არქივი

პერგამონის მუზეუმი (გერმანია, ბერლინი)

cdf111282a2f

პერგამონის მუზეუმი (გერმ. Pergamonmuseum) ერთ-ერთი მთავარი მუზეუმია ბერლინის მუზეუმთა კუნძულზე. მისი შექმნა დაიგეგმა ალფრედ მესელისა და ლუდვიგ ჰოფმანის მიერ და მშენებლობა 1910-1930 წლებში განხორციელდა. მასში მოთავსებულია პირვანდელი სახისა და ზომის რეკონსტრუირებული მონუმენტური შენობები, როგორიციაა პერგამონის საკურთხეველი, მილეტის ბაზრის კარიბჭე, იშთარის კარიბჭე და ყველა მათგანი შედგება ფილებისგან, რომლებიც თავდაპირველი გათხრების ადგილებიდან გადმოიტანეს.

მუზეუმი დაყოფილია ანტიკურ კოლექციად, ახლო აღმოსავლეთის მუზეუმად და ისლამური ხელოვნების მუზეუმად. მას ყოველწლიურად დაახლოებით 850.000 ადამიანი სტუმრობს.

4f2ef33ce5ed

ბერლინის მუზეუმის კუნძულზე კაიზერ-ვილჰელმ-მუზეუმის გახსნის პროცეში გაირკვა, რომ მისი ფართი არ იყო საკმაო მუზეუმის საცავებში არსებული ხელოვნების ნიმუშებისა და გერმანელთა გათხრებით მოპოვებული არქეულოგიური განძის გამოსაფენად. ეს გათხრები წარმოებულ იქნა ბაბილონში, ურუქში, ასურეთში, მილეტოსში, პრიენსა და ეგვიპტეში, და ამ ადგილებიდან მოტანილი ექსპონატების გამოფენა ვერ ხერხდებოდა. 1907 წელს, ვილჰელმ ფონ ბოდე, კაიზერ-ვილჰელმ-მუზეუმის დირექტორი, გეგმავს იქვე ახალი მუზეუმის აგებას ძველი არქიტექტურის, გერმანიის პოსტ-ანტიკურობის ხელოვნებისა და ახლო-აღმოსავლეთის და ისლამის ხელოვნების ნიმუშების მოსათავსებლად. მისი სიკვდილის შემდგომ 1909 წელს მშენებლობის პროექტს ლუდვიგ ჰოფმანი ხელმძღვანელობდა. მშენებლობა საბოლოოდ 1910 წელს დაიწყო და პირველი მსოფლიო ომისა (1918) და დიდი ინფლაციის (1920-იანი წლები) პერიოდში გრძელდებოდა. 1930 წელს შენობა, რომელშიც სამი მუზეუმი შედიოდა, გაიხსნა.

პერგამონის მუზეუმი სასტიკად დაზიანდა ბერლინზე საჰაერო თავდასხმის დროს მეორე მსოფლიო ომის ბოლოს. ექსპონატების დიდი ნაწილი გადანახულ იქნა, ხოლო უძრავი ობიექტები კი კედელში ჩაიტანეს, ყველა დანარჩენი ნიმუში 1945 წელს წითელი არმიის შემოსვლის დროს გაიტანეს იოსებ სტალინის გამარჯვების მუზეუმისთვის. გატანილი სიმდიდრის ნაწილი 1958 წელს დააბრუნეს აღმოსავლეთ გერმანიაში. კოლექციის ერთი ნაწილი დღესაც პუშკინის მუზეუმსა და ერმიტაჟში ინახება, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში.

4e51167f7058

კოლექციის საწყისებს ბრანდენბურგის კურფიურსტთან მივყავართ, რომელიც ანტიკურ საგნებს აგროვებდა; ამ კოლექციის პირველი ნიმუშები მან რომაელი არქოლოგისგან შეისყიდა 1698 წელს. მისი ნაწილი მოსახლეობისთვის მისაწვდომი გახდა 1830 წელს, როცა ძველი მუზეუმი გაიხსნა. კოლექცია მნიშვნელოვნად გაიზარდა ოლიმპიის, სამოსის, პერგამონის, მილეტუსის, პრიენის და დიდიმას გათხრების შედეგად.

ამ გათხრებით მოპოვებული კოლექცია პერგამონისა და ძველმა მუზეუმებმა გაიყვეს.

კოლექციაში შედის სკულპტურები არქაულიდან ელინისტურ პერიოდამდე და ასევე ბერძნული და რომაული ანტიკური ხელოვნების ნიმუშები: არქიტექტურა, სკულპტურები, ინცრუსტაციები, მოზაიკა, ბრინჯაო და სამკაულები.

მთავარი გამოფენებია პერგამონის საკურთხეველი (ძვ.წ. მე-2 საუკუნე), 113 მეტრი სიგრძის სკულპტურული ფრიზით, რომელზეც ღმერთთა და გიგანტთა ბრძოლაა გამოსახული, და მილეტის კარიბჭე რომის ანტიკური ხანიდან.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გარმანიის გაყოფის შედეგად კოლექციასაც იგივე ბედი ეწია. პერგამონის მუზეუმი ხელმეორედ გაიხსნა 1959 წელს აღმოსავლეთ ბერლინში, ხოლო ის რაც დასავლეთ ბერლნში დარჩა გამოფენილია შარლოტენბურგის სასახლეში 1995 წლიდან.

1822025dbfd0

03516b581932

230116c9a07e

031623313583

332ecc6ca355

c61305d2b8e2

6ebee52b4108

P.S. იმედია მოგეწონათ =))

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button