საქართველოუკატეგორიო

მანდატურთუხუცესი-მანდატური?!


მანდატურების უფლებები ძველ დროში

მანდატურთუხუცესი , მანდატურების უფროსი, ერთიანი ქართული სამეფოს ხანაში საპოლიციო უწყების ხელმძღვანელი, ერთ-ერთი ვაზირთაგანი და მანდატურების უფროსი. მას ხელმწიფის კარზე წესრიგის დაცვა და სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციათა შესრულება ევალებოდა. მანდატურთუხუცესის საგანგებო სამოხელეო ნიშანი “სამანდატურო არგანი” (ოქროს ჯოხი) იყო. იგი თავისი რანგითა და პატივით ამირსპასალარს უტოლდებოდა. იყო შემთხვევები მანდატურთუხუცესის და ამირსპასალარის სახელოების გაერთიანებისა.
ფეოდალურ საქართველოში სავაზიროში შემავალი ზოგიერთი უწყების ხელმძღვანელს საერთაშორისო თუ დიპლომატიურ ურთიერთობათა წარმართვა ევალებოდა და იგი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ჰქონდათ განაწილებული. მანდატურთუხუცესი უცხო ქვეყნების ელჩების ჩამოსვლას, მიღება-დაცვასა და სხვა მსგავს საკითხებს ადევნებდა თვალყურს. ამ კუთხით იგი საგარეო საქმეთა გამგის მოვალეობასაც ასრულებდა. მისდამი დაქვემდებარების ზოგიერთ თანამდებობაშიც (ამირეჯიბი, მესტუმრე) მსგავსი ვალდებულებანი იყო ჩადებული. XVII საუკუნეში მანდატურთუხუცესის თანამდებობა ეშიკაღასბაშმა შეცვალა.

მანდატური,ხელჯოხიანი, საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის დაბალი მოხელე ფეოდალურ საქართველოში. ტერმინი „მანდატური“ ქართულ ისტორიულ წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით, „მანდატური სამასი სახლი არის ამიერ და იმიერ… სამნი აზნაური არიან… და სხვაჲ ყველა გლეხია“. მანდატურები მანდატურთუხუცესს ექვემდებარებოდნენ. მათ ევალებოდათ სავაზირო შენობის დაცვა სხდომების დროს, საპატიო მგზავრის გაყოლა, სამეფო ზვრების სამუშაოთა ხელმძღვანელობა და სხვა. მანდატური თავის სამოხელო ნიშანს — არგანს ატარებდა. გვიანდელ ფეოდალურ პერიოდში მანდატურის მნიშვნელობით იხმარებოდა ტერმინები ბოქაული და იასაული.
თანამედროვე საქართველოში პარლამენტის აპარატის სტრუქტურაში არსებობს მანდატურის სამსახური, რომლის მიზანია პარლამენტის სასახლეში პარლამენტის პლენარული და კომიტეტების სხდომების მიმდინარეობისას დარბაზში და მის გარე პერიმეტრზე წესრიგის დაცვა.
ახლა უკვე სკოლაშიც.

ბავშვებო,ერთი კითხვა მაქვს:
თქვენთანაც შეცვალეს მანდატურები და რამდენნი არიან?

წყარო:wikipedia.org

თეგები
Back to top button
Close
Close