არქივი

ძალიან საინტერესოა

faf911f6bf0d

აბა თუ მიხვდებით ვინ არის ეს კაცი :D ეს კაცი რომ არა ჩვენ ვერ ვითავაშებდით counter-ს :D

1999 წელი, იანვარი, ზამთრის ცივი დღე. მოხუცი მინ ლიი (Mihn Le), რომელიც მონაწილეობდა Quack Action 2-ის მოდელების შექმნაში, ტოვებს პროექტს. ჯეს კლიფთან ერთად (Jess Cliffe) ის ჩაიფიქრებს შექმნას თამაში საკუთარ გემოვნებასა და იდეებზე დაყრდნობით, ზემოთ აღნიშნული პროექტიდან წამოსვლის მიზეზიც სწორედ ამის განხორციელების ვერ შეძლება გახლდათ. ისინი იწყებენ თამაშის გრაფიკაზე მუშაობას და გარკვეული ხნის შემდეგ უკვე მზად აქვთ მოდელები, გადაწყდა, რომ ახალი თამაში გარკვეულწილად Half Life-ს ბაზაზე შექმნილიყო, რომელიც უკვე მზა სახით უნდა გამოსულიყო იმავე წლის აპრილიდან. გაზაფხულზე პირველი რეკლამებიც გამოჩნდა, ლიი დებდა პირობას და მისი იდეიდანაც ჩანდა, რომ აპირებდა შექმნა მილიონობით იუზერისთვის ოცნებად ქცეული თამაში, ამიტომ ამ რეკლამებმა გამოსვლისთანავე უდიდესი აჟიოტაჟი და დადებითი რეაქციები დაიმსახურეს. 1999 წლის 15 მარტს ლიი თამაშის სახელს აქვეყნებს, რომელიც დღემდე არ შეცვლილა, ერთი თვის შემდეგ კი პირველი ბეტა ვერსიაც გამოდის.

თამაში უფასოა, ამიტომაც მსოფლიოში ახალ მანიას ეყრება საფუძველი. პირველი სათამაშო სერვერი იმავე წლის შემოდგომაზევე იწყებს მუშაობას, თამაშის აუდიტორიაც დღიდითღე იზრდება, არარეალური რაკეტების და სხვა ბავშვური იარაღების სროლით დაღლილი გეიმერები, მათ წინაშე ნამდვილს მაქსიმალურად მიმსგავსებული კალაშნიკოვის დანახვაზეც კი სიხარულით ივსებიან. ამასთან ერთად ლიი უფრო და უფრო გაუმჯობესებულ ბეტა ვერსიებს უშვებს, რითაც ხალხის ფართო მასების ყურადღებას იპყრობს.

1999 წლის 12 აპრილს კომპანია Valve საჯაროდ აცხადებს პროექტისადმი თავისი როგორც მორალური ისე მატერიალური მხარდაჭერის შესახებ, რიგით მე-5 ბეტა ვერსიის შექმნაში კი მონაწილეობას უკვე კანადური კომპანია Barking Dog Studio-ც იღებს, რომელსაც ლიის მსგავსად შესანიშნავი ურთიერთობა აკავშირებდა Valve-სთან. ეს სტუდია გახლდათ ავტორი იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშისა, “Homeworld:Cataclism” .

მათმა თანამშრომლობამ თამაშის მნიშვნელოვნად დახვეწა გახადა შესაძლებელი და აი 2000 წლის ნოემბერში გამოდის მისი პირველი სრული ვერსია “Counter Strike 1.0”. თამაში ორ, ფასიან და უფასო ვერსიებად გამოვიდა, რომლის გადმოწერაც ინტერნეტიდან იყო შესაძლებელი, ასე რომ ფაქტობრივად მხოლოდ ერთი ადამიანის ქმნილება ყველა დროის ყველაზე პოპულარული ინტერნეტ-თამაში გახდა, და ერთად აღებულ მაშინდელ ჰიტებს, “Unreal”-სა და “Delta Force”-ს აჯობა. 1.0-ის გამოსვლის შემდეგ ლიი ახალ და ახალ ვერსიებს აპროექტებდა, თუმცა არ ცვლიდა თამაშის ძირითად სახეს, უბრალოდ ავსებდა ბაგებს და კიდევ უფრო ხვეწდა დიზაინს. იმავე 2000 წელს Valve-მ გამოუშვა ახალი თამაში “Counter Strike:Condition Zero”, 2004 წელს მან უარი თქვა ამ თამაშის წარმოების უფლებებზე, თუმცა არც სხვა მსურველი აღმოჩნდა, მიზეზი კი “მსოფლიო გეიმერთა ასოციაციის” მხრიდან მისდამი უარყოფითი დამოკიდებულება გახლდათ. 2004 წლის ოქტომბერში გამოდის კიდევ ერთი ახალი თამაში “Counter Strike: Source.

წყარო :www.wikipedia.org/

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button