NASA BEAM – საერთაშორისო კოსმოსური სადგურის კერძო მოდული.
კომპანია Bigelow Aerospace შექმნილია იმისათვის, რომ მომავალში დედამიწის ორბიტაზე გაუშვას კერძო კოსმოსური სასტუმრო, მაგრამ ეს მოხდება სავარაუდოთ მომდევნო ათწლეულში. მანამდე კი Bigelow Aerospace NASA-ს დაკვეთით აკეთებს მოდულს საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის.
კომპანია Bigelow Aerospace არის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი იმ მცდლობისა, რომ კერძო კომპანიებმა დაიპყრონ კოსმოსი. ის შეიქმნა 1998 წელს სასტუმროების მაგნატის რობერტ ბიგელოუს მიერ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მომავალში გახდეს ორბიტალური სასტუმროს პირველი მფლობელი. ფირმა ამზადებს ორბტალურ მოდულებს, რომელთაგან ორი უკვე ტრიალებს დედამიწის გარშემო, მაგრამ ადამიანების გარეშე.
პირველი მაცხოვრებელი ორბიტალურ მოდელზე გახდება Bigelow Expandable Activity Module (BEAM), რომელიც ამჟამად იქმნება NASA-ს დაკვეთით.
Bigelow Expandable Activity Module (BEAM) სიგრძეში იქნება 4 მეტრი და 3,35 მეტრი დიამეტრში. მასში განთავსდება 6 ასტრონავტი.
ამ კვლევების შედეგები გახდებიან სათავეები კომპანიის საქმიანობის გაგრძელებისა. თუკი ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდება, მაშინ NASA დაუკვეთავს უფრო მეტ მოდულებს და კოსმოსურ სადგურებს.