არქივი

ჯანსაღი საკვები

f5be9dae229e

მეცნიერები გვირჩევენ, რომ  სახლში დამზადებული კერძები მივირთვათ, თავი ვარიდოთ სწრაფი კვების ობიექტებში ჭამას, რადგან არ ვიცით, რას მივირთმევთ ამ დროს, რამდენად ჯანსაღია საკვები, რომელსაც იქ გვთავაზობენ, დაცულია თუ არა სანიტარიული ნორმები. შინ, საკუთარ სამზარეულოში, ამას უკეთ მოახერხებთ.

 

საჭიროა მხოლოდ, პროდუქტების გონივრულად შერჩევა შეგეძლოთ. ჯანსაღი კვება არც ისე ძვირია. თუ მაცივარს ასეთი საკვებით ავავსებთ, ფულსაც დავზოგავთ და ჯანმრთელობასაც.
d433c3945c0f

სასურველია, შინ ყოველთვის გქონდეთ:
ბურღულეული, ზეთი, ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, კვერცხი, თევზი, რძე და რძის ნაწარმი. ეს პროდუქტები ჯანმრთელიც არის და იაფიც. კომბოსტო, ჭარხალი, შვრია, ლობიო, ბარდა მინიმალური შემოსავლის მქონე ოჯახებისთვისაც ხელმისაწვდომია. თუ რეგულარულად მიირთმევთ ჩამოთვლილ პროდუქტებს, თქვენს ორგანიზმს არასოდეს მოაკლდება ვიტამინები. თუ უარს იტყვით მზა საკვებზე – ჰამბურგერებზე, კარტოფილის ჩხირებზე, ფუნთუშებზე, გაურკვეველი ხარისხის ტკბილეულზე და მათ ნაცვლად მიირთმევთ ხილს, ბოსტნეულს, რძის ნაწარმს, სალათებს, არა მარტო საკუთარ ბიუჯეტს გაუწევთ შეღავათს, არამედ მოხდენილობასა და ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ.
ab47f16ee120


ბევრს სჩვევია საკვების მომარაგება, მაგრამ ყოველგვარი პროდუქტის დიდხანს შენახვა არ შეიძლება. ეს უნდა გახსოვდეთ, როცა მაღაზიაში წახვალთ სურსათის შესაძენად. მიეჩვიეთ იმდენის შეძენას, რამდენის ათვისებასაც შეძლებთ 2-3 დღის განმავლობაში. ხორცი და თევზი მომზადებისთანავე უნდა მიირთვათ.
c64d5a905468

კერძის გაცხელებისას მასში არსებულ სასარგებლო ნივთიერებებს კარგავთ და ორგანიზმს წიდით ავსებთ. გამოდის, რომ სულ ტყუილად დახარჯეთ ფული. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები: 1. შეიძინეთ ხილი და ბოსტნეული სეზონის მიხედვით; 2. როცა სურსათის მომარაგებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რამდენად მალფუჭებადია ესა თუ ის პროდუქტი, როგორ ტემპერატურაზე და რა სახით უნდა შეინახოთ. თუ გსურთ, ჯანსაღად იკვებოთ, სუფრაზე მუდამ უნდა გქონდეთ:
ბურღულეული – ბრინჯი, წიწიბურა, შვრია. უკეთესი იქნება, თუ ფაფებს წყალზე მოამზადებთ – უფრო იოლია, იაფი და, რაც მთავარია, სასარგებლო. შეგიძლიათ დაამატოთ გარგარის ჩირი, სოკო. რჩევა: შეინახეთ ბურღული სპეციალურ კონტეინერებში.
ccf8ec594b57

ხილი.-მას მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. მდიდარია უჯრედისით, რომელიც ასე საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის. რჩევა: შეინახეთ ხილი მაცივარში, თუმცა დიდხანს არა – მაქსიმუმ ერთი კვირა. ნუ შეინახავთ ცელოფნის პარკით.

ბოსტნეული – ის მთელი წელი უნდა იყოს თქვენს სუფრაზე. ეგზოტიკური ძვირად ღირებული ჯიშები მაინცდამაინც ნუ გაგიტაცებთ; ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტო, გოგრა არც ისე ძვირი ღირს და ძალიან სასარგებლოა. თითოეული მათგანი სავსეა ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც გამუდმებით სჭირდება ჩვენს ორგანიზმს. რჩევა: ბოსტნეულისგან გემრიელი გარნირი მზადდება. მაგალითად, ჭარხალი გაფქცვნით, მოაყარეთ წიწაკა, მარილი, გაახვიეთ ფოლგაში და შედგით ღუმელში, ლითონის ბადეზე, 25 წუთით.
a82b961c8b25

თევზი – ის წყაროა ცილისა, რომელსაც ადვილად ითვისებს ორგანიზმი. გაყინული თევზი ცოცხალზე არანაკლებ სასარგებლოა. რჩევა: თევზი და ხორცი მიირთვით მწვანილისა და ბოსტნეულის გარნირით.

რძე და რძის ნაწარმი – სასარგებლოა და არც ისე ძვირი ღირს. პასტერიზებულს კი ცოცხალი პროდუქტი სჯობია.
fa623d20d58d

რჩევა: აუცილებლად შეამოწმეთ პროდუქტების ვადა
b068950da8e7

Back to top button