არქივი

უცნაური და იშვიათი სუპები

8b8rl
თუკი თქვენ ბავშვობაში გეზიზღებოდათ ბოსტნეულის სუპი, ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაგიმართლათ, რომ აზიის რომელიმე ქვეყანაში არ დაიბადეთ :) წარმოგიდგენთ 5 უცნაურ სუპს, რომელიც არაა მიზანშეწონილი მშივრებისთვის :yes:

ჩიტის ბუდე
n2csc
ერთ-ერთი ყველაზე ძვირი კერძია სუპებს შორის და მზადდება ადგილობრივი ჩიტების ბუდეებისგან. ჩინურ სამზარეულოში მას უკვე 400 წლიანი ტრადიცია აქვს. პატარა ჯამით მისი დაგემოვნება 100$-მდე დაგიჯდებათ, ხოლო 1 კგ სუპი კი 2000$-მდე. რახან ასეთი ფასი ადევს, ეტყობა კლიენტი არ აკლიათ და გემრიელიცაა :(

ირმის პლაცენტა
zhi2c
ისევ ჩინეთი, შანხაი. ირმის პლაცენტის სუპი შველის უძილობას, დაღლილობას, წმენდს თირკმლებს, კანს, მატებს ადამიანს სიცოცხლიუნარიანობას და სექსუალურ აქტივობას. შემადგენელი ნაწილებია სოკო, ყვავილები, შავი წიწილა და ირმის მყესი – ეს ყველაფერი ერთად იხარშება ბულიონად. ხორცეული ნაწილები საკმაოდ ელასტიურია, რაც ღეჭვას აძნელებს.

შირაკო
0rt90
ამჯერად გადავინაცვლოთ იაპონელებთან. ჩინელებს არ ჩამოვრჩეთო და მოიგონეს სუპი ვირთევზას საკვერცხე ჯირკვლებით.:D შირაკოს მიირთმევენ უმად, ან უმატებენ სუპს. საკვერცხე ჯირკვლებს აცხელებენ გარკვეული ხნის განმავლობაში, სანამ კრემის მაგვარ მასას არ მიიღებენ. შირაკო ითარგმნება როგორც “თეთრი ბავშვები” და მზადდება ზამთარში. ამბობენ, რომ ეს კერძი სექსუალურ მონაცემებს აძლიერებს.

ღამურას სუპი
7uhdv
პალაუს კუნძულებზე (წყნარი ოკეანე) ეს კერძი დელიკატესია. კუნძულზე არის ღამურას ორი სახეობა – მწერების მჭამელი და ხილის მჭამელი. კერძი სწორედ ამ უკანასკნელით მზადდება. მას აგდებენ ქოქოსის რძეში, უმატებენ ჯანჯაფილსა და სანელებლებს და ხარშავენ რამდენიმე საათის განმავლობაში. რესტორანში კლიენტს შეუძლია აირჩიოს, რომელი ღამურა მოხარშონ მისთვის. ტურისტები ამბობენ, რომ შესანიშნავი გემო აქვს, რაც აბორიგენების აზრით, იმის გამოა რომ ღამურას ცოცხლად ხარშავენ :(

ვეფხვის სასქესო ორგანო :yes:

სხვადასხვა ცხოველების (ზოგან ადამიანებისაც) სასქესო ორგანოებით ბევრი კერძი მზადდება, მაგრამ ეს მათთან შედარებით იშვიათია, რადგან ვეფხვის დაჭერა იოლ საქმეს არ წარმოადგენს. აზიის ქვეყნებში ეს კერძი მისწრება იყო, რადგან ვიაგრას ეფექტის მქონედ მიაჩნდათ. გამშრალ ორგანოს 1 კვირის განმავლობაში ალბობენ წყალში, შემდეგ კი 24 საათის განმავლობაში ხარშავენ, თან სანელებლებს და სპეციალურ წამლებს უმატებენ. ერთი პორცია ასეთი სუპი 400$ ღირს.

__________________________________

ჭამის მადა თუ გაგიქრათ, ჩემი ბრალი არ არის :boli:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button