გართობაუცნაური

ყველაფერი,რისი გაგებაც გსურდათ სიზმრებზე

7b14a1815c8b

ვაგრძელებ…და როდის დავამთავრებ არც კი ვიცი…შესაძლოა ეს სიზმრების ეპოპეის ბოლო პოსტია…მაგრამ ძალიან მრავლისმეტყველი.

ამერიკელმა მეცნიერებმა,რომლებიც იკვლევენ სიზმრებს,დაადგინეს რომ მარტო ჭკვიანი ადამიანები ხედავენ სიზმრებს.ასეთი დასკვნა იმის შემდეგ გამოიტანეს,რაც 2000 ადამიანი გამოკითხეს.გამოკითხულთა უმეტესობა ვერ ხედავს,ან უბრალოდ ვერ იმახსოვრებს სიზმრებს.მხოლოდ ადამიანებმა,ვინც ინტელექტუალური ტესტები 10იანზე გაიარეს,შეუძლიათ დანამდვილებით თქმა,რომ გამუდმებით ხედავენ სიზმრებს.თან,რაც უფრო განვითარებულია ინტელექტუალურად ადამიანი,მით უფრო ხასხასა და ნათელია მათი სიზმრები.

ისე რომ ვთქვათ,ამაში არაფერი უცნაური არ არის,რადგან,თავისი არსით,სიზმრები არის ინფორმაციის დალაგება.სიზმარში ტვინი აკეთებს ინფორმაციის ანალიზსს,წყვიტავს ბევრ საკითხს.უამრავი წინასწარმეტყველური სიზმრის და დასიზმრებული გამოგონების(გაიხსენეთ მენდელეევი) ახსნა უკვე შეიძლება- ტვინი ძილში წყვეტს მოცემულ ამოცანებს,პოულობს გამოსავალს ყველაზე რთული სიტუაციებიდან და თან,ტვინის ყველა არე მუშაობს…….

თუ ადამიანი ინტელექტუალურად არ არის განვითარებული,არ მიისწრაფვის რაიმე საკითხის გადაწყვეტისკენ,არ აინტერესებს არაფერი,გარდა ყოველდღიური უბრალო საკითხებისა- შესაბამისად ძალიან იშვიათად ხედავს სიზმრებს,რადგან მისი ძილის დროს მის ტვინსაც სძინავს.

რეკორდი,ყველაზე დიდი ხნის უძილობისა შეადგენს 18 დღეს,21 საათსა და 40 წუთს.რეკორდსმენი ყვება ჰალუცინაციებზე,მხედველობის გაუარესებაზე,კონცეტრაციის და მახსოვრობის თითქმის არარსებობაზე.

არ შეიძლება იმის გარკვევა,სძინავს თუ არა ადამიანს,მედიცინური გამოკვლევის გარეშე.ადამიანებს გახელილი თვალებით შეუძლიათ ძილი,თან სულაც რომ გაგებაში არ იყონ რომ სძინავთ.

თუ თქვენთვის საკმარისია 5 წუთი,რომ დაიძინოთ,ე.ი. თქვენ აშკარად არ გყოფნით ძილი.იდეალური შუალედი- 10იდან 15 წუთამდე.ეს იმას ნიშნავს რომ საკმაოდ კარგად დაიღალეთ,მაგრად დღისით თავს ფხიზლად გრძნობდით.

ადრე მიიჩნევდნენ,რომ სიზმრების ნახვა მარტო REM(rapid eye-movement- ძილის ჩქარი ფაზა) ფაზაში შეიძლებოდა.თუმცა,ისინი გვესიზმრება,შეიძლება არც ისე ნათლად,მაგრამ ასევე ნელ ფაზაში.შესაძლოა,ჩვენ არც კი გვძინავს არც ერთი წამი.

სიზმრები REM ფაზაში ხასიათდება არაბუნებრივად გიჟური სიუჟეტით,ხოლო ნელ ფაზაში სიზმრები უფრო უინტერესოა,განმეორებადი.

ზოგი მეცნიერი მიიჩნევს,რომ ჩვენ სიზმრები იმიტომ გვესიზმრება,რომ რაღაც მომენტები ჩვენს მეხსიერებაში უფრო ნათლად აღიბეჭდოს და დიდი ხნით დარჩეს.ზოგი კი მიიჩნევს,რომ ჩვენ ის გვესიზმრება,რაც უნდა დავივივწყოთ- ზედმეტი მოგონებები,რომლებიც აბინძურებენ ჩვენს ტვინს.შეიძლება სიზმრებს საერთოდ არანაირი მიზანი არ აქვს.

ბრიტანელმა მეცნიერებმა უშიშროების საქმეში,მოიგონეს ხერხი,რისი მეშვეობითაც მეომრებს 36 საათის განმავლობაში შეუძლიათ ფხიზლობა.მათ თვალის გუგაზე დაამონტაჟეს რაღაც პროჟექტორის მსგავსი,რის გამოც მათ ტვინს ეგონა რომ ახლახან გაიღვიძა!საოცარიაა!

“ჩელენჯერის” კატასტროფა,ჩერნობილი- ეს დამიანის შეცდომებია,რომელიც ძილის უკმარისობის შედეგია.ყოველი მეექვსე კატასტროფის მიზეზი- მძღოლის დაღლილობაა.

ღამით ხმაურით ზემოქმედებას,შეუძლია იმუნიტეტის დაქვეითება,მიუხედავად იმისა,გაიღვიძებთ თუ არა.

ე.წ. “ბიოლოგიური საათი” ეხმარება ადამიანს გაიღვიძოს მაშინ,როდესაც სჭირდება.ისინი მუშაობენ დაძაბვის ჰორმონის მეშვეობით.მკვლევარები ამბობენ,რომ ასეთი ეფექტი იძლევა უსაფუძვლო სტრესის მოლოდინს გაღვიძებისას.

ზოგიერთი ძილის წამალი,მაგალითად ბარბიტურატი,ავქეითებს სიზმარს REM-ფაზაში,რისი დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელების შემთხვევა,სახიფათოა.

საათის ციფრების უმნიშვნელო ნათებასაც კი შეუძლია თქვენს ძილს ხელი შეუშალოს.შუქი თიშავს განსაკუთრებულ “ნერვულ გადამრთველს” ტვინში,რის გამოც ქიმიური ნაერთების დონე,რომელიც ძილს იწვევს,მცირდება რამოდენიმე წუთში.

სხეულის ტემპერატურა და ძილის ციკლი ერთმანეთზე მჭიდროდაა გადაბმული.ამიტომაც ძილს,ცხელ ღამეში,არ მოაქვს დასვენება.

ქუხილი დაგეხმარებათ რომ დაიძინოთ,მაგრამ ეს უფრო ზედაპირული ძილი იქნება და თქვენ არ დაგესიზმრებათ ბევრი სიზმარი.

როდესაც თქვენ 5 ღამის განმავლობაში ძილის უკმარისობა გჭირთ,ალკოჰოლი ორმაგად მოქმედებს თქვენზე.

ადამიანებს სძინავთ საშუალოდ 3 საათით ნაკლები,ვიდრე სხვა პრიმატებს,რომლებსაც 10 საათი სძინავთ..(მე რა ვარ აბა?12 საათი მძინავს :|)

მხვრინავი ადამიანების 10% იტანჯება სიზმარში დახრჩობით.რაც ძალიან ზრდის ინფარქტის ალბათობას.

ადამიანი ხვრნივას მხოლოდ ნელ ფაზაში.ხვრინვის დროს,სიზმრები არ ესიზმრებათ.

მოზარდებს იმდენივე ძილი სჭირდებათ,რამდენიც ახალშობილებს- დაახლოებით 10 საათი..ამ დროს მათ,ვინც 65-ს გადაცილებულია- 6 საათი.

რამოდენიმე კვლევის შედეგით,ქალებს 1 საათით უფრო მეტი ძილი სჭირდებათ,ვიდრე მამაკაცებს…თუ მათ ეს 1 საათი ზედმეტი არ სძინავთ,დეპრესიის და სტრესის ალბათობა იზრდება.

სიზმარზე უფრო მეტი რამ ჩვენ ბოლო 25 წლის განმავლობაში გავიგეთ.

ადამიანები 18-25 წლამდე უფრო ზარალდებიან გამოუძინებლობისგან,ვიდრე მათი უფროსი მეგობრები.

ექსპერტები ამბობენ,რომ ძილის ყველაზე კარგი დამრღვევი არის- ინტერნეტი.

თუ თქვენ გაიღვიზეთ იმ ფაზის დროს,როდესაც სიზმრები ხასხასა და ნათელია,ის სიზმარი უფრო დაგამახსოვრდებათ.

გარე ფაქტორები ზემოქმედებენ ჩვენს სიზმრებზე.მართლაც,ჩვენ ჩვენს სიზმრებში იმას ვხედავთ,რაც მართლა გვაქვს ნანახი,რასაც შევეხეთ,რაც ვიგრძენით და ა.შ.ეს ყველაფერი ასე თუ ისე მოქმედებს სიზმარზე როგორც ფიზიოლოგიური პროცესი.

აი საინტერესო ფაქტი- ადამიანებმა,რომლებმაც მოწევას თავი დაანებეს,ხედავენ უფრო ნათელ სიზმრებს,ვიდრე მწეველები,ან ისინი,ვისაც არასდროს მოუწევია.იყო ჩატარებული სპეციალური გამოკითხვა,რის შედეგადაც ეს გამოირკვა.

ადამიანის სხეული პარალიზირებულია,როდესაც მას სძინავს.ეს მართლაც ასეა.ჩვენი ტვინი ცდილობს გათიშოს მოძრაობის და ფიზიკური აქტივობის ცენტრები,რომ ჩვენს თავებს არ ვავნოთ,ძილის დროს.

სიზმრები- ყოველთვის ის არა,რასაც წარმოადგენენ…კი ვიცი,რაღაც არაგასაგებადაა ნათქვამი,მაგრამ ამ უცნაურ და იდუმალ რამეზე,როგორიცაა სიზმრები,არ შეგვიძლია უფრო კარგად ვთქვათ.სიზმარი- ეს თავისებური სიმბოლური ენაა,რომლითაც ჩვენი ქვეცნობიერი ჩვენს ცნობიერს ელაპარაკება.სიზმრების უმეტესობა,რომლებსაც ვხედავთ,გამოხატავენ ამა თუ იმ ემოციას.

ზოგი ადამიანი ხედავს შავ-თეთრ სიზმრებს.დიახ,სიზმრებს ყველა ხედავს..მაგრამ 12% ხედავს შავ-თეთრს.ჯერ-ჯერობით მეცნიერები ვერ ხვდებიან,რატომ ხდება ასე.მაგრამ მაინც არის ფაქტი- არიან ადამიანები,რომლებსაც ფერადი სიზმრები არასდროს უნახავს.

სიზმრებში ვხედავთ მხოლოდ მათ,ვინც როდესმე,სადმე გვყავს ნანახი.ტვინი არ “იგონებს” ახალ პერსონაჟებს.თქვენ ეჭვი გეპარებათ?თუმცა ეს დიდი ხანია დამტკიცებულია.ცხოვრების განმავლობაში ვხედავთ ასიათასობით ადამიანს,რომლებიც შესაძლოა შემდგომში დაგვესიზმროს.

სიზმრები “გვიფარავენ” ნერვული სტრესებისგან.სიზმრები არის ჩვენი სურვილების ანარეკლი- როგორც ცნობიერი,ისევე ქვეცნობიერი.ზუსტად სიზმრები გვეხმარება ჩვენი ნერვული სისტემა წესრიგში იყოს.არც ისე დიდი ხნის წინ,ფსიქოლოგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი,სადაც მოხალისეებს აძლევდნენ უფლებას 8 საათი ეძინათ,მაგრამ აღვიძებდნენ მაშინ როდესაც სიზმრობრივი ფაზა დგებოდა.რამოდენიმე დღის შემდეგ,მოხალისეებს ჰალუცინაციები დაეწყოთ დღის განმავლობაში,იწყებდნენ ნერვიულობას,აჩენდნენ აგრესიას.

ადამიანი ივიწყებს საკუთარი სიზმრების 90%…მე არ ვაპირებ ვინმე გავაკვირვო ამ ფაქტით- ყველამ ვიცით,რომ ძალიან ცოტა სიზმარს ვიმახსოვრებთ.მაგრამ საინტერესო ისაა,რომ არა 1/3,არა 1/10…არამედ 90% გვავიწყდება!წარმოგიდგენიათ,რამდენი საინტერესო რამ გვავიწყდება?ალბათ,ბევრი ადამიანი,ბევრს მისცემდა,რომ ყველა სიზმარი დამახსოვრებოდა.კიდევ საინტერესო იქნებოდა სხვა ადამიანების სიზმრების დათვალიერება.უნდა დაველოდოთ ნეიროქირურგიის და ნანოტექნოლოგიის განვითარებას……

ბრმა ადამიანები ხედავენ სიზმრებს.მაგრამ,ეს მხოლოდ მათ ემართებად,ვინც ამა თუ იმ მიზეზის გამო დაკარგა მხედველობა.თუ ადამიანი ასეთი დაიბადა,იგი ვერ ნახულობს სიზმრებს,მას ესიზმრება მხოლოდ ხმიანი და “სუნიანი” სიზმრები.ადამიანებმა ვინც დაკარგა მხედველობა,ხედავენ ფერად და შავ-თეთრ სიზმრებსაც.

გამოკვლელებმა,რომლებიც ოქსფორდში 2002 წელს ტარდებოდა,აჩვენეს,ტრადიცული ბრძოლა უძილობასთან,მაგალითად დათვლა,არაეფექტურია.ასეთი გონებრივი საქმიანობა,იმდენად მოსაწყენია,რომ პრობლემები ზედაპირზე ამოდს…..

დიდი მადლობა ყველას…მემგონი ასე თუ ისე ამოვწურე სიზმრებზე თემა…აქ ყველაფერს შევეხე…გმადლობთ თუ წაიკითხეთ და არ დაიზარეთ.

BY ნაწკა

პ.ს. ამხელა ჩემით გადმოვთარგმნე და თუ  მოპარვის და წყაროს არმიწერის სინდისი გეყოფა,მიდი…

მსგავსი ამბები

Back to top button