არქივი

ლაბირინთის საიდუმლო

“თითოეული ადამიანის ცხოვრება – ლაბირინთია, რომლის ცენტრშიც მდებარეობს სიკვდილი. სანამ საბოლოოდ შეწყვეტს არსებობას, ადამიანი გადის თავის ბოლო ლაიბირინთს.” – მაიკლ ერტონი

დედამიწაზე ლაბირინთზე იდუმალი ნაგეგობა არ არსებობს. ის იზიდავს, გზას უბნევსს, აშინებს ადამიანს და შეიძლება სასოწარკვეთამდეც კი მიიყვანოს…

ლაბირინთზე ბევრი თქმულება არსებობს, რომლის მიხედვითაც, იქიდან გაღწევა შეუძლებელია… და მაშინ როცა მსხვერპლი გასასვლელთან ახლოსაა, რაღაც ამოუცნობი ძალა მას ლაბირინთის თავდაპირველ ადგილზე აბრუნებს… ლაბირინთი სტუმრების გაშვებაზე უარს ამბობს…

mlc7i

თავიდანვე ავღნიშნოთ, რომ ყველა ჩახლართულ “გორგალს” არ შეიძლება ლაბირინთი ვუწოდოთ. კლასიკურ ვარიანტს აქვს 7 კონცენტრული ხაზი, რომელიც მჭიდროდაა შემოხვეული ლაბირინთის ცენტრალურ ბირთვს. შესასვლელი მხოლოდ ერთია. გრძელი გზა აუცილებლად მის ცენტრამდე მიგვიყვანს. ლაბირინთის გზები არსად იკვეთება და არსად უკავშირდება ერთმანეთს. ცენტრის დატოვება შეიძლება მხოლოდ ერთი გზით, – რომლითაც აქამდე მოვედით. სხვა გასასვლელი ლაბირინთს არ აქვს.

71ef5d9d0993

სხვაგვარადაა მოწყობილი ლაბირინთის ინგლისური ვერსია, მეიზი. მეიზის სტრუქტურა უფრო დახვეწილი და რთულის ფორმისაა, ვიდრე კლასიკური. როგორც წესი, ასეთ თავსატეხებში მიზნის მისაღწევად რამდენიმე გზა არსებობს, ორი ან უფრო მეტი შესასვლელ-გასასვლელია. გზები უკავშირდებიან ერთმანეთს და წარმოქმნიან გზაგასაყარებს. მეიზის თავსატეხის გადაჭრა ადვილი არ არის… შემქმნელებმა რთული დავალების წინაშე დაგყაყენეს: ავირჩიოთ სწორი შესასვლელი, გამოვიცნოთ გზაგასაყართან სწორი გზა ან არ მოვხვდეთ ერთი და იგივე ადგილზე რამოდენიმეჯერ. მეიზების იდეა მომდინარეობს შუასაუკუნეებიდან და წარმოგვიდგენს მათემატიკური მეცნიერების განვითარების შედეგს.

მარტივივი ლაბირინთების უამრავი მოდიფიკაცია არსებობს. იმისათვის, რომ შეეცვალათ კლასიკური ლაბირინთი, ავტორები ამცირებდნენ ან ზრდიდნენ გზების რაოდენობას, აკეთებდნენ კვადრატული ფორმის ლაბირინთს, მართკუთხედის ფორმის, წრიულს და გამოდიოდა სხვადასხვანაირი ვერსიის ლაბირინთები. თუმცა, ყველა ეს მოდიფიკაცია მომდინარეობდა კლასიკური ვარიანტისაგან, რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და დღესდღეობითაც შეუცვლელია ათასწლეულის განმავლობაში. თავისი თავდაპირველი სახით შუა საუკუნეებამდე
და აღორძინების ხანამდეც არსებობდა.

41f4720ff90b

ეგვიპტური ლაბირინთი

ყველაზე ძველი ლაბირინთი მდებარეობს ეგვიპტეში, ტბა, “ბირკეტ კა რუნის” მახლობლად, მდინარე ნილოსის დასავლეთით, კაიროსგან მოშორებით. ის Aაშენდა დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2300 წლის წინ. ლაბირინთის საერთო ფართობი შეადგენდა 70 000 კვადრატულ მეტრს. დამთვალიერებლებს ნებას არ რთავენ დაათვალიერონ მიწისქვეშა სივრცეები და ლაბირინთები, იქ განლაგებულია ფარაონების სამარხები და ნიანგები – ეგვიპტისთვის წმინდა ცხოველები.

ეგვიპტური ლაბირინთის შესასვლელში არის ასეთი წარწერა გაკეთებული:

“სიგიჟე ან სიკვდილი – აი რას იპოვის აქ სუსტი და მანკიერი, მაგრამ ზოგიერთი ძლიერი ადამიანი აქ სიცოცხლესა და უკვდავებს ჰპოვებს” .

ბევრი უგუნური, წინდაუხედავი ადამიანი შესულა ამ კარებში, მაგრამ უკან ვეღარ დაბრუნებულა. ეს უფსკრულია, რომელიც უკან მხოლოდ მამაც სულებს დააბრუნებს.

დერეფნების, კარებების და ოთახების სისტემა ისეთი რთული იყო, რომ უცხო ადამიანი ვერასდროს შეძლებდა ეპოვნა გასასვლელი. ლაბირინთი აბსოლიტურ სიბნელეში იყო ჩაფლული, და როცა რომელიმე კარებს აღებდნენ, ისეთ საშინელ ხმას გამოსცემდა, როგორსაც ათასი ლომი გამოსცემს ღრიალისას.
დიდი დღესასწაულების წინ ლაბირინთში მსხვერპლშეწირვის რიტუალებს ატარებდნენ, მათ შორის ადამიანებსაც სწირავდნენ. ასე სცემდნენ თაყვანს მათ ღმერთს, სებეკს – უზარმაზარ ნიანგს. ძველმა ხელნაწერება შემოინახოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაბირინთში ნამდვილად სახლობდნენ ნიანგები, რომელთა სიგრძეც 30 მეტრს აღწევდა.

qgi9d

ყველაზე ცნობილი მინოსის ლაბირინთი მდებარეობს კუნძულ კრეტაზე. ეს ეგვიპტური ლაბირინთის ასლია. ის ათენელმა მოქანდაკე დედალოსმა კუნძულ კრეტის მეფის, მინოსის დავალებით ააგო.

თავისი დიდი ისტორიის მანძილზე კუნძულ კრეტას ლაბირინთი რამდენჯერმე იყო განადგურებული, მაგრამ მას ყოველთვის აღადგენდნენ. ჩვენ წელთაღრიცხვამდე 1380 წელს საბოლოოდ განადგურდა და მიტოვებულ იქნა, სანამ ინგლისელმა არქეოლოგმა ა. ევანსმა არ აღმოაჩინა ძველი საიდუმლო იეროგლიფური წერილი ოქსფორდის მუზეუმში. წერილში საუბარი იყო უძველეს ლაბირინთზე. 1900 წელს არქეოლოგი გაეშურა კრეტაზე და დაიწყო გათხრები.

არტურ ევანსი თითქმის 30 წლის განმავლობაში აწარმოებდა გათხრებს და აღმოაჩინა არა ქალაქი, არამედ სასახლე, რომლის ფართობიც მთელი ქალაქის ფართობს უდრიდა. ეს იყო ცნობილი მინოსის ლაბირინთი, რომლის საერთო ფართი 22 000 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. მინოსის ლაბირინთი წარმოადგენდა არქიტექტურის ნამდვილ საოცრებას.

t7hdh

ლეგენდის თანახმად მინოსის ლაბირინთში ბინადრობდა მინოტავრი – ადამიანი, ხარის თავით, რომელსაც ყოველ თვე 7 გოგონასა და 7 ბიჭს სწირავდნენ მსხვერპლად. ეს საშინელი რიტუალი შეწყდა მამაცი ადამიანის, ტე სეუს წყალობით, რომელმაც გაბედა, შევიდა ლაბირინთში და მონსტრი გაანადგურა.

ევანსმა მითიური ცხოველის კვალს ვერ მიაგნო, მაგრამ რაღაც-რაღაცეები მაინც მეტყველებდა ძველი ლეგენდის სასარგებლოდ. ერთ-ერთი დარბაზი შემკული იყო ფრესკით, რომელზეც გამოსახული იყო გიგანტი, ხარის თავით. ამ დარბაზში, გრანიტის ფილების ქვეშ აღმოჩენილ იქნა უამრავი ადამიანის ძვლები. ეს მინოტავრისთვის შეწირული ადამიანების ძვლები იყო?

ძველი ბერძენი ისტორიკოსი, პლინიუსი ახსენებს ლაბირინთებს, კუნძულზე სამოსსა და ლემნოსზე, ხმელთაშუა ზღვაში.
ქალაქ პომპეიში, რომელიც განადგურდა ვულკანი ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ასევე მდებარეობდა ორი ლაბირინთი. ერთ-ერთი მათგანი, “სახლი ლაბირინთთან”, ცნობილია გასაოცარი მოზაიკური იატაკით, რომელზეც გამოსახული იყო თესევსისა და მინოტავრის ბრძოლა.
– ჩინეთში ლაბირინთებს აშენებდნენ ყოველი ქალაქისა და სახლის შესასვლელში. მოსახლეობას სჯეროდა, რომ ლაბირინთები მათ ავი სულებისგან დაიცავდა. მათი წარმოდგენით, დემონებს შეუძლიათ ფრენა, მხოლოდ პირდაპირი მიმართულებით, და თუ ააშენებდნენ სახლის შესასვლელს ლაბირინთის პრინციპით, შეეძლებოდათ დაეცვათ თავიანთი საცხოვრებელი ბოროტი სულებისაგან.

c1119f9b2489

– სკანდინავიაში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდევარეობს 600 ზე მეტი ქვის ლაბირინთი. ბევრი მათგანი აგებულია ადგილობრივი მეთევზეების მიერ, რომელთაც სჯეროდათ, რომ ამ ლაბირინთების გავლის შემდეგ, კარგად ითევზავებდნენ და შინაც მშვიდობით დაბრუნდებოდნენ.

– აგრეთვე რუსეთშიც აქვთ საკუთარი ლაბირინთები. სოლოვეცკის კუნძულებზე დაახლოებით 30 ლაბირინთი, 1000 ზე მეტი მიწა-ყრილები და სხვადასხვა სიმბოლური ქვისგან შექმნილი ნახატები მდებარეობს. მათი უმრავლესობა თარიღდება ჩვ.წ.-მდე 11.1 ათასწლეულით. ეს კონსტრუქციები დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთ იდუმალ ადგილად ითვლება. მათზე არ არის მცენარეული საფარი, გარდა ხავსისა და კენკრისა. ამ ადგილებზე დარგული მცენარეები და ხეები ხმებიან, ხოლო ცხოველები ამ ადგილს გაურბიან.

ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, თანდათანობით შეიცვალა ლაბირინთის ძველი წარმართული სიბოლო და გახდა ალეგორიული გამოსახულება – ადამიანის ეკლიანი გზა ღმერთამდე. ქრისტიანულ ფილოსოფიაში და არქიტექტურაში, ლაბირინთი მატერიალური სამყაროს მეტაფორა, რომლის გავლის შემდეგაც, ადამიანი შეხვდება მინოტავრს – ეშმაკს.

დღეს-დღეობით ლაბირინთების უფრო და უფრო რთული ვარიანტები იქმნება, რაც დაფუძნებულია მათემატიკურ მოდელებზე და თეორიებზე. სპეციალურად მოწყობილ პარკებში და ტურისტულ მარშრუტებში ლაბირინთები თავბრუდამხვევ ინტელექტუალურ გასართობს წარმოადგენს და საოცარ განცდებს იწვევს.

32b0971facb1

მთავარ გადაუჭრელ ამოცანად დღეისთვის ისევ რჩება ლაბირინთების წარმოშობის ისტორია. მრავალი ჰიპოთეზა გამოითქვა ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც ვერ ხსნიან ამ ფენომენს. შეიძლება ლაბირინთი ბუნების მიერაა შექმნილი – სპირალისებური და ლაბირინთის ფორმები დამახასიათებელია ზოგიერთი მოლუსკისთვის. ან შეიძლება, ძველ მხატვარს უყვარდა მარტივი სპირალების ხატვა, თანდათან ართულებდა ამ გეომეტრიულ ფიგურებს და საბოლოოდ მივიდა სომბოლომდე, რომელსაც ლაბირინთი ჰქვია. უამრავი რამის მოფიქრება შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ დანამდვილებით ლაბირინთის წარმოშობის შესახებ, მხოლოდ ღმერთმა იცის.

მსგავსი ამბები

Back to top button