საკითხავისასარგებლო

ოქრო


ოქრო,ალბათ ყველას ძალიან გიყვართ!ვისაც გსურთ მეტი იცოდეთ,წაიკითხეთ!

ოქრო – ქიმიური ელემენტი, რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Au და მისი ატომური ნომერია 79. იგი რბილი და ძლიერპლასტიკური, მბზინვარე ლითონური ყვითელი ფერის ლითონია.იმყოფება ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მეთერთმეტე ჯგუფში.
ოქრო ძვირფასი ლითონია და გამოიყენება მონეტების, საიუვილერო ნაწარმის და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშების დასამზადებლად ხელნაწერი ისტორიის დასაწყისიდანვე. ოქრო გვხვდება თვითნაბადი სახით ქვებსა და ალუვიონებში. წმინდა ოქროს კაშკაშა ყვითელი ფერი და ელვარება აქვს და ტრადიციულად ითვლება მომხიბვლელად, რასაც იგი აღწევს კოროზიისადმი მდგრადობით ჰაერსა თუ წყალში. ოქრო მიჩნეულია სიმდიდრის სიმბოლოდ და დაგროვების ობიექტია. იგი საყოველთაო ეკვივალენტის ფუნქციასაც ასრულებს. როგორც ფულად საქონელს მასაც გააჩნია საუკეთესო ფიზიკური და ქიმიური თვისებები: ერთგვაროვნება, გაყოფადობა, პორტატიულობა (მცირე მასა და მოცულობა და დიდი ღირებულება) და სხვ. ოქროს სტანდარტები განსაზღვრავს მონეტარული პოლიტიკის საფუძვლებს. ოქროს მრავალგვარი სიმბოლური და იდეოლოგიური დატვირთვაც აქვს.

2009 წლის მონაცემებით სულ 165 000 ტონა ოქრო იქნა დაფლული კაცობრიობის ისტორიის მანძილზე,უხეშად რომ ვთქვათ, 5.3 მილიარდი ტროას უნციის ექვივალენტი ან, მოცულობის თვალსაზრისით, დაახლოებით 8 500 კუბური მეტრი.თუმცა ოქრო პირველადად გამოიყენება დაგროვების ობიექტად, მაგრამ მან პოვა მრავალი ინდუსტრიული დანიშნულებაც: სტომატოლოგიასა და ელექტრობაში. ოქრომ ამას მიაღწია თავისი მდგრადობით ოქსიდური კოროზიისადმი და შესანიშნავი ელექტროგამტარობით.ქიმიური თვალსაზრისით ოქრო გარდამავალი ლითონია, რომელიც ამჟღავნებს სხვადასხვა ვალენტობას განსხვავებულ სიტუაციებში. სუფთა ოქრო ნაკლებად რეაქტიურია, თუმცა რეაქციაში შედის სამეფო არაყთან (მჟავების კომბინაცია), მაგრამ არა ცალკეულ მჟავებთან ან ციანიდის სხვადასხვა ტუტეებთან. ოქრო იხსნება ვერცხლისწყალში და წარმოქმნის ამალგამას ფენებს, თუმცა მასთან რეაქციაში არ შედის. ოქრო მდგრადია ასევე აზოტმჟავის მიმართ, რომელიც შლის ვერცხლსა და სხვა ძირითად ლითონებს. აზოტმჟავა გამოიყენება ნივთებში ოქროს არსებობის დასადასტურებლად, საიდანაც წარმოშობილია სასაუბრო ტერმინი “მჟავური ტესტი”.

სუფთა ოქრო — ყვითელი ფერის რბილი ლითონია. მოწითალო ელფერი ოქროს ზოგ ნაკეთობას აძლევს, (მაგალითად, მონეტებს) სხვა ლითონების შერევა, კერძოდ კი სპილეძის. ოქროს თხელი ფირი, ფურცელი შუქის გავლისას მწვანე ფერისაა. ოქროს გააჩნია ძალიან მაღალი თბოგამტარობა და დაბალი ელექტრო წინააღმდეგობა.
ოქრო ძალიან კარგი ჭედადი და წელვადი ლითონია. 1 გრამი ოქროს ნაჭერიდან შეიძლება მივიღოთ მავთული რომლის სიგრძე იქნება 3 კილომეტრი ან დავამზადოთ კილიტა (ფოლგა), რომელიც 500-ჯერ წვრილია ვიდრე ადამიანის თმის ღერი. სწორედ ასეთი თხელი კილიტა უშვებს შუქის სხივს რომელიც მწვანე ფერს აძლევს მას. სუფთა ოქროს სირბილე ისეთი დიდია რომ, მისი გაჩხაპნა ფრჩილითაც შეიძლება. ამიტომაც ოქრომჭედლობაში გამოიყენება მისი სპილენძთან ან ვერცხლთან შენადნობები.

ოქრო — ყველაზე ინერტული ლითონია, რომელიც ლითონთა აქტივობის მწკრივში ყველა ლითონზე მარჯვნივ დგას, ნორმალური პირობების დროს ის არ ურთიერთქმედებს უმრავლეს მჟავეებთან და არ წარმოქმნის ოქსიდებს, რის გამოც ის განეკუთვნება კეთილშობილ ლითონებს, ჩვეულებრივ ლითონებისაგან განსხვავებით, რომლებიც ადვილად იშლებიან გარე სამყაროს ზემოქმედებით. შემდეგ იქნა აღმოჩენილი მისი სამეფო არაყში გახსნის თვისება, რამაც შეარყია მისი ინერტულობის შესახებ დაჯერებულობა.
ოქროს ზოგიერთი ნაერთი ტოქსიკურია, გროვდებიან თირკმლებში, ღვიძლში, ელენთაში და ჰიპოტალამუსში, რასაც შეუძლია ორგანიზმული დაავადებები გამოიწვიოს, დერმატიტებიც სტომატიტიც და ტრომბოციტოპენიაც. ოქროს ორგანული ნაერთები გამოიყენება მედიცინაში აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ, კერძოთ კი რევმატოიდური ართრიტის.

ადამიანი ოქროს უხსოვარი დროიდან მოიპოვებს. ოქროს უკვე კაცობრიობა V ს. ჩ.წ.ა. ნეოლითის ხანაში გამოიყენებდა, თვითნაბადი ოქროს გავრცელების წყალობით. არქეოლოგების ვარაუდით ოქროს სისტემური მოპოვება დაიწყეს ახლო აღმოსავლეთში, საიდანაც ოქროს სამკაულები მიეწოდებოდა, კერძოდ, ეგვიპტეს. სწორედ ეგვიპტეში დედოფალი ზერისა და ერთერთი დედოფლის პუ-აბი ურის (შუმერების ცივილიზაცია) სამაროვნებში ნაპოვნი იქნა ყველაზე ადრეული პირველი ოქროს სამკაულები, დათარიღებული III ათ. წ. ჩ.წ.ა.
კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში მოპოვებულ იქნა დაახლოებით 140 ათასი ტ. ოქრო.
ოქროს მოპოვებისას გამოიყენება მისი როგორც ქიმიური ასევე ფიზიკური თვისებები: ბუნებაში თვითნაბად მდგომარეობაში არსებობა, მხოლოდ რამოდენიმე ნივთიერებასთან (ვერცხლისწყალი, ციანიდები) რეაგირების უნარი. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პირობებში უფრო პოპულარული ხდება მოპოვების ქიმიური ხერხები.

ასეთი ოქროსგან შეიძლება მივიღოთ
აი ასეთი რამოდენიმე ბეჭედი :)

ეს კი თეთრი ოქროა

წყარო:wikipedia.org

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close