ცისფერი ლაგუნა მდებარეობს ნახევარკუნძულ Reykjanes- ზე ისლანდიის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში. ის ჩამოყალიბდა ფოროვანი ლავით, ლავა ისეთი ფხვიერია რომ მასში ზღვის წყალი ჟონავს, სწორედ ამ პროცესში წარმოიქმნა მიწისქვეშა რეზერვუარი ცხელი გეოთერმული ზღვის წყლით.
1976 წელს აქ აშენდა გეოთერმული ელექტრო სადგური რომელიც კუნძულის რესურსებს იყენებს იქ მცხოვრებ ადამიანთა სასარგებლოდ.
ცისფერი ლაგუნა ითვლება ბუნების ერთ-ერთ სასწაულად. ის არის ერთადერთი მსოფლიოში.
1999 წელს ამ ადგილას შეიქმნა მსოფლიოში ცნობილი სპა ცენტრი. მისი სიღმე არის საშულაოდ 1,5მ ,სიგანე კი 200მ და დღესაც იზრდება. ლეგენდის თანახმად ის აღმოაჩინა ისლანდიელმა ინჟინერმა რომელის სამსახურიდან დაბრუნებული ჩავიდა ამ წყალში და ამოსულმა გაცილებით უკეთ იგრძნო თავი.
და მაინც რა არის ასეთი განსაკუთრებული ცისფერ ლაგუნაში? – ის მდიდარია ბუნებრივი მარილებით, მისი ტემპერატურა ზამთრის ყველაზე ცივ დღეებშიც კი არ არის 16°C ზე ნაკლები ხოლო მისი საშუალო ტემპერატურა 37°C ია.
წყალი მთლიანად ცისფერია და ასდის ორთქლი ეს ისეთი შეგრძნებაა თითქოს ღრუბელებში იმყოფებით მაგრამ წყალი ყოველთვის არ არის ესეთი ის შეიძლება ხანდახან თეთრი ან ღია მწვანეც იყოს.
ამ ადგილის ყველაზე საინტერესო ფაქტი არის ის რომ ლაგუნას პირობები იდეალურია ბაქტერიების არსებობისთვის მაგრამ გამოკვლევებმა აჩვენა რომ არცერთი ბაქტერია არ არის ამ წყალში. ცისფერ ლაგუნას წელიწადში 300 000 ადამიანი სტუმრობს ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ადგილის უნიკალურობას.