კულტურა

Grid – ახალი, რევოლუციური ინტერნეტ სერვერი მსოფლიოს მასშტაბით!

3a031a6f814e

Grid  ეს არის სრულიად ახალი და ყველაზე ძლიერი მონაცემთა გადაცემის სისტემა მთელს მსოფლიოში.

ის ჯერ არ არის ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, თუმცა მას უკვე ბევრი მეცნიერი წარმატებით იყენებს.

მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ იაპონია (მათ ხომ უყვართ ყველაფერი ახლის უცბად ათვისება). რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ
(არა და ამ პოსტის დამატების მიზეზიც ზუსტად ეს არის) თუ აქამდე ცუნამის მოახლოების საფრთხის განსაზგვრას რამდენიმე კვირა
ჭირდებოდა, გრიდის საშუალებით 1 დღე სრულიად საკმარისი გახდა.

მეცნიერები ასევე იუწყებიან, რომ მოხმარებიდან გადავა სიჩქარის საზომი ერთეული – მეგაბაიტი (mb), უფრო სწორად რომ ვთქვათ,
გრიდის სიჩქარის მეგაბაიტებით განსაზგვრა უბრალოდ გაართულებს საქმეს, ჩვენ ახლა გამოვიყენებთ და შევეჩვევით იმას, რომ ინტერნეტის სიჩქარე უნდა განვსაზღვროტ გეგაბაიტებით (gb). მიმზიდველად ჟღერს არა? წარმოიდგინეთ დიალოგი:

– რა სიჩქარიანი ინტერნეტი გაქვს?
– რა ვიცი, იაფიანი პაკეტი მაქ, 2 გეგაბაიტით მოაქ რა… :))

ანუ მონაცემთა გადაცემის სიჩქარე ათასჯერ გაიზარდა!
ასევე სხვადასხვა წყაროები იუწყებიან, რომ გრიდის მოხმერება საკმაოდ მარტივი იქნება, მთავარია ქვეყანაში მისი სერვერი დაიდგას.

გრიდის გამოყენება არ შემოიფარგლება მხოლოდ ინტერნეტით. წარმოიდგინეთ როგორ გაიზრდება პირდაპირი ჩართვების, ვიდეო თუ აუდიო ზარების ხარისხი და გადაცემის სიჩქარე. წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოს ერთი პოლუსიდან მეორემდე ინფორმაცია 2 ცუთში მიდის, რაც არ უნდა დიდი იყოს ის! ეს სასიამოვნო სიახლეა ასევე გეიმერებისთვის, მისი საშუალებით ასობით ათას მოთამაშეს შეეძლება ერთ სერვერზე ითამაშოს. (ასეთი თამაშების შექმნა უკვე იგეგმება)

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გრიდის იდეა და ჩამოყალიბება ჯერჯერობით მთლიანად ემსახურება მეცნიერების განვითარებას. მისი საშუალებით გამარტივდება და 1000ჯერ უფრო სწრაფი გახდება კოსმოსიდან შემოსული ინფორმაცია. მეცნიერები გრიდზე დიდ იმედებს ამყარებენ, რადგან ის შესაძლოა ერთადერთი გზა აღმოჩნდეს საბოლოოდ ავხსნათ და ფარდა ავხადოთ ყველა იმ საიდუმლოებას, რასაც ჩვენი უზარმაზარი და ულამაზესი სამყარო გვიმალავს.

ასე რომ, მზად იყავით ახალი თაობის ინტერნეტისთვის, რომელიც უახლოეს მომავალში მთელს მსოფლიოში, და საქართველოშიც დაიმკვიდრებს ადგილს.

PS. ეს ინფორმაცია რა თქმა უნდა მწირი და მშრალია, გრიდის შესახებ შედარებით ამომწურავ ინფორმაციას რუსთავი 2-ის საიტზე, დღევანდელი კურიერი PS-ის ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ.

წყარო: კურიერი PS, Google.

მსგავსი ამბები

Back to top button