საკითხავისასარგებლო

ქრისტეფორე კოლუმბი

ქრისტეფორე კოლუმბი იტალიელი მეზღვაური-მკვლევარი ესპანეთის მეფის სამსახურში. თავისდაუნებლიედ ამერიკის აღმომჩენი.
კოლუმბმა პირველმა გადაცურა ატლანტის ოკეანე სუბტროპიკულ და ტროპიკულ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს პოლუსში და პირველმა ევროპელებიდან შეცურა კარიბის ზღვაში. მან დაუდო სათავე სამხრეთ ამერიკის მიწებისა და ჩრდილოეთ ამერიკის ყელის აღმოჩენას. მან აღმოაჩინა ყველა დიდი ანტილიური კუნძული-ცენტრალური ნაწილი ბაჰამის არქიპელაგის, პატარა ანტილიური კუნძულები(დომინიკიდან ვირჯინიის კუნძულების ჩათვლით), ასევე მთელი რიგი პატარა კუნძულებისა კარიბის ზღვაში და კუნძული ტრინიდადი სამხრეთ ამერიკის სანაპიროსთან.

სულ კოლუმბა დაასრულა 4 მოგზაურობა:
/პირველი მოგზაურობა (3 აგვისტო, 1492—15 მარტი, 1493)
/მეორე მოგზაურობა (25 სექტემბერი, 1493—11 ივნისი, 1496)
/მესამე მოგზაურობა (30 მაისი, 1498—25 ნოემბერი, 1500)
/მეოთხე მოგზაურობა (9 მაისი, 1502—ნოემბერი, 1504)

კოლუმბის ახალგაზრდობა
ითვლება, რომ კოლუმბი(კოლომბო) დაიბადა საშუალო შეძლების მქონე გენუურ ოჯახში. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ იტალიისა და ესპანეთის 6 ქალაქი ეცილება ერთმანეთს პატივში, რომელი არის კოლუმბის მცირე სამშობლო. სწავლობდა პავიის უნივერსიტეტში. დაახლოებით 1470 წელს ცოლად შეირთო დონა ფელიპე მონის დე პალესტრელო. დონა ფელიპეს მამა ცნობილი ზღვაოსანი იყო პრინც ენრიკეს დროს. კოლუმბის ჩანაწერების მიხედვით მისი ცოლის მზითებიში შედიოდა კუნძული პორტო სანტო, თუმცა ეს დადასტურებული არ არის ისტორიკოსების მიერ. 1472 წლამდე კოლუმბი ცხოვრობდა გენუაში, 1472 წელს კი სავონაში. 70-იან წლებში იგი მონაწილეობას იღებდა საზღვაო სავაჭრო ექსპედიციებში. ვარაუდობენ, რომ ჯერ კიდევ 1474 წელს, ასტრონომმა და გეოგრაფმა პაოლო ტოსკანელიმ, წერილში აუწყა მას, რომ მისი აზრით, ინდოეთამდე შესაძლებელია მიაღწიო გაცილებით მოკლე საზღვაო გზით, თუ იცურებ დასავლეთით. როგორც ჩანს, უკვე მაშინ კოლუმბი ფიქრობდა თავის მოგზაურობის პროექტზე ინდოეთში. მან გამოიტანა საკუთარი დასკვნები ტოსკანელის რჩევებზე დაყრდნობით, გადაწყვიტა, რომ უფრო მოსახერხებელია გაცურო კანარის კუნძულების გავლით, საიდანც მისი აზრით იაპონიამდე დაახლოებით 5 ათასი კილომეტრი რჩებოდა.
1476 წლიდან კოლუმბი ინაცვლებს პორტუგალიაში, სადაც 9 წლის განმავლობაში ცხოვრობს. ცნობილია რომ კოლუმბი ეწვია ინგლისს, ირლანდიას და ისლანდიას, სადაც იგი ისლანდიელების მონაცემებს გაეცნო, დასავლეთის მიწების შესახებ. ამავე დროში, ის ასწრებს მოინახულოს ასევე გვინეა.
1475-1480 წლებში კოლუმბი პირველად მიუბრუნდა თავის წინადადებას გაეცურა ინდოეთისკენ დასავლეთის წყლების გავლით. ამის შესახებ აცნობა მან თავის ხელისუფლებას და ვაჭრებს მშობლიურ გენუაში. გამოხმაურება არ მოჰყოლია.
1483 წელს კოლუმბა პროექტი წარუდგინა პორტუგალიის მეფეს ჟუან II-ს, მაგრამ დიდი ხნის შესწავლის შემდეგ პროექტი უარყოფილია
კოლუმბის ძეგლი ბარსელონაში

კოლუმბი ესპანეთში
1485 წელს კოლუმბი შვილ დიეგოსთან ერთად გადადის ესპანეთში. 1485-1486 წლებში ზამთარში იგი თავშესაფარს ჰპოვებს მონასტერ სანტა-მარია-და-რაბიდაში მათხოვრის სტატუსით. მმართველმა ხუან პერეს დე მარჩენამ მიიღო ის და ფაქტიურად გადაარჩინა შიმშილით სიკვდილს. მანვე გაუგზავნა პირველი წერილი ფერნანდო დე ტალავერას, მის ნაცნობს-დედოფლის მოძღვარს, კოლუმბის იდეის მოკლე აღწერით. ესპანეთის მეფე ამ დროს იმყოფებოდა ქალაქ კორდოვაში, სადაც გრანადასთან ომის წინა სამზადისი მიმდინარეობდა მეფის პირადი მონაწილეობით. 1486 წლის განმავლობაში კოლუმბი კავშირს ამყარებს მეფის ფინანსურ მრჩევლებთან, ვაჭრებთან და ბანკირებთან. მხოლოდ 1486 წლის ზამთარში კოლუმბი წარდგენილი იქნა პედრო გონსალეს დე მენდოსას, არქიეპისკოპოს ტოლედოს და ესპანეთის კარდინალის წინაშე. კოლუმბის წინადადებას რამდენჯერმე სწავლობენ კოსმოგრაფები, მონარქები და იურისტები. მას უარყოფენ და თვლიან გადამეტებულად.
20 მარტს(სხვა წყაროებით-20 მაისს) 1488 წელს, კოლუმბმა მოულოდნელად მიიღო წერილი პორტუგალიის მეფისგან, დაბრუნებულიყო პორტუგალიაში. ყურადღებას იქცევს უდიდებულესობის სიტყვები წერილში: „თუ თქვენ თვლით რომ საფრთხეში იგდებთ თავს ამით, იცოდეთ, რომ არამარტო ჩამოსვლისას არამედ აქ ყოფნისას და გამგზავრებისას, თქვენ არ იქნებით დაპატიმრებული, დაკავებული, გასამართლებული ან ეჭვმიტანილი ნებისმიერ მიზეზად. თქვენ გექნებათ მოხსნილი ყველა მოქალაქეობრივი და არამოქალაქეობრივი მოვალეობა“.
კოლუმბი გზავნის თავის პროექტს ინგლისის მეფე ჰენრიხ VII 1488 წლის თებერვალში მან მიიღო ისეთივე დიდსულოვანი პასუხი(მაგრამ არანაირი კონკრეტული წინადადებით).
1491 წელს კოლუმბი წარუდგება ჰერცოგ მედინა-სედონიას 100-ზე მეტი სავაჭრო გემის მფლობელს, მაგრამ უარს მიიღებს.
საბოლოოდ იანვარში 1942 წელს მოხდა დიდხანს ნაცადი შემთხვევა: აღებული იქნა ალგამბრის ციხე-სიმაგრე. გრანადა დაეცა, ბრძოლა საბოლოოდ დამთავრდა.

წყარო:ჩვენი ძმა და მეგობარი ვიკიპედია :)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close