მშვიდობის სიმბოლო…
მშვიდობის სიმბოლო (პაციფიკი) შეიქმნა 1958 წლის 21 თებერვალს ბრიტანელი მხატვრისა და დიზაინერის ჯერალდ ჰოლტომის მიერ ბრიტანული ატომური განაიარაღების მოძრაობისათვის.
ეს მოძრაობა აქტიურად იბრძოდა ატომური შეარაღების წინააღმდეგ და 1958 წლის 4 აპრილს მასობრივ მანიფესტაციას გეგმავდა და სწორედ ამ მანიფესტაციის დროს გამოჩნდა ეს სიმბოლო პირველად და პოპულარობა მოიპოვა.
სიმბოლო წარმოადგენს ასო N და D_ს კავშირს( “Nuclear Disarmament”-ატომური განაიარაღება).ხოლო სიგნალების ანბანში N და D ასე გამოისახება.
ჰოლტომი შემდგომ ასე აღწერს მისი შექმნის ამბავს:
“მე ძალიან დაბნეული ვიყავი.გამოვსახე საკუთარი თავი-დაბნეული ადამიანი,ხელებდაშვებული და გვერდით მიმართული ისე როგორც გოიას ცნობილ ნამუშევარზე ასახულ გლეხი დახვრეტის წინ”…
პოპულარობის პიკს 60_იან წლებში მიაღწია და ამერიკაშიც გავრცელდა.აქტიურად გამოიყენეს ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო კამპანიის დროს და სწორედ აქედან იწყება მისი როგორც მშვიდობის სიმბოლოდ გამოყენება.
წლების განმავლობაში ამ სიმბოლოს იყენებდნენ:ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციები,გარემოს დამცველები და აპარტეიდის მოწინააღმდეგეები,ომის მოწინააღმდეგენი და ა.შ.
ასევე რამდენჯერმე კომერციული მიზნებისთვისაც გამოიყენეს,მაგრამ ეს არ არის სავაჭრო მარკა და მისი გამოყენება ნებისმიერს შეუძლია ვისაც მშვიდობა უნდა.1999 წელს კი ამერიკელებმა საფოსტო მარკაც გამოუშვეს “პაციფიკის” გამოსახულებით.
წყარო:www.cnduk.org…www.wikipedia.org…www.nationalgeorgaphic.com