საკითხავისურათებიუკატეგორიო

გოგონა წარმოუდგენელი თმით

e2a848a7766a
სუპერმოდელი – რუსლანა კორშუნოვა იყო ყაზახეთიდან, რომელმაც მხოლოდ სულ რაღაც 20 წელი იცოცხლა

21e32365167a

რუსლანა კორშუნოვა დაიბადა ტალდიკორგანში (ალმა-ატა, ყაზახეთი) 1987 წლის 2 ივლისს. მისი მამა სერგეი კორშუნოვი გარდაიცვალა 1992 წელს, როდესაც ის 5 წლის იყო. მისი დედა (ნეე კუტენკოვა) და მისი ძმა ცხოვრობენ ყაზახეთში. ის თავისუფლად ლაპარაკობდა რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

731de5812d47

ის აღმოაჩინეს 2003 წელს, როდესაც ჟურნალი All Asia ბეჭდავდა სიუჟეტს ალმატის ადგილობრივი გერმანული ენის კლუბზე, რომელსაც მაშინ რუსლანა ესწრებოდა. მისი ფოტო რომელიც გამოირჩეოდა სტატიაში შეიმჩნია დები ჯონსმა Models 1_დან. მან მიიწვია რუსლანა, რომელიც მაშინ 15 წლის იყო და ზედმეტსახელად Russian Rapunzel ეძახდნენ გრძელი წაბლისფერი თმის გამო. კორშუნოვა წარმოადგენდა შემდეგ სააგენტოებს: IMG (ნიუ-იორკი, პარიზი, ლონდონი, მილამი), Beatrice (მილანი), Traffic Models (ბარსელონა), Marilyn Models და iCasting Moscow, რომელიც დედამისის სააგენტოს წარმოადგენდა. მისი ფოტოები იბეჭდებოდა ისეთი ჟურნალის გარეკანზე, როგორიცაა ფრანგული Elle და Vogue_ს პოლონური და რუსული ვერსიები. ის ასევე თანამშრომლობდა შემდეგ ბეჭდვით მედიასთან, რომლის რეკლამირებასაც ეწეოდა: Blugirl by Blumarine, Clarins, Ghost, Girbaud, Kenzo Accessories, Marithé & François, Max Studio, Moschino, Old England, Pantene Always Smooth, Paul Smith, ასევე Vera Wang_ის ქალის თეთრეულს. ის ასევე ჩნდებოდა ნინა რიჩის სუნამოს Nina_ს რეკლამაში.

a7c536817c9c

2008 წლის 28 ივნისს დაახლოებით ღამის სამის ნახევარზე რუსლანა გარდაიცვალა მას შემდეგ რაც იგი მეცხრე სართულიდან, მისი ბინის აივნიდან გადმოვარდა, რომელიც მანჰეტენის ფინანსურ რაიონში მდებარეობდა. პოლიციამ განაცხადა, რომ სახლში არანაირი ბრძოლის ნიშნები არ იყო და დაასკვნა რომ გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა იყო. კორშუნოვას ყოფილმა ბოიფრენდმა არტემ პერჩენოკმა განაცხადა, რომ იგი გადმოგდეს მისი ბინიდან მას შემდეგ როდესაც მათ ნახეს პატრიკ სვეიზის და დემი მურის ფილმი – Ghost together. “მე ვგრძნობ,რომ იგი მოვიდა მადლობის სათქმელად” – განაცხადა არტემმა. “ის იყო კარგი ადამიანი”, დაამატა The New York Post_ში. თუმცა, რუსლანა გულგატეხილი და გაბრაზებული ჩანდა მის ჩანაწერებში, რომელსაც სოციალური ქსელის საიტებზე აკეთებდა..კორშუნოვას მესიჯი, რომელიც 2008 წლის მარტში დაიბეჭდა იყო შემდეგი: “მე ვარ დაკარგული. ნუთუ მე ვიპოვი ოდესმე ჩემს თავს?” პოლიციამ განაცხადა, რომ მხოლოდ რამოდენიმე რეცეპტის აბების ბოთლები იპოვეს მის ბინაში რუსული ეტიკეტებით. რუსლანას დედას, ვალენტინას, არ სჯერა მისი გოგონას თვითმკვლელობა. “მე მითხრა მისი სამუშაოს პრობლემები ერთი წლის წინ. მან თქვა, რომ მას უნდოდა დაეტოვებინა სამოდელო ბიზნესი. ყველაფერი იყო მშვენივრად. თუ მას რაიმე პრობლემა ექნებოდა სამსახურში, ის მეტყოდა”, განაცხადა ვალენტინამ.

e21699f30490

2008 წლის 7 ივლისს რუსლანა დაკრძალეს ხოვანსკოიეს სასაფლაოზე მოსკოვში. მისმა დედამ განაცხადა რუსულ გაზეთ “კომსომოლსკაია პრავდაში”, რომ მისი ქალიშვილის საყვარელი ქალაქი იყო რუსეთის დედაქალაქი და , რომ “მას სურს მის საყვარელ ქალაქ მოსკოვში იყოს მისი უკანასკნელი განსასვენებელი ადგილი”.

853a45307669

199837e78ede

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close