ახალი ამბებისაკითხავი

ნარკოტიკი დეზომორფინი ანუ ,,ნიანგი” (16+)

მორფინების ერთ-ერთი სახეობა, რომლის მოხმარებაც ადამიანს წელიწადზე ნაკლებ დროში ზომბად აქცევს.  გთხოვთ, ყურადღებით მოეპყროთ ასაკობრივ შეზღუდვას და ისე განაგრძოთ პოსტის კითხვა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ამერიკაში სცადეს მიეღოთ მორფის ახალი სახესხვაობა, რომელსაც ექნებოდა მეტი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, მაგრამ არ გამოიევევდა ნარკოტიკულ დამოკიდებულებას. მორფის მოლეკულური სტრუქტურის შეცვლის შედეგად, მეცნიერებმა მიიღეს ახალი, უკეთესი ფარმაკოლოგიური თვისებების მქონე პრეპარატი, რომელშიც შედიოდა დეზომორფინი და მეტადონი. ცხოველებზე გამოცდის შედეგად დადგინდა დეზომორფინის მორფინზე ბევრად სწრაფი და უკეთესი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, მაგრამ მისი მოქმედება ძალიან მცირე, მხოლოდ 2-3 საათიანი იყო, ამიტომაც დეზომორფინმა ვერ შეძლო მედიცინაში დამკვიდრება.

ამ ნაწილით მთავრდება დეზომორფინის ოფიციალური ,,მოღვაწეობა” და იგი გადადის ნარკოტიკთა კატეგორიაში. დღესდღეისობით მისი მცირე ფასის და ძლიერი ნარკოტიკული თრობის გამო დეზომორფინი ითვლება რუსეთში მეორე ყველაზე პოპულარულ ნარკოტიკად ჰეროინის შემდეგ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ კოდეინი აფთიაქებში ხელმისაწვდომია, ხოლო მისი დეზომორფინად გარდაქმნა სახლის პირობებშიც არაა ძნელი. ( პოსტიდან ადმინისტრაციის მიერ საიტის მომხმარებელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით ამოღებულია ნარკოტიკის გასაკეთებლად მთავარი ინგრედიენტების სახელწოდებები.)

ქართულ პირობებში მისი დამზადება ,,სულ რაღაც” 15 ლარი ჯდება,  რაც დამეთანხმებით, ჰეროინსა  და კოკაინში ასეულობით დოლარის გადამხდელი ნარკომანებისთვის დიდი ,,შვებაა”.  ნარკოტიკულ
სამყაროში იგი ცნობილია, როგორც ,,ნიანგი”, აგრეთვე იწოდება, როგორც კოაქსილი, ამ ნარკოტიკის მოხმარება იწვევს კატასტროფულად სწრაფ შედეგებს. მოხმარებიდან 1-2 თვის განმავლობაში ადამიანის სხეული გამოიყურება ასე:

ეს ჯერ კიდევ არაფერია, ადამიანის კანი ხდება ხორკლიანი  იწყებს ლპობას, და იგი 5-6 თვეში იქცევა ცოცხალ ,,ზომბად”

ნელ-ნელა ადამიანი კარგავს კიდურებს.

ამ ნარკოტიკის ე.წ. ,,ლომკისაგან” თავის დაღწევა შეუძლებელია, ვინაიდან თავის დანებების შემთხვევაში ის იწვევს უეჭველ სიკვდილს, ხოლო მისი გამოყენების შემთხვევაში სიცოცხლის ხანგრძლივობა 1-დან 2 წლამდეა, ამასთან სხვა ნარკოტიკებისგან განსხვავებით, იგი თრობიდან გამოსვლის შემდეგ მტანჯველ ტკივილს ანიჭებს მიმღებს და საჭიროებს მეტ დოზას. ნარკოტიკი თავისი მოქმედების ბოლო სტადიაზე იწვევს ტვინის შეშუპებას, რაც ხდება კიდეც მიმღების სიკვდილის მიზეზი. ნარკომანისთვის, რომელიც ამ ნარკოტიკის მიღების შემდეგ მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს, მკურნალობა(იგულისხმება დამპალი კანის სამედიცინო დამუშავების მცდელობა) ძალიან მტანჯველია, ვინაიდან ანესთეზიაში ძირითადად იყენებენ ნარკოტიკებს, დეზომორფინის მომხმარებლისთვის კი მედიცინის პრაქტიკაში გამოყენებული ნარკოტიკები ,,ბავშვური თამაშია” სწორედ ამიტომ მათთვის ტკივილის გაყუჩების ყოველგვარი მცდელობა უშედეგოა.

ქვემოთ მოცემული  ვიდეო ასახავს დეზომორფინის გამოყენების შედეგებს. ჩემი აზრით, მისი ყურება მიზანშეუწონელია 18 წელზე ნაკლები ადამიანებისთვის.

იხილეთ ვიდეო ამ ლინკზე დაკლიკებით

ამ პოსტის დადების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ
,,ნიანგი” უკვე საქართველოშიც გამოჩნდა, ამის შესახებ იმედზე სიუჟეტიც გავიდა.
მე მინდა, თვით ნარკომანებმაც მიაქციონ ყურადღება ამ საშუალების მიერ გამოწვეულ შედეგს.

და მაქსიმალურად აირიდონ მისი გამოყენება :(

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close