არქივი

დედამიწის ყველაზე უცნაური ადგილები

o7tny
ყველაზე, ყველაზე საინტერესო და უცნაური ადგილები დედამიწაზე.

2bius
ფილადელფიის მიუტერის სამედიცინო მუზეიმი, აშშ
მუზეუმში უძველესი სამედიცინო ინსტრუმენტები და სხვადასხა პათოლოგიური ექსპონატი ინახება. მაგალითად: ქალის სხეული, რომელიც გარდაცვალებიდან რამდენი წელიწადში საპნად იქცა, ან ორთავიანი ბავშვის ჩონჩხი, თავისქალების დიდი კოლექცია.

ჩუუკის კუნძული, მიკრონეზია
იაპონიის ფლოტის დიდი ნაწილი ჰავაის კუნძულების სამხრეთ-დასავლეთით, წყალქვეშაა ჩაძირული. 1971 წელს ტერიტორია ჟაკ ივ კუსტომ გამოიკვლია. დღეს უამრავ ტურისტს სურს ჩუუკის ნაპირებთან ჩაყვინთოს. ამბობენ, 1944 წელს, წყალქვეშ ჩაძირული გემებისა და თვითფრინავების ლაბირინთებიაო. ზოგიერთ დრაივერს მოჩვენებებიც კი ელანდება. ასე რომ, მხოლოდ გაბედული თუ გარისკავს წყალქვეშ ჩასვლას.

7f899
სონორას ბაზრობა, მექსიკა
10 დოლარად შეიძენთ ბედნიერებისა და ბარაქის მომტან – ჯადოქრის, პატარძლის ჩონჩხის, ბუდასა და ათასნაირი ცხოველების ფიგურებს. აქვე შეიძენთ, აცყეკების რეცეპტით დამზადებულ, სხვადასხვა დაავადებებისგან განსაკურნებელ სითხეებსა და ფხვნილებს. ჯადოქრები, რომლებსაც მექსიკაში დიდ პატივს სცემენ, “წამლებს” კოლიბრისა და შხამიანი გველებისგან ამზადებენ.

77p6v
აღდგომის კუნძული
ყველასთვის ნაცნობი და ერთ-ერთი საიდუმლოებით მოცული ადგილი დედამიწაზე. არავინ იცის, რისთვის და როგორ ააგეს 21 მეტრიანი და 90 ტონიანი ქვის ქანდაკებები, ან რატომ ჩაამწკრივეს სანაპიროზე ზეცას მიპყრობილი ქანდაკებები (მემგონი კოსმოსური სტუმრების ნახელავია). ადგილობრივები ხუმრობენ რომ საიდუმლოს გამხელა მხოლოდ ქანდაკებას შეუძლია.

1pzjh
“მოჩვენებათა ჭაობი”, ლუიზიანა (ბრრრრ, მეშინიააა)
ნიუ-ორლეანში მდებარე ჭაობში ტურისტები ნავით, მაშხალების ფონზე დასეირნობენ. ამბობენ, ეს ადგილი ვუდის დედოფალმა დასწყევლაო. 1915 წელს, ქარიშხალმა 3 სოფელი მისწასტან გაასწორა. დროდადრო ჭაობში 95 წლის წინათ გარდაცვლილი ადამიანების გვამები ტივტივებს. ჭაობში ნიანგებიც ბინადრობენ, და გამხდარან საცოდავი ტურისტები მათი მსხვერპლი.

პარიზის კატაკომბები, საფრანგეთი
მიწის ქვეშ, 187 კილომეტრზე გადაჭიმული კატაკომბებიდან, მხოლოდ რამდენიმე მეტრია გახსნილი. კორიდორის ორივე მხარე, ადამიანის ჩონჩხებითაა ამოჩენებული. ზოგან საფრანგეთის რევოლუციის დროინდელი წარწერებიცაა შემორჩენილი.

3fi6y
ვინჩესტერების სახლი, სანხოზე, კალიფორნია
ამბობენ, სარა ვინჩესტერს უწინასწარმეტყველეს (იარაღს კი არა, ადამიანს), თუ ამ სახლს არ ააშენებდა, წინაპრების სულები სიცოცხლეს გაუმწარებდნენ. მშენებლობა 1884 წელს დაიწყო და 38 წელი გაგრძელდა. 160 ოთახი უჩვეულოდაა მოწყობილი. კიბეები ჭერს ებჯინება. არის ასევე კედელში გაჭრილი, არსად გამავალი კარი და ა.შ. ღამით, დაკეტილი კარიდან ხშირად ისმის ნაბიჯების ხმა, კარის ჭრიალი. (ასე ხდება ჩემი ძმაკაცის სახლშიც. ღამე ფეხსაცმელებს კარებთან რომ ალაგებს, დილით კარადაში ხვდება. თან ნაბიჯების ხმაც ისმის :shock: ) შენობიდან ყველაზე უშიშარი ტურისტებიც კი გამორბიან.

nv4qb
მერი კინგის ჩიხი, ედინბურგი
მხოლოდ ყველაზე გაბუდული თუ გაბედავს ედინბურგის, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ჩიხში გასეირნებას – მერი კინგის ჩიხში. მნახველები ამბობენ რომ რაღაც უხილავი ძალა ხელებსა და ფეხებზე აწვებათ. ძველად ამ ჩიხში შავი ჭირით დაავადებულ ადამიანებს ტოვებდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო მერი კინგი, რომელიც 1645 წელს მშობლებმა ამ ჩიხში დატოვეს. ჩიხი ტურისტებისთვის მხოლოდ 2003 წელს გაიხსნა.

BY ბერო
იმედია მოგეწონათ.

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button