გართობაკულტურა

ჯაზ ფესტივალის მეორე დღე – Reeves & crusaders

7tsnf

ჯაზ ფესტივალის მეორე დღემაც მოლოდინს გადააჭარბა. ტრადიციულად 2 კონცერტი გაიმართა, პირველები იყვნენ dianne reeves და ორი საოცარი გიტარისტი russell malone და romero lubambo. ალბათ იფიქრებთ რა უნდა გააკეთოს ერთმა ვოკალმა და ორმა გიტარამ ისეთი რო ხალხის აღფრთოვანება გამოიწვიოს, მაგრამ კიდევ ერთხელ მათ ეს შეძლეს, ეს იყო უმაღლესი კლასის შოუ, დარბაზში არ წყდებოდა ოვაციები. დაიანა რივზის ვოკალურმა მონაცემებმა კიდევ ერთხელ მოახდინა სასწაული, ეს არ იყო მხოლოდ კარგი სიმღერის კარგი შესრულება, ეს იყო მსახიობური ნიჭის გამოვლინება. მას შეეძლო სიმღერის დროს იმპროვიზირებულად მოეყოლა ჩვეულებრივი ისტორია, რომელიც ბოლო 2 დღის მანძილზე გადახდა, შეეძლო ერთნაირად მარტივად აეღო მაღალი და დაბალი რეგისტრის ბგერები, შეეძლო მიკროფონი გვერდზე გაეწია და ისე ემღერა. გაოცება არა მარტო მან, არამედ დანარჩენმა ორმა გიტარისტმა გამოიწვია. პირველად, სანამ romero lubambo -ს დაკვრას მოვისმენდი არასდროს მეგონა, თუ კლასიკური გიტარით ამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა. ერთმანეთს მოსდევდა სოლო პარტიები და დარბაზში არ წყდებოდა აპლოდისმენტები. გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ სამ მუსიკოსს ბევრად მეტი შეუძლიათ ვიდრე ბევრ სხვადასხვა ინსტრუმენტებით აღჭურვილ ჯაზ ბენდს.

31h6p

მეორე კონცერტი იყო ლეგენდარული The Jazz Crusaders. ამ ფესტივალზე ყველაზე მეტი მათზე ვიცოდი და შესაბამისად მოლოდინიც დიდი მქონდა. შეუდარებელი იყო ჯო სემპლის კლავიში, wayne henderson -ის ტრომბონი, jonas wall -ის საქსაფონი. ეს იყო ის მელოდია, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს ჯაზში. იყო ბლუზი, გოსპელი, სოული, იყო ჯაზ-როკის ელემენტებიც. ყველაზე მეტად ჯო-ს კლავიშმა მომხიბლა, როიალი საოცარ ჰარმონიას გამოსცემდა, რაც არ უნდა რითმის შეგრძნების არმქონე ყოფილიყავი შეუძლებელი იყო მის დაკრულს არ აეყოლიებინე, რაც არ უნდა ჯაზის არმცოდნე ყოფილიყავი – მის აღებულ ყველა მგერაში პროფესიონალიზმი არ დაგენახა. გაოცება გამოიცვია დრამმაც, დიდი ხანია ასეთი სოლო შესრულება არ მინახავს დასარტყამ ინსტრუმენტებზე, wayne henderson-ის ტრომბონზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია, ამ ადამიანის მიმართ პატივისცემა ერთიორად გამეზარდა.
ასეთი იყო ჯაზ ფესტივალის მეორე დღე. ემოციური და საინტერესო.

ფოტოები ეკუთვნის ethnorevaz-ს.

მსგავსი ამბები

Back to top button