კულტურა

ქართული სპორტის ქომაგები

0226e01d1be2

ჩვენ სპორტსმენებს ნამდვილად სჭირდებათ მხურვალე ქომაგობა და გვერდში დგომა. სპორტის აქტიური გულშემატკივრები აუცილებლად შენიშნავდით, სტადიონზე თეთრი მაისურებით შემოსილ ქომაგთა ჯგუფს. ორგანიზაცია, რომელსაც საფუძველი 11 სექტემბერს ჩაეყარა, საზოგადოებაში “ქართული სპორტის ქომაგების” სახელით არის ცნობილი. მისი შექმნის იდეა სპონტანურად წარმოიშვა, ენთუზიაზმით აღვსილი ადამიანების ჯგუფის მიერ და ძალიან მალე ჰპოვა რეალური განვითარება.

თავიდანვე მოგახსენებთ, რომ “ქომაგებს” არ გვყავს სპონსორი და ჩვენივე ხარჯებით ვცდილობთ მინიმალურად საჭირო ინვენტარის შეძენას (“ქომაგის” სპეციალური მაისური, ბანერი, დასარტყამი ინსტრუმენტები და ა.შ.). ჩვენი ერთობა მიზნად ისახავს სტადიონზე ორგანიზებული ქომაგობის დანერგვასა (რაც ჩვენს მიერ შექმნილ შეძახილებსა და სიმღერებში გამოიხატება) და მოთამაშეთა სრულ მხარდაჭერას.

გულშემატკივრობა იქნება, როგორც ეროვნული ნაკრებთა თამაშებზე ასევე სხვა ასაკობრივი ნაკრებების თამაშების დროსაც. ჩვენს სპორტსმენებს ნამდვილად სჭირდებათ მხურვალე ქომაგობა და გვერდში დგომა. შესაბამისად, ჩვენც ფეხბურთელებს, კალათბურთელებს, წყალბურთელებს, მორაგბეებს თუ სხვა სპორტის წარმომადგენლებს აუცილებლად დავუდგებით გვერდში.
ჩვენი “ნათლობა” მალტასთან გამართულ, 8 ოქტომბრის თამაშზე შედგა (თუმცა, მანამდე “დინამო”-“სამტრედიის” მატჩს დავესწარით და ერთგვარი რეპეტიციაც გამოგვივიდა) და ვფიქრობ, 26-ე სექტორი (რომელიც, ამიერიდან ჩვენი სექტორი გახდება) გამორჩეულად გულმხურვალედ უჭერდა მხარს ჩვენს ბიჭებს.

ასევე ვეწვიეთ ჩვენს წყალბურთელებს და ყველანაირად ვეცადეთ მათ გამხნევებას, იტალიელთა წინააღმდეგ. აღნიშნული “ქომაგობა” გაგრძელდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 17 წლამდელ ფეხბურთელთა შორის. ერთი სიტყვით, ჩვენს ბიჭებს ბოლომდე გვერდში დგომასა და თავგანწირულ ქომაგობას ვპირდებით.

ქართული სპორტის ქომაგები – ეს არის “მსოფლიო სპორტის” ფორუმელთა კავშირი, რომელიც მოწოდებულია საქრთველოში გულშემატკივრობის კულტურის დასახვეწად და ასამაღლებლად. ეს არის ენთუზიაზმითა და პატრიოტიზმით გამსჭვალული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც აპირებენ საქართველოში ჩატარებულ ყველა სპორტულ ღონისძიებაზე ორგანიზებულ მსვლელობასა და მხარდაჭერას.
ჩვენი მიზანია, რომ სტადიონზე იქნება თუ დარბაზში, ყველგან, სადაც ჩვენი საყვარელი გუნდი იასპარეზებს, მივიდეთ ორგანიზებულად, ეროვნული გუნდის მაისურებითა და დროშებით, საყვირებითა თუ ბარაბნებით, მივიდეთ და გავამხნევოთ ჩვენი ბიჭები (შეიძლება გოგონებიც) მთელი თამაშის მანძილზე. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენთან გაწევრიანებულ თითოეულ ადამიანს ევალება, არ დაზოგოს თავი, არ დაზოგოს ხმის იოგები, იმისათვის რომ გულშემატკივრობა არენაზე იყოს გრანდიოზული და შთამბეჭდავი… იმისათვის, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა, კალათბურთელებმა, რაგბისტებმა (თუ სხვა სპორტის წარმომადგენლებმა) იგრძნონ ჩვენი თანადგომა და მაქსიმალურად დაიხარჯონ, მაქსიმალურად დადონ თავი მოედანზე, შედეგის მისაღწევად.

ჩვენთან გაწევრიანებულ თითოეულ ადამიანს არ ეპატიება პასიურობა და ინდეფერნტული განწყობა ტრიბუნაზე, თუნდაც ჩვენი საყვარელი გუნდი (ან სპორტსმენი) მარცხდებოდეს…
ჩვენი კავშირის თითოეული წევრი უნდა იყოს მაგალითი ტრიბუნაზე გულშემატკივართა ქცევისა, როგორც ქომაგობაში, ასევე სისუფთავისა და წესრიგის დაცვაში! მათ ეკრძალებათ გინება და უწმაწური სიტყვების ძახილი, როგორც მეტოქე გუნდის, ასევე საკუთარი გუნდის მოთამაშეთა და მსაჯის მისამართით! მათ არა მარტო ეკრძალებათ ტრიბუნების დაბინძურება სხვადასხვა სასუსნავებითა თუ ქაღალდის ფურცლებით, არამედ ვალდებულნი არიან, სხვა გულშემატკივრებსაც მისცენ შენიშვნა მსგავსი ქმედების შემთხვევაში! აღარაფერს ვამბობთ ტრიბუნებზე სკამების მტვრევასა და სხვა ვანდალურ ფაქტებზე!
– აცხადებენ ქართული სპორტის ქომაგების წევრები.

ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად საჭიროა თქვენი მონაცემები (სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, სკაიპისა და ფეისბუქის მისამართი) გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected].

მოგიწოდებთ ყველას, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, შემოგვიერთდით ამ ქართულ და მართლაც ღირსეულ საქმეში. ჩაიცვით თეთრი (ან წითელი) მაისურები, შევძახოთ გულმხურვალედ ბიჭების გამარჯვებისთვის და შედეგიც არ დააყოვნებს!

დანარჩენი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ ფეისბუქის გვერდზე ბმული

45d87253fae0

62fd7199a6c2

მსგავსი ამბები

Back to top button