არქივი

ჰიპნოზი, მეთოდი, რომელსაც მრავალმხრივი რეალიზაცია აქვს

229387d0cfe9

ჰიპნოზი არის ცნობიერების დროებითი მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ შთაგონებით არის გამოწვეული.

ამ დროს ადამიანის ცნობიერი მხარე საერთოდ გათიშულია და ადამიანი ემორჩილება ჰიპნოტიზიორის ბრძანებებს. ჰიპნოზი სათავეს შორეულ წარსულში იღებს და ის ახალი ხილი სულაც არ არის. ადამიანის შთაგონებით დამორჩილებას შუმერის, ძველ ეგვიპტისა და ინდოეთის რელიგიურ ტაძრებში ქურუმები ფლობდნენ და იყენებდნენ (არსებობს გადმოცემა, რომ ინდოელ ფაკირებს შთაგონებით შეეძლოთ ახალი დათესილი მარცვალი მიწაში გაეღვივებინათ და რამოდენიმე წუთში ის მიწიდან ამოწვერილიყო).

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ცნობილი ფრანგი მწერლის ალექსანდრე დიუმას (მამა) ნაწარმოების “გრაფი მონტე კრისტოს” პერსონაჟი აბატი ფარია რეალურად არსებული პიროვნება იყო. წარმოშობით პორტუგალიელი აბატი XIX საუკუნის დასაწყისში რამოდენიმე წელი ცხოვრობდა ინდოეთში, კონკრეტულად კი გოაში, სადაც მან შეისწავლა ჰიპნოზი. საფრანგეთში დაბრუნების აბატმა ფარიამ გამოსცა წიგნი “ძილის გამოძახება და მისი გავლენა ადამიანზე“. ამ წიგნში მან აღწერა ჰიპნოზის უძველესი მეთოდი, რომელსაც ბრაჰმანები იყენებდნენ. ეს მეთოდი კი შემდგომში მდგომარეობდა, აბატი დაჟინებით უყურებდა იმ ადამიანს, ვისი დაჰიპნოზებაც უნდოდა და შემდეგ მთელი ხმით უყვიროდა “დორმეზ” (დაიძინე)

0afcc53772ac

დღეს ჰიპნოსუგესტია წარმატებით გამოიყენება ისტერიული დამბლის, მეტყველების და სმენის დარღვევების, ამნეზიის, ენაბლუობის და სხვა ანალოგიურ შემთხვევებში. მიზანმიმართული მუშაობით შეიძლება მოიხსნას ემოციური დაძაბულობა, შფოთვა და აკვიატებები. ჰიპნოსუგესტია ასევე ეფექტურია ბავშვების მავნე ჩვევებისა და მოზარდების ქცევს დევიანტურ ფორმებთან ბრძოლაში. მიზანშეწონილი არის ჰიპნოსუგესტიის გამოყენება სექსუალური დარღვევების დროს, განსაკუთრებით ქალებთან.
ჰიპნოთერაპია გამოიყენება ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და მწეველობის გადასაჩვევად. იგი ფართოდ გავრცელდა მეანობასა და გინეკოლოგიაში. სპეციალური მეთოდიკები შეიქმნა მშობიარობის გაუტკივარებისათვის.

ჰიპნოთერაპიის გამოყენებამ შეიძლება არასასურველი შედეგი გამოიღოს, მაგალითად შიზოფრენიის სხვადასხვა ფორმის დროს, დებილობის , გულის დაავადებებისა და სხვა მრავალ შემთხვევაში.

ჰიპნოზის გამოყენება ტკივილგამაყუჩებლად არაა რეკომენდირებული, როცა ტკივილს სიგნალის ფუნქცია აქვს. ფსიქოთერაპევტი ( განსაკუთრებით მამაკაცი ) უნდა მოერიდოს სეანსების ხშირ განმეორებას ქალებთან, რომლებსაც მისკენ აქვთ ლტოლვა. სეანსები უნდა ჩატარდეს სამკურნალო დაწესებულებებში მესამე პირთა თანდასწრებით.

ad69a12154fc

ჰიპნოზს აქტიურად არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ ცხოვრების სხვა სფეროებშიც იყენებდნენ. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან სპეცსამსახურების ხელში ჰიპნოზი საკმაოდ მძლავრი იარაღი გახდა. ხშირად სწორედ ჰიპნოზის საშუალებით ხდებოდა ფსიქოლოგიურად სუსტი ადამიანების დათანხმება სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე ან ინფორმაციის მიღებაზე.
ამ ყველაფერმა მოიტანა მასიური ჰიპნოზის, ანუ ზომბირების საჭიროება. მუშაობა მასიურ ჰიპნოზზე და ადამიანთან ზომბირებაზე გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო. როგორც ბევრ სხვა სფეროში, აქაც ძირითადად, ორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის საიდუმლო ლაბორატორიებში ხდებოდა მუშაობა.

მასიური ჰიპნოზის უმთავრესი ინსტრუმენტი ტელევიზიაა და სწორედ ტელევიზიის საშუალებით ხდება ადამიანების ამა თუ იმ იდეის თავზე მოხვევა და ზომბირება. მასიური ჰიპნოზის საკმაოდ კარგი მაგალითია სატელევიზიო რეკლამა, როდესაც ადამიანი გაუცნობიერებლად უყურებს და უსმენს მისთვის ერთი შეხედვით უინტერესო ინფორმაციას. ეს ინფორმაცია მის ქვეცნობიერში “ღრმად ილექება” და შემდგომში აუცილებლად “ამოტივტივდება როცა საჭირო გახდება“.
სხვათა შორის, მასობრივ ჰიპნოზის უნარს არც თუ იშვიათად ფლობენ პოლიტიკოსები, რომლებსაც ორატორული ნიჭი აქვთ. ისინი საჯარო გამოსვლების დროს შეუჩერებელი ლაპარაკით და დამაჯერებელი ტონით თავბრუს ახვევენ ფართო მასებს, რაც შემდგომში საშუალებას აძლევთ მოიპოვონ უფრო მეტი გავლენა, ეს კი თითქმის ყოველთვის არასასურველი შედეგით სრულდება.
საუბარია იმაზეც, რომ ჰიპნოზის ელემენტები გამოიყენება სხვადასხვა მომღერლებისა და მუსიკალური ჯგუფების მიერ.

წყარო: ajafsandal.wordpress.com

1ff59e4e9a7a

მსგავსი ამბები

Back to top button