არქივი

შნობელის პრემია

10c05a10caa3

შნობელის პრემია (ig nobel 2007) – პრემია, რომელიც ყოველწლიურად ენიჭება ყველაზე არაჩვეულებრივ, საოცარ და უსარგებლო კვლევებს, რომელიც გამოქვეყნდა სამეცნიერო პრესაში. იგი არის ნობელის პრემიის იუმორისტული ანალოგი და დაჯილდოვებაც ხდება იგივე კატეგორიებში: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და ა.შ.  

აი შნობელის პრემიის 2007 წლის ლაურეატები:

გამარჯვებული ნომინაციაში “მედიცინა” გახდა კვლევა – “ხმლის გადაყლაპვა და მისი გვერდითი მოვლენები”, რომელიც გამოქვეყნდა ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში. მეცნიერული სამუშაოს ერთ-ერთმა ავტორმა პირდაპირ ცერემონიის დროს აჩვენა კვლევის საგანი.

ნომინაციაში ბიოლოგია, პრემია მიიღო ჰოლანდიელმა პროფესორმა, რომელმაც წლები შეალია იმ არსებების შესწავლას, რომლებიც ცხოვრობენ საწოლში. თუ ვინმეს აინტერესებს ეს არსებებია – ტკიპები, ობობები, ფსევდომორიელები (სხვანაირად ვერ ვთარგმნე), ბაქტერიები, კიბოსნაირები, წყალმცენარეები და გვიმრის ზოგიერთი სახეობა.

ყველაზე სახალისო კვლევად ფიზიკის დარგში აღიარეს “ელასტიური ზედაპირის დანაოჭება წნევის ქვეშ”, რომელი კვლევის შედეგაც მეცნიერები ცდილობდნენ გაერკვიათ რატომ არის ფარდებზე ნაკეცები (LOL).

წლის საუკეთესო ქიმიკოსი გახდა მაიუ იამამოტო, იაპონიის სამედიცინო ცენტრიდან. მან იპოვა მეთოდი ამოეღო არომატიზატორი ვანილინი ძროხის ნაკელიდან. ამ “შესანიშნავი” აღმოჩენის შედეგად ერთმა ამერიკულმა ფირმამ გამოუშვა ვანილის ნაყინი სახელად Yum-a-Moto, რომლითაც ყველა სტუმარს გაუმასპინძლდნენ შნობელის პრემიაზე.

შნობელის პრემიის ლაურეატი ენათმეცნიერების დარგში გახდა ბასკი ფილოლოგი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ვირთხები ერთმანეთისგან ვერ განარჩევენ იაპონურ და ჰოლანდიურ ენებს, თუ სიტყვას წავიკითხავთ უკნიდან (ასე ვერც მე ვერ გავარჩევ მგონი :D). უფრო მეტიც ვირთხებმა ეს ვერც 3 თვიანი მეცადინეობის შედეგად ვერ შეძლეს (სტატია გამოქვეყნებული იქნა ჟურნალში ექსპერიმენტული ფსიქოლოგია).

პრემია ლიტერატურის დარგში მიენიჭა ავსტრალიელ მკვლევარს დეტალური ანალიზისთვის – ინფორმაციის ინდექსაციის პრობლემა, გამოწვეული ინგლისურ ენაში არსებული არტიკლით “the”.

პრემია მშვიდობის დარგში დარჩათ სამხედრო ინჟინრებს დეიტონადან (აშშ-ს საჰაერო ძალები), რომლებმაც 10 წლის წინ დაიწყეს კვლევა, რათა შეექმნათ ახალი ქიმიური იარაღი, კოდური სახელით “გეი-ბომბი”. ასეთი ბომბი აფრქვევს გაზს, რომელიც გამოიწვევს სექსუალურ აქტიურობას მტრის ჯარისკაცებში.

მთავარი პრიზი დიეტოლოგიაში მიიღო ამერიკელი სწავლულების ჯგუფმა, რომლებმაც აღმოაჩინეს განსაცვიფრებელი ეფექტი ადამიანის უსასრულო გაუმაძღრობისა. აღმოჩნდა, რომ თუ ადამიანი შეჭამს თვითშევსებადი ჭურჭლიდან, იგი შეჭამს 75%-ით მეტ წვნიანს.

პრემია ეკონომიკის დარგში მიიღო გენიოსმა, რომელმაც გამოიგონა ბანკის მძარცველების დასაჭერი ქსელი. მოწყობილობა მძარცველებს პირდაპირ თავში ესვრის ქსელს.

პრემიის ლაურეატი საავიაციო დარგში გახდა არგენტინელი მეცნიერების ჯგუფი. მათ აღმოაჩინეს, რომ ვიაგრის მიღების შედეგად ზაზუნებს დაერღვათ ბიორიტმი, რამაც მათ დააკარგვინა სიბნელისა და სინათლის გარჩევის უნარი. ამ მიმართულებით, მეცნიერები თვლიან, რომ ამ პრეპარატის მიღება დაეხმარება მგზავრებს, რეაქტიული თვითმფრინავით კონტინენტური მგზავრობის დროს.

მსგავსი ამბები

Back to top button