საკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები ცხოველებზე

083a602f1fd0

ცხოველებს ბევრი ჩვენთვის უჩვეული და გასაოცარი საქციელი ახასიათებს.  მათი ზოგიერთი ქცევის ახსნა ზოგჯერ ვერ ხერხდება და მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია გამოვთქვათ. ქვემოთ ზოგიერთი ასეთი ფაქტის შესახებ წაიკითხავთ  :)

  • პოლარული მეთოვლიები მიგრაციის დროს ძალიან დიდ მანძილზე მოგზაურობენ. ყოველ წელს არქტიკიდან ანტარქტიდაზე ორი თვის განმავლობაში მიფრინავენ და ისევ უკან ბრუნდებიან
  • თეთრი მარტორქას რქა 1.5 მეტრზე დიდი იზრდება. ის შედგება იმავე ნივთიერებისგან, რომლისგანაც წარმოიქმნება ჩვენი ფრჩხილები
  • სამეფო კობრას ყველა ცხოველზე მეტი შხამი აქვს. მისი ნაკბენით ადამიანი ნახევარ საათში იღუპება.
  • როდესაც მკვლელი ბაღლინჯო ხოჭოს დაიჭერს, თავისი ნესტრით ხვრეტს მის სხეულს და შიგ შხამს უშვებს, რომელიც მსხვერპლის შინაგან ორგანოებს ათხიერებს. ბაღლინჯო ამ წვენს ამოწოვს და მწერის ფიტულს უვნებლად ტოვებს
  • ცხენთევზები იმ იშვიათ ცხოველებს მიეკუთვნებიან, რომელთა მამრებიც შთამომავლობას თავად შობენ. მდედრი დებს კვერცხებს მამრის მუცელზე არსებულ ჯიბეში. ორი კვირის შემდეგ იქედან პატარა ცხენთევზები იჩეკებიან.
  • გომბეშოსებრი ხვლიკი მასზე თავდასხმისას მიდამოებში არსებული ნახვრეტებიდან სისხლს აფრქვევს, რომელსაც იმდენად ცუდი გემო აქვს, რომ მტაცებლები ხვლიკს მაშინვე შორდებიან.
  • მტაცებლების უმეტესობა მხოლოდ იმ ცხოველს ჭამს, რომელსაც თვითონვე მოკლავს. მწვანე გველი მტაცებლების ამ თვისებას თავის სასარგებლოდ იყენებს, რიცა ახლომახლო მტაცებლის არსებობას იგრძნობს, თავს მოიმკვდარუნებს ხოლმე.
  • აქლემი კუზში 35 კილოგრამ ცხიმს იმარაგებს. მას შეუძლია ამ ცხიმის ხარჯზე 1 თვე გაძლოს.
  • კიბო განდეგილს ძალიან რბილი საფარველი აქვს, ამიტომ სხვა ცხოველის ძველ ნიჟარას აფარებს თავსრომელსაც ყველგან თან დაატარებს და საფრთხის დროს შიგ იმალება.
  • პატარა რუისელებს რბილი სხეული აქვთ. თავის დასაცავად წებოვან ნივთიერებას გამოყოფენ და ხრეშიდა და ნიჟარებისგან თვითონ იკეთებენ სხეულის საფარველს.


დასასრული…


არა არა! მოიცა სად მიდიხარ ბონუსს არ კითხულობ?  :)

და ბოლოს: ბონუსი (?)

1. აკრიფე მისამართი:  Www.Usborne-QuickLinks.Com

2. ვირჩევთ სასურველ ენას. (მაგალითად USA)

2. აკრიფე ინგლისურად:  World Of  Animals

3. აკრიფე რიცხვები 1–დან 127–მდე და ნახე რა მოხდება  :)

ადაპტაცია –  ცხოველთა ან მცენარეთა სახეობების შეცვლა საბინადრო გარემოს შესაბამისად.

ამფიბია – ცივსისხლიანი, რბილკანიანი ცხოველი. ამფიბიების უმრავლესობა ხმელეთზე ცხოვრობს, მაგრამ წყალში მრავლდება.

… გაგრძელება იქნება

ეხლა კი მართლა დასასრული ! :)

არ დააკოპირო ! თუ დააკოპირებ წყარო მიუთითე  :)

By  Tyiuri   :)

მსგავსი ამბები

Back to top button