება
  • უყურო ვიდეოფილმებს
  • მოაწყო ფოტომოგზაურობა აფრიკული ცხოველების სანახავად
  • სახალისო ვიქტორინის საშუალებით შეამოწმო შენი ცოდნა ავსტრალიური ცხოველების შესახებ
  • მოაწყო ვირტუალური მოგზაურობა ოკეანის ფსკერზე.

ახლა კი პატარა ინფორმაცია ყანჩაზე…

ყანჩის ქოლგა

შავი ყანჩები ოკავანგოს დელტის თხელ წყლებში ცხოვრობენ და თევზებზე ნადირობენ. მათ საკვების მოპოვების ძალზედ ეშმაკური ხერხი აქვთ: ფრთებს ქოლგასავით შლიან და წყლის ზედაპირზე დაცემულ ჩრდილში თევზებს იზიდავენ. ამ ჩრდილში თევზებს კარგად ხედავენ და ადვილად იჭერენ.

fee0bc7efd61
(ეს სურათი ჩემი მოცემული ლინკიდან გადმოვწერე)

წყარო: წიგნი “ცხოველთა სამყარო”

დასასრული… :) By Tyiuri 56 :kiss:

მსგავსი ამბები

Back to top button