საინტერესო ფაქტები…
საინტერესო ფაქტები ონლაინ გეიმინგზე
სხვადასხვა უცხოური საიტიდან მოვაგროვე ეს სტატისტიკები და გადმოვაქართულე, მემგონი ასეთი სახით მოცემული ინფორმაცია უფრო თვალსაჩინოა და მხოლოდ ტექსტს ჯობია. ამ პოსტში მხოლოდ სამი განსხვავებული სტატისტიკაა, რადგან ეს სურათები საკმაოდ დიდი ზომისაა ამიტომ მხოლოდ სამს დავდებ.
როგორც იცით, მე გამოვაცხადე კონკურსი რომლის მიზანია, უცნაური ბლოგის მომხმარებლებმა გააკეთონ პოსტერი რომლითაც ბიძია სემის პოსტერი ჩანაცვლდება (რომელიც დაბლაა მოცემული) კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუ შენ შეგიძლია ხატვა, ან კარგად ფლობ ფოტოშოპს, მაშინ შექმენი პერსონაჟი რომელშიც გაერთიანებული იქნება პროპაგანდული პოსტერი და ქართული ელემენტები. შენს მიერ შექმნილი პერსონაჟისთვის შეგიძლია ასევე მოიფიქრო სახელი და გამოაგზავნო სურათთან ერთად. საბოლოო ვარიანტი გამომიგზავნე მისამართზე [email protected] სურათები მიიღება 31 დეკემბრამდე, ხოლო შემდეგ გამოქვეყნდება ბლოგზე, სადაც საიტის მომხმარებელი აირჩევს საუკეთესოს.
P.S. გამარჯვებული პოსტერის გამოყენებისას მითითებული იქნება მისი ავტორი, ამიტომ აუცილებლად გამოაგზავნეთ სურათთან ერთად თქვენი სახელი და გვარი, ან ნიკი.