ახალი ამბებისაკითხავი

ძალიან საფიქრალი სტატია


დღეს სამსახურში ჟურნალი “ფოკუსი” ავიღე და გადათვალიერება გადავწყვიტე, ხოდა, ნენე კვინიკაძის სტატია შემხვდა ეგრევე. მასთან ურთიერთობა მქონდა დიდი ხნის წინ, მწერლობას, რომ ვაპირებდი. ჩემი წიგნი უნდა გამოგვექვეყნებინა ერთად. ხოდა რადგან ასე თუ ისე შეხება მქონდა ამ პიროვნებასთან, ვიფიქრე წავიკითხავ მეთქი, ხოდა, წავიკითხე და ახლა მინდა სიტყვა სიტყვით აქ დავწერო:

“ჩემი მეგობარი სანდრო კობერიძე, ბერლინის კინოაკადემიაში სწავლობს. ახლახანს ტატუირების გაკეთება მოისურვა. იქაური კანონის გათვალისწინებით, მსურველმა სისხლის ჯგუფის საბუთი უნდა წარადგინოს. სანდრომ არ იცოდა, რომელი ჯგუფის სისხლი ჰქონდა. დედას შეგნებულად არ დაურეკა, რადგან, ჩათვალა, რომ ის დაეჭვდებოდა და ინერვიულებდა. როგორც ყველა სტუდენტი, სანდროც ფულს ზოგავს. შესაბამისად სისხლის ჯგუფის კვლევას ამჯობინა, მახლობლად მდებარე სისხლის ჩაბარების ბანკში მივიდეს და სამი კურდრელი ერთადროულად დაიჭიროს: 1.ჩაიდინოს სიკეთე. 2.დაადგინოს სისხლის ჯგუფი(უსასყიდლოთ). 3.აიღოს ფული.

არ ვიცი, რამდენი თქვენგანი ხვდება საით მიდის ეს ამბავი… მოკლედ, სისხლის ბანკში მისულ სანდრო კობერიძეს განუცხადეს, ქართველების სისხლს არ ვიბარებთო.

ყველანაირი შეფასება ზედმეტი მგონია!!! ქართველებმა გერმანიაში ყველაფერი გააკეთეს ამ შედეგის მისარებად.

მაგრამ მაინც მწყინს და მხოლოდ ერთი კითხვა მიჩნდება: იბარებენ თუ არა გერმანელები რუსების სისხლს? რა თქმა უნდა, იბარებენ. იმიტომ, რომ გერმანიამ იცის, ეს სავალდებულო რევერანსია!

მაგრამ გერმანიამ არ იცის, რომ მეორე მსოფლიო ომში 300 00 ქართველი დაიღუპა. ჩვენისტანა პატარა ქვეყნისთვის ეს აუნაზღაურებელი დანაკლისია.

საქართველოდან ინფორმაციას ყოველთვის უჭირდა ადრესატამდე მისვლა. ისე მიკვირს მარიო ვარგას ლიოსამ რომ გაიგო სამი ქართველი მწერლის დაკავების ამბავი…

მაგრამ ეს სხვა ისტორიაა, სხვა ეტაპია. ეს კი ჩემი პირადი ფოსტის მისამართია შოთა გაგარინისთვის: nestan.nene (AT) gmail.com”

ჩემი აზრით ბევრ რამეზე გვჭირდება დაფიქრება.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close