არქივი

ტრაიბალიზმი-აფრიკის ძველი ავადმყოფობა

a87c63fa45b4

ტერმინი ,,ტრაიბალიზმი” ინგლისური სიტყვიდან ,,tribe”(ტომი) წარმოიშვა. თანამედროვე ლიტერატურასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში მასთან ტომთა შორის ანგარიშსწორებებს, ერთი ეთნიკური ჯგუფის მტრულ დამოკიდებულებას მეორე ეთნიკურ ჯგუფთან, ეთნოშოვისტურ პოლიტიკას უკავშირებენ.

მეტად ფართოა თანამედროვე ტრაიბალიზმის გეოგრაფია-ლათინური ამერიკიდან ოკეანეთის კუნძულებამდე, მაგრამ ის განსაკუთერბული სიმძაფრით აფრიკაში,საჰარის სამხრეთით გამოვლინდა, სადაც დღესაც არსებობს გვაროვნულ წყობასთან დაკავშირებული არქაული ინსტიტუტები და ორგანიზაციები; ამასთან, შავი აფრიკის მოსახლეობა ეთნოსების ,,კალეიდოსკოპია”,რომლებიც კოლონიალიზმის უღელქვეშ მოექცნენ. კოლონიალური საზღვრების ჩარჩოებში მოხვდნენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლობის ხალხები,განსაკუთრებული ენებით,სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების დონეებით.

88b2f9a5de46

ტრაიბალიზმი რიგ ქვეყნებში მაშინ გამწვავდა,როცა მათ სრული პოლიტიკური თავისუფლება მოიპოვეს; ამასთან, ძნელია იმის თქმა, თუ რომელმა ფაქტორმა გამოიწვია ძალადობა მოსახლეობაში. ეს იყო როგორც ერთი ტომის მიერ ხელისუფლების უზურპაცია , ასევე ბრძოლა მტკნარი წყლისათვის, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის, საძოვრებისთვის და სწრაფვა გამოყოფისკენ სუვერენიტეტის მოპოვების მიზნით. ამავდროულად, სოცილურ-ეკონომიური პროგრესი რომელიც ხელს უწყობს ფულადსასაქონლო ურთიერთობს, აქ საერთოდ არ შეინიშნება. პირველ რიგში, ეს ეხება გლეხებს,რომლებიც ეწევიან ნახევრადნატურალურ პრიმიტიულ მეურნეობას. მისი მასიური გაუნათლებლობა,კულტურული ცხოვრების ცენტრებიდან იზოლაცია კარგი ნიადაგია ტრაიბალიზმისთვის.

daf188ba40c9

საჰარის სამხრეთით, პრაქტიკულად,არ არსებობსქვეყანა, სადაც ტრაიბალიზმი არ გამოვლინდა; მაგ:ბურუნდიში, ხუთმილიონიანი მოსახლეობის 85%-ს ხუციეს ტომი შეადგენს, თუმცა ისტორიულად ძალაუფლებას რიცხოვნობით გაცილებით მცირე ტომი ტუტსი ფლობდა. ამ გარემოებით უკმაყოფილო ხუცუს ტომმა 1972 წელს სისხლიანი აჯანყება მოაწყო,რასაც ორივე ტომის მხრიდან მრავალათასიანი მსხვერპლი მოჰყვა.კიდევ უფრო მეტი მსხვერპლით დამთავრდა 1994 წლის შეტაკება.

09d1a324872f

c6c1863044cd

a2b4ba19f78f

უკვე მრავალი წელია ტომთაშორისი ომი მიმდინარეობს ჩადიში, სადაც ჩრდილოეთის ტომები სამხრეთის ტომებს უპირისპირდებიან.

იგივე პრობლემებია ნიგერიაში, ეთიოპიაში, მალიში, ბურკინა-ფასოში, მავრიტანიასა და სხვა მრავალ ქვეყანაში, სადაც ეთნიკური ჯგფების აგრესიულობას პერიოდილად ტრაგიკული შედეგები ახლავს თან.

4885092e6f5e

მეცნიერები და პოლიტიკური მოღვაწეები ამ მოვლენების ,,სამკურნალოდ” და ტრაიბალიზმიდან თავის დაღწევის ,,რეცეპტად” გვთავაზობენ ,,მესამე სამყაროს” ქვეყნების დაჩქარებულ განვითარებას ყველა სფეროში – სოციალურ-ეკონომიკურიდან რელიგიურამდე. სამწუხაროდ, ამ ძალზე მარტივი ,,რეცეპტის” განხორციელება საკმაოდ რთული პროცესია.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button