ფოთოლცვენა…
შემოდგომის მოყვარულთათვის ვგონებ საინტერესო იქნება
ხეებისა და ბუჩქების (იშვიათად ბალახის) ფოთოლთა მასობრივი ცვენა. ზომიერი ჰავის პირობებში . მიმდინარეობს შემოდგომით, როდესაც მცენარის სასიცოცხლო პროცესები შესუსტებულია. ტროპიკულ და ცხელ ადგილებში მოზარდ მცენარეებს ფოთლები სცვივათ ძლიერი გვალვის დაწყებისას. ფოთოლცვენა არის ევოლუციის პროცესში გამომუშავებული შეგუება ახარახელსაყრელი პირობებისადმი. ცნობილია, რომ ფესვების მიერ შეთვისებული წყალი ფოთლებით ორთქლდება. არახელსაყრელი პირობების დროს (ყინვა, გვალვა) ფესვები ვერ ითვისებენ საჭირო რაოდენობით წყალს, ფოთლების ცვენა კი ამ შემთხვევაში იცავს მცენარესგამოშრობისაგან. ფოთოლცვენა ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესია და დაკავშირებულია ფოთლის მობერებასთან. ფოთოლწვენის წინ ფოთლებში მიმსინარეობს ღრმა ფიზიოლოგიური, ბიოქიმიური და სტუქტურული ცვლილებები, მწვანე პიგმენტი ქლოროფილი იშლება, ყვითელი პიგმენტები – კაროტინოიდები უფრო მდგრადია და განაპირობებს ფოთლების საშემოდგომო ფერს. მობერებული ფოთლის უჯრედებიდან მობერბეული ფოთლის უჯრედებიდან საკვები ნივთიერებები, განსაკუთრებით ცილები, გადაიგევნება სამარაგო ორგანოებისაკენ, ზრდის წერტილებისა და მზარდი ახალგაზრდა ფოთლებისაკენ. ფოთლების ჩამოცვენა განაპირობებულია უჯრედის ე.წ. გამყოფი შრის წარმოქმნით. დაშლის პროცესების გაძლიერებისას გამყოფი შრის უჯრედების შემაერთბელი უჯრედშორისი ნივთიერება იშლება და უჯრედები განცალკვედებიან, ყუნწი თითქოს იქრება გაინივი მიმართულებით და კავშირი ორგანიზმსა და ფოთოლს შორის ხორცილედება ჭურჭელ–ბოჭკოვანი კონებით. ფოთლის სიმძიმისა და ქარის ზეგავლენით კონები იხლიჩება და ფოთლები ვარდება