სამხედროსასარგებლოუცნაური

საინტერესო ფაქტები ვიკიპედიიდან

გაგრძელებაში ვიკიპედიის ყველაზე მონახულებადი საინტერესო ფაქტები
/გალაპაგოსის კუნძულები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პირველი ძეგლია…
/იდლეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურისათვის უჩვეულო, ოთხკუთხა გუმბათი აქვს….
/იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო მსოფლიოს ერთადერთი მმართველი მონარქია იმპერატორის ტიტულით…
/… თამარ მეფის და რუსუდანი, თავის დროზე იყო ბიზანტიის დედოფალი და ტრაპიზონის იმპერატრიცა…
/… მსოფლიოში ყველაზე დაბალი ტემპერატურა აღირიცხა ანტარქტიდაში, სადგურ ვოსტოკზე -89,2° გრადუსი…
/…სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას სამი დედაქალაქი აქვს: კეიპტაუნი, პრეტორია და ბლუმფონტეინი…

/…დიმიტრი მენდელეევის მიერ შექმნილი ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა ერთადერთი უნივერსალური კლასიფიკაციის სისტემაა მსოფლიოში…
/…ბიბი-ჰეიბათის მეჩეთი ბაქოსთან, აზერბაიჯანი, რომელიც 1934 წელს საბჭოთა ანტირელიგიური კამპანიის პერიოდში დაანგრიეს, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იმავე ადგილას გაიხსნა 1997 წელს…
/…ნებისმიერი ერთზე მეტი ნატურალური რიცხვი შეიძლება დაიშალოს მარტივი რიცხვების უნიკალურ ნამრავლად, რასაც არითმეტიკის ფუნდამენტური თეორემა ეწოდება…
/…„Mad Men“ პირველი სატელევიზიო ტელესერიალია, რომელმაც ემის ჯილდო მიიღო “შესანიშნავი დრამატული სერიალისთვის” (2008 და 2009 წლებში)…
/…სიტყვა „რესპუბლიკა“ (ლათ. Res Publika – „ხალხის საქმე“), მიუხედავად ანტიკური წარმოშობისა, არამონარქისტული სახელმწიფოების აღმნიშვნელად მხოლოდ რენესანსის ხანაში დამკვიდრდა…
/…კაპილი, ქალაქი თანამედროვე ბელარუსში, ორტელიუსის 1574 წლის ატლასში იყო აღნიშნული…

/… ფონტჰილის ლარნაკი ( ჩინური ფაიფურის ყველაზე ადრეული დოკუმენტურად აღწერილი ნიმუშია, რომელმაც ევროპაში მოაღწია XIV ს. შუა წლებში…
/…იელოუსტოუნის ეროვნული პარკი 1872 წლის 1 მარტს დაარსდა ვაიომინგის, მონტანისა და აიდაჰოს შტატების ტერიტორიაზე და მსოფლიოში პირველი ეროვნული პარკი იყო…
/…ზანზიბარში 1957 წელს ჩატარებული არჩევნები პირველი იყო აღმოსავლეთ აფრიკის ისტორიაში…
/…2001 წლის აღწერის მიხედვით ქალაქი ჰუმი ხორვატიაში 17 მცხოვრებს ითვლის და ამ მაჩვენებლით ყველაზე მცირე ქალაქია მსოფლიოში…
/…ურალის ეკონომიკური რეგიონი, ურალის ფედერალური ოლქი და ურალის გეოგრაფიული რეგიონი სხვადასხვა რეგიონებია ურალის მთებისა და მდინარე ურალის ტერიტორიაზე…
/…დიეგოს თმის სალონის კლიენტებს შორის იყვნენ პოლიტიკოსები, პრემიერ-მინისტრები, დიპლომატები და აშშ-ის ორი უზენაესი მოსამართლე…

/…მარგალიტი ”ლა პერეგრინა” , რომელსაც ინგლისისა და ესპანეთის დედოფლები (მათ შორის მერი ტიუდორი) ატარებდნენ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ლას-ვეგასის ერთ-ერთ კაზინოში ელისაბედ ტეილორის ლეკვმა გადაყლაპა…
/…აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის დამოუკიდებლობა თბილისში გამოცხადდა, პირველი დემოკრატიული სახელმწიფო იყო ისლამურ სამყაროში…
/სკკპ ცკ-ის 1980 წ. 15 აგვისტოს ბრძანებულებით განახლდა საბჭოთა კავშირის დროშის აღწერა, რომლის თანდართულ გამოსახულებაზე (რევერსზე) არ დაიტანეს ნამგალი-ურო-ვარსკვლავის კომპოზიცია…
/…ალბანელი ბეიების ხოცვაში ოსმალებმა მუხანათურად მოკლეს 500-მდე სამხრეთ ალბანელი ლიდერი (ბეი) და მათი მხლებლები ცერემონიულ სამხედრო პარადზე მოწვევისას.
/…1944 წელს ოპერაცია ჰაუნდსუორზის განხორციელებისას ლიონი-პარიზის რკინიგზის ხაზი 22-ჯერ ააფეთქა სპეციალურმა საჰაერო სამსახურმა…
/…დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V, ელისაბედ II-ის მამა, საკუთარ იმპერიაში შემავალი ქვეყნების საფოსტო მარკების შეგროვებით იყო გატაცებული..
:)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close