23.10.2002-“ნორდ-ოსტი”
2002 წლის 23 ოქტომბერს 50-მდე ჩეჩენი ტერორისტი თავს დაესხა მოსკოვის თეატრს სადაც საქველმოქმედო მუსიკალური აქცია მიმდინარეობდა და მძევლად აიყვანეს 700-მდე ადამიანი.
მეორე მუსიკალური აქტის დაწყების დროს სეცანაზე შეიარაღებელი მებრძოლი გამოვიდა რომელმაც ტყვიამფრქვევიდან დაიწყო ჰაერში სროლა.ტერორისტთა შორის ასევე იყვნენ ქალი მებრძოლები,ისინი თავს უწოდებდნენ ჩეჩნეთის არმიის წევრებს და მათი ერთადერთი მოთხოვნა იყო რუსეთის ჯარების ჩეჩნეთიდან გასვლა.
ჩეჩნეთის მოსახლეობის უმრავლესობას მუსულმანები შეადგენენ,რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ საკუთარი დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად,საბოლოოდ სისხლისმღვრელი ომი 1996 წელს დასრულდა (1994-1996) მაგრამ რუსული არმია კვლავ შევიდა ჩეცნეთსი 3 წლის შემდეგ. რუსეთის ფედერაციაში მომხდარი ტერორისტული აქტების საფუძველზე,რომელიც ჩეჩენ ტერორისტებს დააბრალეს.
57 საათიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ,რომლის დროსაც ჩეჩნებმა ორი მძევალი მოკლეს,სპეცრაზმი შეტევაზე გადავიდა ხოლო მანამდე გაუშვეს ძლიერმოქმედი მხუთავი გაზი,რომელმაც გამოიწვია პარალიზება როგორც ტერორისტების ასევე მძევლების.დაიღუპა 120 მშვიდობიანი მოქალაქე(მძევალი).
ნორდ-ოსტის მოვლენების შემდეგ პუტინის რეჟიმმა უფრო გაამკაცრა დაწოლა ჩეჩნეთზე,გახშირდა გატაცებების,წამების,მკვლელობების და სხვა დანაშაულების ფაქტები,ჩეჩნებმა კი პასუხად მოუწყვეს “მოსკოვის მეტროს” და “ბესლანის” ტერაქტები