გასართობისაკითხავისასარგებლო

YouTube-ის ბლოკირება

2df9c6651dd2

რამდენიმე ქვეყანას, მას შემდეგ რაც იუთუბმა დაიწყო მუშოაბა, მასთან მისაწვდომობა დაბლოკილი აქვს. მათ შორისაა: ჩინეთი, რომელმაც იუთუბი დაბლოკა სიძიანის არეულობის ამსახველი ვიდეოების გაუვრცელებლობისთვის, მაროკო (2008) და ტაილანდი (2006-2007).

დღესდღეობით, იუთუბი დაბლოკილია თურქეთში, მას შემდეგ რაც ვიდეოებში მუსტაფა ქემალ ათათურქი შეურაცხყვეს. მიუხედავად დაბლოკვისა, თურქეთის პრემიერ მინისტრმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანიმ აღიარა ჟურნალისტებთან, რომ მათ კვლავ შეუძლიათ იუთუბს ესტუმრონ ღია პროქსის გამოყენებით.

2006 წლის 3 დეკემბერს, ირანმა დროებით დაბლოკა იუთუბთან მისაწვდომობა სხვა რამდენიმე საიტთან ერთად, მას შემდეგ რაც დაარღვიეს სოციალური და მორალური ეთიკის კოდექსი. შემდეგ იუთუბი კვლავ დაბლოკეს იმ ვიდეოს ატვირთვის შემდეგ, სადაც ნაჩვენები იყო ირანელი საპნის ოპერის ვარსკვლავის სექსი. შემდგომში ბლოკი მოიხსნა, ხოლო 2009 წლის ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კვლავ დაიბლოკა.

2008 წლის 23 თებერვალს, პაკისტანმა დაბლოკა იუთუბი ისლამური სარწმუნოების მიმართ „შეურაცხმყოფელი მასალის“ ატვირთვისათვის, კერძოდ წინასწარმეტყველის მაჰმადის კარიკატურების გამო. პაკისტანმა ბლოკი მოხსნა საიტს იმავე წლის 26 თებერვალს. ბევრმა პაკისტანელმა ამ სამი დღის განმავლობაში გამოიყენა ვირტუალური პირადი ქსელი და შეძლო იუთუბზე შესვლა.

ზოგი ქვეყნის სკოლებში იუთუბთან მისაწვდომობა დაბლოკილია – სტუდენტების მხრიდან ხულიგნური და რასისტული ქცევების, სკოლის ჩხუბებისა და სხვა შეუფერებელი შინაარსის ვიდეოების ატვირთვის პრევენციისთვის

93c6b6a25b7a

რუკაზე ნაჩვენებია იუთუბის ბლოკირების სტატუსი. ქვეყნები, რომლებშიც იუთუბი კვლავ დაბლოკილია, აღნიშნულია წითელი ფერით. იასამნისფრით არის ის ქვეყნები აღნიშნული, სადაც ვებ-გვერდთან მისაწვდომობა არის შეზღდული, მწვანედაა – ქვეყნები, რომელთაც საკუთარი იუთუბის ვერსია აქვთ, ხოლო ვარდისფრად – ქვეყნები, რომლებშიც წარსულში დაბლოკილი იყო იუთუბი

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button