გასართობისასარგებლოსურათები

მოგზაურობა დედამიწის გარშემო

ვაგრძელებთ მოგზაურობას და წარმოგიდგენთ მორიგ რამდენიმე ლამაზ ადგილს :)

  • ქალაქი ჰუანგლონგი, ჩინეთი.
  • მრავლადაა კირქვის აბაზანები, რომლებსაც სამკურნალო ეფექტი აქვს. ეს ადგილი 1992 წლიდან შესულია იუნესკოს მფარველობის ქვეშ. ტურისტები ყოველთვის უხვად არიან.

  • მილფორდის ყურე და მიტრეს მთა, ახალი ზელანდია.
  • წარმოადგენს ახალი ზელანდიის ყველაზე პოპულარულ ადგილს. 2008 წელს დასახელდა საუკეთესო მხარედ ტურისტული მოგზაურობისთვის. მთის სიმაღლე შეადგენს 1692 მეტრს.

  • მეტეორის მონასტრები, საბერძნეთი.
  • საბერძნეთის მართლმადიდებლური მონასტრების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და უმნიშვნელოვანესი კომპლექსი ათონის წმინდა მთის შემდეგ. კლდეებზე გაშენებულია 6 მონასტერი, შესულია იუნესკოს მფარველობის ქვეშ.

  • ჯიუზაიგუს მდინარე, ჩინეთი.
  • მოედინება ამავე სახელწოდების ხეობაში. 1992 წლიდან იცავს იუნესკო. ხეობის ფართობია 720 კვ. კმ. ამ ადგილას 140 უნიკალური ჯიშის ფრინველი ბინადრობს.

  • ანხელის ჩანჩქერი, ვენესუელა.
  • ყველაზე მაღალი წყალვარდნილი, სიმაღლეში 979 მეტრი, ეცემა აუანტეპის მთიდან. ეს მიდამო სიგიჟისა და ადრენალინის მოყვარულთა შეკრების ადგილია.

  • ნოიშვანშტაინის სასახლე, ბავარია, გერმანია.
  • აშენდა მე-19 საუკუნეში რომანული სტილით. აშენების იდეა ეკუთვნის მეფე ლუდვიგ II-ს. მეორე მსოფლიო ომის ბოლო პერიოდში აქ ინახებოდა გერმანიის რაიხსბანკის ოქროს მარაგი, რომელიც მოგვიანებით უცნობ ადგილზე იქნა გადატანილი.

  • ულინიუანი, ჩინეთი.
  • ეს ადგილი ცნობილი გახდა 3100 მაღალი ქვიშაქვის სვეტით. ზოგი მათგანი 800 მეტრამდეა, ჩამოყალიბდნენ კარსტული გზით. 1992 წლიდან მას იცავს იუნესკო.

  • კუნძული ტასმანია, ავსტრალია.
  • სიდიდით რიგით 26-ე კუნძული საკმაოდ მომზიდველი ადგილია უნიკალური ფლორითა და ფაუნით.

  • აკრძალული ქალაქი, ჩინეთი.
  • ჩინეთის სამეფო სასახლე მინგის დინასტიიდან ქინგამდე. მდებარეობს შუაგულ პეკინში და დღესდღეობით მუზეუმს წარმოადგენს.

  • ელ-ტაჯინი, მექსიკა.
  • კოლუმბამდელი ცივილიზაციის კერა, აყვავების პერიოდი იყო 600-1200 წლები. უხვადაა უძველესი პირამიდები და მონუმენტები.

  • სიგირია, შრი ლანკა.
  • უძველესი კლდის ციხე-სიმაგრე, აშენებული მეფე კასაპა I-ის დროს (477 – 495).

  • პლიტვისის პარკი, ხორვატია.
  • ტბები, ჩანჩქერები და ულამაზესი ადგილები. შესანიშნავი საშუალება რელაქსაციისთვის. ფართობი შეადგენს 102 კვ.კმ-ს. ხორვატიის ყველაზე პოპულარული ტურისტული ცენტრია.

    Lavanya by Jigsaw Killer

    მეორე ნაწილის ზი ენდ :mamao:

    თეგები

    მსგავსი ამბები

    Back to top button
    Close
    Close