უცნაური

ყველაზე საშიში ადგილები (პირველი ნაწილი) + პატარა გამოკითხვა საიტის მომხმარებლებისთვის

f813ee0e8da0
თქვენ თავი უშიშარი გგონიათ და ფიქრობთ,რომ ვერცერთი ადგილი და ისტორია იმოქმედებს თქვენზე? მაშინ წაიკითხეთ ,,საშიში ადგილების” პოსტთა სერია და დაფიქრდით,მოგინდებოდათ თუ არა ამ მიწაზე დაგედგათ ფეხი

Camp Scott

3711825ad472
სკაუტი გოგონების ყოფილი ბანაკი ამერიკის შტატში ოკლაჰომაში მდებარეობს, ეს სწორედ ის ბანაკია, სადაც მომხდარმა ამბავმა მთელ ოკლაჰომას დააკარგვინა მოსვენება. ყველაფერი კი 1977 წელს მოხდა. აღნიშნული წლის 12 ივნისს ჩვეულებრივი საზაფხულო ბანაკი გაიხსნა.
3 გოგონა,8 წლის ლორი ლი ფარმერი, 9 წლის მიშელ გუსი და 10 წლის დორის დენის მილნერი მერვე კარავში დაბინავდნენ. ყველაფერი კარგად მიდიოდა,მაგრამ უცებ ძლიერი ჭექა-ქუხილი ატყდა, რის გამოც ბანაკის წევრებმა თითქმის მთელი საღამო თავ-თავიანთ კარვებში გაატარეს. რა მოხდა შემდეგ, ეს წარმოდგენის ზღვარს სცილდება, დილას 3 გოგონას გვამი აღმოაჩინეს. როგორც ჩანს მკვლელმა დორისი,მიშელი და ლორი გააუპატიურა,სცემა და მოკლა. ბავშვების გვამები კარვიდან დაახლოებით 150 იარდის მანძილზე იყო მიმოფანტული.
პოლიცია მაშინვე ჩაერთო საქმეში და დანარჩენი ბავშვები სასწრაფოდ დააბრუნეს სახლებში. 13 ივნისი ამ ბანაკის მოქმედების ბოლო დღე აღმოჩნდა, რადგანაც ამის მერე აღარც გახსნილა. მეორე დღეს პრესაში გამოქვეყნდა სტატია,სადაც ეწერა,რომ კარავში იატაკი სისხლიანი იყო, მასზე კი ფეხსაცმლის ნაკვალევი ჩანდა, სხვანაირი ფეხსაცმლის ნაკვალევი აღმოაჩინეს კარვის გარეთ. პრესის ეს განცხადება 15 ივნისს კანონის დარღვევად მონათლეს და ძიება გაგრძელდა.

17 ივნისს,ჯეკ შროფი გამოჩნდა,რომელსაც სახლი ბანაკთან ახლოს ჰქონდა,მან განაცხადა,რომ მისი სახლი ერთი კვირით ადრე გატეხეს. როცა დეტექტორზე დასვეს,აპარატმა სიცრუე აჩვენა. ამის შემდეგ პრესაში სტატია გამოქვეყნდა,სადაც შროფი ეჭვმიტანილად დაასახელეს. ჯეკმა უამრავი სატელეფონო ზარი და მუქარის წერილები მიიღო,რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ზოგიერთი წყარო ირწმუნებოდა,რომ მკვლელის ან მკვლელების იარაღი ძალაყინი იყო და მასზე თითის ანაბეჭდებიც მოიძევებოდა.
პოლიციამ ჩამოიყვანა საუკეთესო,გაწვრთვნილი ძაღლები, ხალხს იმედი მიეცა, დაგეშეს კიდეც,მაგრამ ძაღლებს არაფერი გამოუვიდათ.
ხალხში ჭორი დადიოდა,რომ ადგილობრივი ჩეროქელი კაცის წყევლა მალე უწევდა ამ ძაღლებს და არავინ იცის ასე მოხდა თუ არა, ის კია რომ 18 ივნისს ერთი ძაღლი მოკვდა.

20 ივნისს გამოცხადდა,რომ ერთი გვამიდან თითის ანაბეჭდების აღება მოხერხდა, და რომ რამდენიმე ეჭვმიტანილი ჰყავდათ. ამ დღეს ორი ცოცხალი ძაღლიდან,ერთ-ერთი მოულოდნელად გაიქცა მანქანების სამოძრაო გზატკეცილზე და იგი მანქანამ იმსხვერპლა. ძაღლის ფასი 10 000-დან 20000 დოლარამდე იყო. ეჭვმიტანილების სიას კიდევ ერთი კაცი შეემატა, ეს ვინმე მაიკი გახლდათ,რომელიც გოგონების ბანაკთან ახლოს ცხოვრობდა, თავისი ბანაკი ჰქონდა მოწყობილი, ოღონდ განმარტოებით ატარებდა დღეებს.
22 ივნისს კი გამოძიებას ხელში ორი ფოტო ჩაუვარდა,რომელზეც 3 ქალი იყო გამოსახული. ზოგი ამბობდა ეს ფოტოები გვამებთან ახლოს იპოვნესო,ზოგიც აცხადებდა ბანაკისგან ორი მილის მოშორებით ეგდოო.
171cd566560c

ძიებამ დაადგინა,რომ ეს ფოტოები ვინმე ჯინ ლიროი ჰართის მიერ უნდა ყოფილიყო გამჟღავნებული,ის ადრე ფოტოსალონში მუშაობდა.
30 ივნისს პრესას ჯინის დედა,ელლა დაუკავშირდა,რომელმაც განაცხადა,რომ უკვე შეწუხებული იყო შერიფის საქციელით, გამოძიება განუწყვეტლივ ცდილობდა ხაზი გაესვა იმისთვის,რომ ფოტოებთან ჯინს ჰქონდა კავშირი, ამას იმისთვის აკეთებდნენ,რომ მისი შვილის მიმართ ეჭვი კიდევ უფრო გაზრდილიყო.
ეფ ბი აი-მ კი განაცხადა,რომ მათ დამამტკიცებელი საბუთი ჰქონდათ იმისა,რომ ჯინი მკვლელობის დროს სადღაც იმ არემარეში იმყოფებოდა.

ერთ-ერთმა შერიფმა განაცხადა,რომ ჯინ ჰართი კვლავ ამ მიდამოებში იმყოფებოდა და მისი ძებნა მთელი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასზე ინფორმაციისთვის ჯილდო უკვე 138 000 გახდა.

10232d86470c

1978 წლის 6 აპრილს ჯინ ჰართი ბანაკისგან 45 მილში დააკავეს.

d4cebcf1b53e
ეს ის სამი გოგონაა

ჯინ ჰართი აქამდეც გახლდათ ნასამართლევი,ქურდობისთვის, გატაცებისთვის, გაუპატიურებისთვის, ორჯერ ჰქონდა პატიმრობა მისჯილი და გაქცეული იყო ციხიდან.
ძალიან მალე გავრცელდა ლეგენდები,რომ ჰართი ჩეროქის ინდურ მედიცინაში იყო განსწავლული და მეტაფიზიკურ ძალებს იყენებდა, რისი საშუალებიტაც აქამდე ძიებას წარმატებით ემალებოდა. მას 2 ქალის გაუპატიურება დაუმტკიცდა და 9 წელი მიესაჯა,მაგრამ აქედან მხოლოდ 3 წელი მოიხადა. შემდეგ გაიქცა და დაიწყო სახლების გაქურდვა, ბოლოს დაიჭირეს და 305 წელი მიუსაჯეს.

ჯინ ჰართი რაც დააკავეს,იქიდან ცოტა ხანში გარდაიცვალა. იყო თუ არა ის ნამდვილი მკვლელი, თუ უბრალოდ წარსულში ნასამართლევი ადამიანი არასაჭირო ადგილას აღმოჩნდა არასაჭირო დროს? მოკლედ 2007 წელსაც ჩაატარეს ლაბორატორიული ტესტები და ვერ დაამტკიცეს,რომ დამნაშავე ნამდვილად ჯინი იყო, ასე რომ შესაძლოა ნამდვილი მკვლელი ახლაც გარეთაა.

ეს ბანაკი კი უკვე ხელშეუხებელია,იქ მისვლას ადამიანები ერიდებიან, ამბობენ რომ როდესაც წვიმს, გოგონების ტირილის ხმა ისმის. ასევე ამბობენ,რომ აქ ბავშვის მოსიარულე ჩრდილებიც შეუნიშნავთ. ასეა თუ ისე ბანაკში მკვლელობების თემა პოპულარული გახდა და ბევრი ფილმიც გადაიღეს, მაგალითად პარასკევი 13 (1980 წელს გადაღებული) ამ ფილმის მეორე და მესამე ნაწილებიცაა გამოსული. The Burning (1981 წელს გამოვიდა) Madman (1982 წელი) Sleepaway Camp (1983)
Twisted Nightmare (1987) Cheerleader Camp (1988) ამ კინოების უმეტესობა ქართულ საიტებზე არ მოიპოვება, თქვენ შეგიძლიათ ონლაინში უყუროთ, კინოს სახელებზე დაკლიკებით.

Aghast – Enter the hall of ice by iri_lekveishvili

პატარა გამოკითხვა საიტის მომხმარებლებისთვის

რამდენიმე ადამიანს სურს,უცნაურელმა წევრებმა ერთად მოიყარონ თავი. წამოხვალთ თუ არა უცნაურის ფართზე, ვთქვათ რომ მოეწყოს ახალწლამდე, როგორი ფართი იქნება ეგ ცალკე თემაა.(ცუდი არაფერი იქნება ყოველშემთხვევაში)
კითხვა არის მარტივი: წამოხვალ თუ არა?

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button