მისტიკასაკითხავისასარგებლოუცნაური

ნაკლებად ცნობილი,მაგრამ საშიში

f10db0c13ccc

ჩვენს ქვეყანაში ჰელოუინის ზეიმობა ახლახან დაიწყეს,მაგრამ დიდი ენთუზიაზმით.არაა საჭირო იმის დავიწყება,რომ ყველა წმინდანის დღის,წინა ღამეს თქვენ შესაძლოა შეხვდეთ ძალიან უცნაურ არსებებს.განსაკუთრებით,თუ ბევრი ალკოჰოლი მიიღეთ.ვამპირებს და გნომებს როგორმე გავუმკლავდებით,მაგრამ რა ვქნათ,როდესაც გზაზე ნაკლებად ცნობილი პერსონაჟები შეგვხვდება?

10.ბრაუნი.
შოტლანდიელი ე.წ. “დამავოი”.საერთოდ ბინადრობს მთებსა და ტყეებში,მაგრამ შეუძლია სახლის პირობებშიც ცხოვრება.სახლში ძალიან გამოსადეგია,მაგრამ იმ დრომდე,სანამ დაავიწყდებათ,რომ მას რძე და რამე ფუნთუშა ან ნამცხვარი დაუტოვონ.ქუჩებში ბრაუნი დაბოდიალობს,როდესაც ახალ სახლს ეძებს,ეს კი იმას ნიშნავს,რომ იგი გაბრაზებულია,განსაკუთრებით წინა მასპინძლებზე.

9.ბრუქსი
პორტუგალიური ვამპირი მდედრობითი სქესის.დღისით,ამ–გარეგნობით უბრალო ქალს,შესაძლოა ჰყავდეს ქმარი და შვილები.ღამით ბრუქსი გარდაიქმნება ფრინველად,ადამიანებს თავს ესხმის და სისხლს სწოვს.ბრუქსის მოკვლა შეუძლებელია- ამის ხერხები არ არსებობს.ერთადერთი დაცვაა- სიფრთხილე და ლოცვა.

8.კოშმარები ან ზმორები
პოლონური სულები და ურჩხულები,რომლებიც ადამიანებს აწამებენ სასტიკი სიზმრებით.ამათგან დაღწევის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა- არ დაიძინო.

7.ბრუკოლაკი
ვამპირის ნაირსახეობა,რომელიც გვხვდება მოლდავეთსა და ტრანსილვანიაში(არა რა,უნდა ვესტუმრო ერთხელ ტრანსილვანიას).ჰენრიკ სენკევიჩის ცნობით,ეს სულები ყველაზე ცუდები არიან.თუმცა,ბრუკოლაკები იმათ არ ესხმიან თავს,ვისაც არ ეშინია.

6.დოპპელგანგერი
არსება,რომელსაც შეუძლია ადამიანის მთლიანი კოპირება, მისი შეცვლა და მოკვლა.ეს ჯადოქარი საწყალი ადამიანის სხეულში გადასახლდება,ხოლო მას საკუთარ სხეულში “ჩატენის”.

5.ბანში
ირლანდიური სული,ჩნდება მოხუცი ქალის სხეულში,რომლის თმებიც ჰაერში იკლაკნება და მწვანე ტანსაცმელი აცვია.მისს კივილს შეუძლია ადამიანი ნებისყოფისგან “იხსნას”.ამ ქალისგან თავის დახსნის საშუალებაა,რამე სხვას უსმინო,მაგალითად რადიოს.

4.მღრიალა ურჩხული
ურჩხული– მეფე არტურის ლეგენდიდან,ტომას მელორის ნაწარმოებში.ეს ცხოველი მართლაც ამაზრზენია : სახე–გველის,ტანი- ლეოპარდის,ლომის ფაფარი…მისი მუცლიდან ისეთი ხმები გამოდიოდა,თითქოს ერთდროულად 30 ძაღლი ყეფდა.

3.ვივერნი
დრაკონების შთამომავალი,რომელსაც მხოლოდ უკანა კიდურები აქვს,ხოლო წინა კიდურების მაგივრად- ფრთები.ძალიან გრძელი,მოქნილი კუდი რომელიც შხამით მთავრდება.იმოქმედეთ როგორც უბრალო დრაკონთან,ოღონდ უფრო მოქნილად.

2.რევენანტი
ფრანგული სიტყვა “revenir“-სგან- რაც დაბრუნებას ნიშნავს.გარდაცვლილის სული,რომელიც ბრუნდება კოშმარული აჩრდილის სახით,თავის გარდაცვალების ადგილას.რევენანტები ხშირად ჯოგებად გადაადგილდებიან.

1.ანკუ
ერთ-ერთი ყველაზე საშიში დემონი ბრეტანში(საფრანგეთის ისტორიული ადგილი),არ არის სხვა მოჩვენება,რომლისაც ბრეტანელებს უფრო მეტად ეშინიათ,რადგან ეს მოჩვენება სიკვდილს მოასწავებს.ძალიააან გამხდარი,მაღალი,ჭაღარა თმიანი,აცვია შავი პლაში და შავი ქუდისნაირი რაღაც,ანკუ მოდის ადამიანების თვალებით,ძალიან ძველ კოშმარულად მჭრიალა ეტლზე,რომელშიც ჩაბმულია ძაალიან გამხდარი ცხენი.ამბობენ,რომ ანკუს მოტყუება შესაძლოა,თუ მის ეტლს გაუსწრებ.ამიტომ ამ დღესასწაულის წინა დღეს,ტაქსი გამოიძახეთ. :)

ესეც ასე…ისე მეზარებოდა მაგრამ დავწერე…მიყვარხართ და მადლობთ რომ წაიკითხეთ..მე პირადად არ მიყვარს ჰელოუინი….მაგრამ რავიცი :) ბევრიც აღნიშნავს.

BY ნაწკა

მსგავსი ამბები

Back to top button