გასართობირეკორდებიუცნაური

ჩინელები დომინოს საკუთარი სხეულებით თამაშობენ

a5d85a771d5c

„გინესის წიგნში“ მოსახვედრად, ჩინეთში ათი ათასზე მეტმა ადამიანმა ითამაშა დომინო თავისი სხეულით. აქცია ჩატარდა შიდა მონღოლეთის ავტონომიური რაიონის ქალაქ ორდოსში, რომელიც ჩინეთის შემადგენლობაში შედის.
სრულიადში ნახეთ ვიდეოც

აქ 11 აგვისტოს კულტურის ფესტივალი ნოდომი, იგივე ნაადამი ჩატარდა. ქალაქის 10 267 სტუდენტმა და მოსწავლემ, რომლებიც ნარინჯისფერ და თეთრ სპორტულ ფორმაში იყვნენ გამოწყობილები, საკუთარი სხეულით დახატეს იეროგლიფები, რომლებიც ხოტბას ასხამდა თავიანთი ქალაქის სილამაზეს. ახალგაზრდა ადამიათა სხეულებით გაკეთებული წარწერის ზომებმა სიგრძეში – 200, სიგანეში კი – 150 მეტრი შეადგინა.

5dbe2ed28f18

აქციის ორგანიზატორებმა ეფექტის გასაძლიერებლად „დომინოს პრინციპი“ გამოიყენეს – როდესაც ყველა მონაწილემ რიგში აუცილებელი პოზიცია დაიკავა, ცნობილმა ჩინელმა კალათბურთელმა მენკე ბატირმა შოუს პირველ მონაწილეს ბურთი ესროლა, ის „დაეცა“ მის უკან მდგარ ამხანაგს… და დაიწყო „ადამიანების დომინოს ტალღის“ წარმოქმნა. ეს ლამაზი სანახაობა მხოლოდ 20 წუთს გრძელდებოდა. წარმოდგენის მომზადებას კი მთელი კვირის განმავლობაში, ყოველდღიური 4,5-საათიანი ვარჯიში დასჭირდა.

ქალაქ ორდოსში საზეიმოდ გაიხსნა პირველი საერთაშორისო ნოდომი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის, რუსეთის, ეგვიპტის, გერმანიის, ინდოეთის, იაპონიის, კორეის, ვიეტნამის, მონღოლეთის, ტაივანის წარმომადგენლებმა. ეს ტრადიციული მონღოლური ღონისძიება 11-დან 18 აგვისტოს ჩათვლით, ჩინგის-ხანის მავზოლეუმის ახლოს ტარდება. მისი ორგანიზატორები არიან ჩინეთის ფიზკულტურისა და სპორტის მთავარი სახელმწიფო სამმართველო და შიდა მონღოლეთის ავტონომიური რაიონის ადმინისტრაცია.

31 ივლისს მსგავსი აქცია ჩატარდა გერმანიაში, მაგრამ გერმანელებმა ამგვარ ეფექტს ვერ მიაღწიეს. „დომინოს პრინციპით“ სულ რაღაც 769 ადამიანი დაეცა ერთმანეთს ვაიდას სტადიონზე.

შიდა მონღოლეთში ჩატარებული სტუდენტური მიღწევა გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. წინა რეკორდი 2000 წელს სინგაპურში დამყარდა. მაშინ აქციაში მონაწილეობა 9 234 ადამიანმა მიიღო.

წყარო : თბილისელები

მსგავსი ამბები

Back to top button