გასართობისაკითხავისასარგებლო

როგორ ამოვიცნოთ მატყუარა?


ხანდახან, რამეს არცოდნა უმჯობესია. ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ, შეიძლება არცთუ ისე სასიამოვნო იყოს, როცა აღმოაჩენთ, რომ ვიღაც გატყუებთ. ამ ტექნიკას, დღესდღეობით ბევრი იყენებს, დაწყებული უსაფრთხოების სამსახურიდან, დამთავრებული უბრალო მენეჯერებით.

ტყუილის ნიშნები:

სხეულის ენა:

  • ფიზიკური მოძრაობები იქნება “შეზღუდული” და გამომეტყველება დაჭიმული – ხელებისა და ფეხების ნაკლები მოძრაობა. ხელები და ფეხები სხეულთან ახლოსაა (დაძაბულია) – მატყუარას პატარა სივრცე უჭირავს.
    მატყუარამ შეიძლება თავი აარიდოს თვალებში პირდაპირ ყურებას, თუ იგი ამ დროს ძლიერ განიცდის ტყუილს და ცდილობს დაფაროს.
  • შედარებით “უკეთესი” მატყუარები კი მოსაუბრეს თვალებში უყურებენ, რომ დააკვირდნენ მათ რეაქციას ტყუილზე (დაიჯერა მან თუ არა).
  • ე.წ. მანიპულატორები: ეხებიან სახეს, ყელს, პირს; იფხანენ ცხვირს ან ყურის უკანა მხარეს .
  • ემოციური ჟესტიკულაცია და წინააღმდეგობები:

  • ჟესტების ხანგრძლივობა: როცა ემოციური ჟესტი გაგრძელდება დიდხანს (შენელებულია) და მოულოდნელად შეწყდება.
  • დრო ემოციებსა და სიტყვებს შორის. მაგ.: საჩუქრის მიღებისას: “ძალიან მომეწონა”! და შემდეგ ღიმილი, მაშინ როდესაც ნამდვილი ემოციისას ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება.
  • როდესაც ჟესტიკულაცია და სიტყვები ერიმანეთს არ ემთხვევა, მაგ.: გაბრაზებული ან მოწყენილი სახე, როცა ამბობ: “მიყვარხარ”!
  • როდესაც ემოციები მხოლოდ პირით გამოიხატება, მაგ.: დელიკატური ღიმილი (მხოლოდ ტუჩებით) და გულითადი, სადაც მთელი სახეა “ჩართული” (შუბლის კუნთები ქვემოთ”იწევს”, ლოყები მოძრაობს და ცხვირიზე და თვალებთან ნაოჭები ჩნდება).
  • ყალბი ღიმილი, – გრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ადამიანი ძალით იწელს ტუჩებს.

    აი გულითადი ღიმილის (სიხარულის) ნიშნები.

    ურთიერთქმედებები და რეაქციები:

  • დამნაშავე, ჩვეულებრივ, თავდაცვას ცდილობს მაშინ, როდესაც მართალი ადამიანი, ხშირად, “თავდასხმაზე” გადმოდის.
  • მატყუარამ, შეიძლება, არაკომფორტულად იგრძნოს თავი, როცა პირდაპირ გიყურებთ და სხეული ან თავი გვერდით შეაბრუნოს.
  • მატყუარამ, შესაძლებელია, გაუცნობიერებლად დააწყოს თქვენსა და მას შორის საგნები (წიგნი, ჭიქა…).
  • ვერბალური კონტექსტი და შინაარსი:

  • მატყუარა გამოიყენებს თქვენსავე სიტყვებს პასუხისთვის. მაგ.: კითხვაზე: “შენ შეჭამე ბოლო ნამცვახრი?”, მატუარა ასეთ პასუხს გასცემს: “არა, მე არ შემიჭამია ბოლო ნამცხვარი”.
  • მატყუარა, იმის მაგივრად, რომ პირდაპირ გიპასუხოთ, ირიბად, გადაკვრით ამბობს რაღაცებს.
    შეიძლება ისაუბროს მონოტონურად (თუ თვითონ არაა მუდო ^0^). როცა უკვე ნამდვილ ცნობებს ეხება საქმე, მისი ტონი იცვლება და იგი სიტყვებს ხაზს უსვამს, – ამ სიტყვებსიგი განსაკუთრებული მნიშვნელობით ამბობს.
  • ამახინჯებს ფაქტებს, საუბრობს ნაზად (ნელა, მშვიდად), მაგრამ არეულ-დარეულად, – უშვებს ბევრ გრამატიკულ შეცდომას (აფორიაქებულია)
  • .

    (—>საუკეთესო გზა მატყუარას გამოსავლენად XD)

    ტყუილის სხვა ნიშნები:

  • თუ თქვნ ფიქრობთ, რომ ვინმე გატყუებთ, უცბად შეცვალეთ საუბრის თემა. თუ მატყუარაა ის შვებას იგრძნობს. უდანაშაულო კი, შეიძლება, დაიბნეს და მოისურვოს დაუბრუნდეთ პირველ თემას (თუ კარგი მატყუარაა,>:( შეიძლება ისიც ასე მოიქცეს ).
  • შეიძლება შეეცადოს, იუმორით ან სარკაზმით თავიდან აიცილოს პასუხი.
  • დასკვნა:

    ის, რომ ადამიანი აქედან ერთ ან ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, არ ნიშნავს რომ იგი მატყუარაა. ზემოთ აღნიშნული ქცევები უნდა შეადაროთ ამ ადამიანის ნორმალურ მდგომარეობას.

    P.S. ჩემი პირველი პოსტი :P

    თეგები

    მსგავსი ამბები

    Back to top button
    Close
    Close