არქივი

მოჩვენებები იაპონიაში…

fb3f3e1732a8

არსებობს ტრადიციული, იაპონური რწმენა, რომ ყველა ადამიანს აქვს სული, სახელად reikon-ი. სიკვდილის შემდეგ ის ტოვებს სხეულს, ელოდება დაკრძალვის დასრულებასა და წესისამებრ სხვადასხვა რიტუალების ჩატარებას. თუკი ყველაფერი კარგად, ყველა წესის დაცვით ჩაივლის, მაშინ reikon-იც კმაყოფილდება და შემდეგ თავისი ოჯახის მფარველი ხდება. მაგრამ თუ ადამიანი გარდაიცვალა არაბუნებრივი სიკვდილით, მოყვა ავარიაში ან რაიმე მსგავსი და დაკრძალვა ისე არ მოხდა, როგორც წესია, მაშინ ის ბრაზდება და ფიზიკურ სამყაროში როგორც მოჩვენება ისე ბრუნდება.

იაპონურ მითოლოგიაში ამგვარი სულების მრავალფეროვნებაა. 4 მათგანი არა მხოლოდ იაპონურ, არამედ დასავლეთის ხალხების წარმოდგენებსაც მჭიდროდ უკავშირდება.

1. Onryo.

f41921ffaa26

Onryo-ს უწოდებენ სულებს, რომლების ფიზიკურ სამყაროს იმათზე შურისსაძიებლად დაუბრუნდნენ, რომლებიც სიცოცხლეში მათ ცუდად მკურნალობდნენ. იაპონური მოჩვენებების სამყარო პირდაპირ უკავშირდება ჩვენს სამყაროს და ოდნავი შეცდომაც მათ შორის ნაპრალს აჩენს. ზემოთხსენებული სულის დედამიწაზე მოჩვენებად დაბრუნების შემთხვევაში, თავის საქმის გაკეთების თანავე იგი სულების სამყაროს უბრუნდება. Onryo-ს შემთხვევაში მოტივი სიძულვლილი და სევდაა. ისინი მხოლოდ შურისძიების შემდეგ მშვიდდებიან და ეს შურისძიება იაპონელების თქმით როგორც წესი ყოველთვის სრულდება.

2. Ubume.

b3c3d081c1bb

Ubume შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც “მშობიარე ქალი”. ისინი მშობიარობის დროს დაღუპული ქალების მოჩვენებები არიან. Ubume ბევრად უფრო დადარდიანებულია, ვიდრე onryo და მისი მიზანი თავის გარდაცვალების შემდეგ შვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

Ubume-ს შესახებ ორი სახის იაპონური ისტორია არსებობს. პირველი მათგანის მიხედვით “მშობიარე ქალი” ფიზიკურ სამყაროში თავისი შვილის ანგელოზის სახით ბრუნდება. ხოლო მეორე სახის ისტორია გვეუბნება, რომ Ubume ცდილობს მოძებნოს ღირსეული შემცვლელი თავის შვილისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ ტოვებს ამქვეყნიურ სამყოფელს. ამ იაპონური ისტორიების მორალი ის არის, რომ დედა არასოდეს წყვეტს თავის შვილზე ზრუნვასა და მის სუყვარულს. :(

3. Goryo

071f05556eea

შუასაუკუნეების იაპონიაში არსებობდა რწმენა იმის შესახებ, რომ იქ, სულების სამყაროშიც არსებობდა სოციალური სტატუსები. იყო ვიღაც უფრო ძლიერი და იღბლიანი, რომელსაც ხელტ ბევრი რამ ეწიფებოდა. სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან Goryo-ები. მათ “საპატიო სულებს” უწოდებენ და Onryo-ს მსგავსად ფიზიკურ სამყაროს შურისძიებისათვის უბრუნდებიან . თუმცა ასევე Onryo-სგან განსხვავებით ისინი ერთ კონკრეტულ ადამიანს არ ემტერებიან. მათ შეუძლიათ სტიქიური უბედურებებისა და კატასტროფების გამოწვევა, რომლის შედეგად უამრავი ადამიან იღუპება მიუხედავად იმისა დაუშავეს თუ არა Goryo-ებს რაიმე.

4. Funayurei.

18b1cc777e05

იაპონიის სანაპირო ზოლის ადგილობრივ სოფლებში დამკვიდრებულია რწმენა იმის შესახებ, რომ არსებობს Funayurei – საზღვაო მოჩვენება, ანუ ადამიანის სული, რომელიც იქ დაიხრჩო. ისინი ძირითადად ჩნდებიან ხომალდების გემბანებზე ან უფრო ხშირად იმ გემებზე, სადაც ისინი სიკვდილამდე ბოლოჯერ იმყოფებოდნენ. აქ კი ნამდვილად უცნაური რამ ხდება. მეთევზეები ამბობენ, რომ ღამით ხშირად ესმით ხოლმე წყლიდან ადამიანის ყვირილი, რომელიც შველას ითხოვს. დასახმარებლად წასული რამდენიმე მათგანი კი იკან დაბრუნებული აღარავის უნახავს.

მსგავსი ამბები

Back to top button