უკატეგორიო

კედელი

cf20fd444923
ჩემი ლექსია ადრე დავწერე :))

ბინძური ქუჩები, ქუჩებში სახლები.
სახლებში სიბნელე, ძაღლების ყმუილი
ტალახისფერ კედლებში სული
წრიალებს, დარბის, ცდილობს გაექცეს
მანკიერებით მოცულ ქვეყანას,
უნდა დალეწოს ფეხქვეშ გათელოს
უსულოდ მდგარი დიდი კედელი.
ყურებში ხმები,აჭრელებულ ცაზე ღრუბლები
კედლების გრგვინვა, მტვერი, აგურთა ცვენა
თვალები ხედავს ჩამოღვენთილ სანთლებზე უკეთ.
სიბინძურეში გახვეული მიწიერება
თავდახრილი ცდილობს გარინდდეს.
გარშემო ყველგან ნაცრისფერი მდუმარება ჩამოწოლოლი.
დანგრეული კედლების მიღმა
გამოჩნდა სული,
ღონემიხდილი თავისუფალი.
ხელების ფშვნეტით ცდილობს გაფანტოს
აზელილი ჰაერში მტვერი.
გამარჯვებული თვალებზე ცრემლით,
დგას ერთადერთი ლოცვით მოსული
თავისუფალი და მარტოსული!!

მსგავსი ამბები

Back to top button