გართობა

ბრენდონ ლის გარდაცვალება

f3da2ba0b1ea
1993 წელი, 31 მარტის დილა, ემზადებიან ფილმის “ყორანი” (tye crow) ბოლო სცენის გადასაღებად

გვიამბობს გრეის კენოუ, პროდიუსერის ასისტენტი:  “ბრენდონი ათვალიერებდა რეკვიზიტებს, რომლებიც უნდა გამოეყენებინათ ფილმის ბოლო სცენაში, მან აიღო ხელში პისტოლეტი, დილა იყო და იარაღი არ იყო დატენილი… მან ხელში შეათამაშა პისტოლეტი, საფეთექელთან მიიტანა და ჩახმახის ხმა გაისმა… პისტოლეტი რა თქმა უნდა არ გავარდა, მე შევხტი, მგონი ვიყვირე, ბრენდონმა ჩაიცინა  და თქვა: “დამშვიდდი ,  ვიცი როგორც უნდა მოვექცე იარაღს, მე ამის (ხელით პისტოლეტს ათამაშებდა) შიში არ მმართებს”…. ფილმის ბოლო სცენის გადაღებამდე კი რვა საათზე ნაკლები დრო იყო დარჩენილი…

ბრენდონი უკვე საღამოსთვის მონაწილეობდა ბოლო სცენაში, რომელშიც სცენარის მიხედვით მთავარი გმირი უნდა დაღუპულიყო…  პისტოლეტში მაგნუმ 44 , რომელიც უნდა ყოფილიყო ფილმში, ფუჭი ტყვიების ნაცვლად ნამდვილი, სამოსწავლო ტყვია აღმოჩნდა, სულ ერთი ტყვია, უკანასკნელი დუბლისთვის… magnum 44-ის ტყვიები ძალიან ძლიერია, როგორც ნანახი მაქვს იყენებენ დათვზე და ლოსზე სანადიროდაც კი… (!!!) ტყვია ფაქტიურად სხეულის მეორე მხრიდან გამოვიდა, ჭრილობა იმდენად დიდი აღმოჩნდა რომ სისხლდენის შეჩერება უბრალოდ შეუძლებელი იყო. მეუღლე, ელენ ჰესტონი იგებს რა ტრაგედიის შესახებ სასწრაფოდ მოფრინავს. ბრენდონი მოკვდა თორმეტ ნახევარი საათის შემდეგ, მეუღლის მოსვლიდან ძალიან მალე…

გამოძიება ჩატარდა განსაკუთრებული გულმოდგინებით, გამოიყენებოდა ფილმის დაუმონტაჟებელი ლენტები როგორც დოკუმენტური მასალა, პისტოლეტი შეისწავლეს ყოველი ნაკაწრის, ყოველი ანაბეჭდის გათვალისწინებით… აღმოჩნდა რომ ფილმის გადაღების დროს დაცული არ იყო უსაფრთხოების ყველა წესი, ფილმში უნდა გამოეყენებინათ ორი ტიპის ფუჭი ტყვიები, ბოლო გასროლის დროს პირველი ტიპის ტყვია გაეჭედა ლულაში, ხოლო ბოლო სცენის გადაღების დროს გამოიყენეს მეორე ტიპის ტყვია, რომელიც საკმაოდ მძლავრია, პირველი ტიპის ფუჭი ტყვია, რომელიც გაჩხერილი იყო ლულაში გამოვარდა და ნამდვილ, საბრძოლო ტყვიაზე ნაკლები ძალა არ ქონია.

The  Crow, ფილმი-კომიქსი, რომლის ბოლო სცენაშიც დაიღუპა ბრენდონ ლი, ბრუს ლის ვაჟი, ჩემი აზრით შესანიშნავი ფილმია, მსახიობთა კარგი თამაშით, კარგი ხმოვანი გაფორმებით (saundtrak) , საინტერესო სიუჟეტით (კომიქსის კვალობაზე) და რაღაც გამორჩეული სპეციფიკით, რითაც ფილმმა თავი უნდა დაგვამახსოვროს.

b33f9577b8a9

მაგნუმ 44

113541700463

ბრენდონი გრიმით
37dfcd7e5d5a

ფილმის DVD ვერსიის გარეკანი

b5ffed55e29b

Brandon Bruce Emery Lee დაკრძალულია მამამისის, ბრუს ლის გვერდით

9827c278e3ac

ლევან მჟავანაძე

ხოო, რაავი რაა.
Back to top button