არქივი

პეტრე იბერი

5e96d67f1816
პეტრე იბერი (411-491)

რელიგიური ფილოსოფოსი, თეოლოგი, საეკლესიო მოღვაწე. ერისკაცობაში მურვანი (სირიული წყაროებით – ნაბარნუგი). იყო შვილი იბერიის მეფის ბუზმარისა. ბიზანტიის კეისრის თეოდოსი II-ის მოთხოვნით 12-14 წლის მურვანი სათანადო ამალითურთ მძევლად წარიგზავნა კონსტანტინოპოლს, სადაც ჩინებულად ისწავლა ბერძნული და სირიული ენები და სრული რელიგიური და ფილოსოფიური განათლება მიიღო. მის სწავლა-აღზრდას სამშობლოდან წამოყოლილ ცნობილ ქართველ ფოლოსოფოს მითრიდატე ლაზთან ერთად ხელმძღვანელობდა კეისრის მეუღლე დედოფალი ევდოკია. ბიოგრაფ ზაქარია ქართველის გადმოცემით, უფლისწულს თავისი განსწავლულობით, ბერძნულის ცოდნითა და გონებამახვილობით განცვიფრებაში მოჰყავდა მეფე და სასახლის ფილოსოფოსები. შეუვალი ავტორიტეტი მოიპოვა იმპერატორის კარზეც და მთელ ბიზანტიაშიც. მას იხსენიებენ, როგორც “მსოფლიოში საკვირველად სახელგანთქმულ კაცს”. მაგრამ მურვანს არ აკმაყოფილებდა იმპერატორის სასახლე და რამდენიმე ქართველთან (მათ შორის მითრიდატე ლაზთან და ზაქარია ქართველთან) ერთად სასახლიდან გაიპარა. იერუსალიმში მოსწავლე და მასწავლებელი ბერად აღიკვეცნენ, გამოიცვალეს სახელები – მურვანი-პეტრედ, ხოლო მითრიდატე-იოანედ იწოდებიან. 445 წელს მღვდლად ეკურთხნენ, საბოლოოდ კი მაიუმში დამკვიდრდნენ, ღაზის მახლობლად, და დიდ ფილოსოფიურ-თეოლოგიურ მოღვაწეობას შეუდგნენ. (ანუ მიიღეს მღვდელ–მონაზნობა, ბერებიც აჰყავთ ამ ხარისხში, რათა მათ ჰქონდეთ უფლება აზიარონ მრევლი…)

პეტრე იბერი ავტორია დიდმნიშვნელოვანი წიგნებისა, თუმცა მისი სახელით ამ წიგნებს ჩვენამდე არ მოუღწევია. პეტრე იბერი დიონისე არეოპაგელის სახელს ამოეფარა.

დიონისე არეოპაგელი პირველი საუკუნის ცნობილი სასულიერო მოღვაწე იყო. VI საუკუნის 30-იან წლებში გამოჩნდა მისი თხზულებანი, რომლებიც სწრაფად გავრცელდა და ითარგმნა როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ქრისტიანულ სამყაროში. მისი ნაშრომი “არიოპაგეტიკა”, შედგებოდა ოთხი ნაწილისაგან. მე-19 საუკუნეში გაჩნდა ეჭვი, რომ შეუძლებელია, “არეოპაგეტიკის” დამწერი იყოს პირველი საუკინის მოღვაწე იმიტომ, რომ მასში მოხსენიებული რამოდენიმე მოვლენა იყო მომხდარი პირველი საუკუნის შემდეგ. (ზუსტად რომელი საუკუნის აღარ მახსოვს მგონი მე–3 თუ მე–4) ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ ავტორს ეწოდა ფსევდო-დიონისე არეოპაგელი. 1942 წელს ქართველმა ფილოსოფოსმა შალვა ნუცუბიძემ, 1952 წელს კი ბელგიელმა ერნსტ ჰონიგმანმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, სხადასხვა საბუთის მოხმობით დაამტკიცეს, რომ ფსევდო-დიონისე არეოპაგელი არის პეტრე იბერი. ამ ვარაუდის დასამტკიცებლად დღესაც ქვეყნდება სხვა მეცნიერთა მოსაზრებანი.

არეოპაგიტულმა წიგნებმა უდიდესი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეთა აზროვნებაზე. ქრისტიანობისა და ანტიკური ფილოსოფიის სინთეზი იქცა ჯერ რუსთაველის მსოფლმხედველობის, შემდეგ კი ევროპული რენესანსის საფუძვლად.

ქართულმა ეკლესიამ მხოლოდ XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე აღიარა პეტრე იბერის ღვაწლი და იგი წმინდანად შერაცხა.

ჩემი აზრით, ყველა ქართველის ვალია, რომ ეს იცოდეს…

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button